ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ, შესაძლო პენალტების სერიის განხილვაცაა საჭირო.

წყარო უშუალოდ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკაზე ამახვილებას ყურადღებას.

ირკვევა, რომ "ჯვაროსანთა" კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია (3 "ვალენსიაში" და 2 "ლოკომოტივში").

უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გიპნოზა
კი მართალი ხარ, ესპანეთის სამწუხაროდ არ მივა პენლებამდე საქმე. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ისინი არამარტო ჩვენს გულებს ახარებენ, არამედ ქვეყანას აერთიანებენ. ასე რომ მარტო მაგიტომ მინდა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობა, რომელიც ჩემი აზრით ბოლომდე გააერთიანებს ერს. მარტო მაგიტომ უნდა იბრძოლონ ბიჭებმა ბოლომდე, რომ იქნებ ბოლომდე გააერთიანონ ერი. როცა ქართველი ქართველს აღარ შეჭამს და ერი იქნება ერთიანი. ასე რომ, უკვე ბიჭებს მივმართავ: თქვენ თავს გადაახტით ბიჭებო, ბრძოლა ბოლო წვეთამდე! იცოდეთ თქვენი თამაში ბრძოლააა! რომელიც ქვეყნის მომავალზე გავლენას იქონიებს. პ.ს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი თბილისის დინამომ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოვიდა, ეხლა თქვენ აერთიანებთ ბიჭებო ერს, წარმოიდგინეთ თქვენი მოგებებით აერთიანებთ გაყოფილ საქართველოს, როცა ერთიანია ერი, ქვეყანაც ძლიერია!!!
G.LA
მამარდას, კვარას და ჟორჟის ნაირი არ ყავთ ესპანელებს და რა თქვა მამარდამ ტყუილი ან გადამეტებული? ესპანეთი რომ ჩვენზე ძლიერი ნაკრებია და ევროპიაში კი არა ალბათ მსოფლიოშიც ამ ეტაპზე, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ ბიჭები დატენილები არიან ემოციორად, ბიჭები ხედავენ როგორ გაგვაბედნიერეს მთელი ქვეყანა და ეს ბიჭებს ძალიან მატებთ ძალებს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების რომ გოლიათის წაქცევა შეგვიძლია. გამარჯვება საქართველოს. პ.ს. გიუშა და სხვა ჩასაფრებულებო. თქვენ არც მაშინ გჯეროდათ ბულგარეთს და მაკედონიას რომ მოუგეთ, მე დავწერე : ჩვენ ევროპაში მივდივართ ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩით მეთქი, თქვენ ჩასაფრებულებს არც ბერძნების დამარცხების გეჯერათ, თქვენ ჩასაფრებულებს არც ჯგუფიდან გასვლის გეჯერათ , მოკლედ ძალიან დაუჯერებლები ხართ და ჩასაფრება გირჩევნიათ. ხოდა იყავით ბუჩქებში ჩამჯდარი და თუ არ გინდათ ნუ გაამხნევებთ ჩვენ ბიჭებს. ჩვენ ისედაც მთელი ქვეყანა სულით და გულით მათან ვართ
გიუშა
პენალტებამდე სამწუხაროდ არ მივა საქმე
ნიკა
მამარდა გვინდა GodMode რეჟიმში!
გიორგი
შე კაი კაცო, იტალიას დაურტყეს 20-ჯერ და საქართველოს ნაკრება რომ 10-ჯერ დაურტყან,ეგ გასაკვირია?! პ.ს. ალბანეთს 16-ჯერ ხორვატიას 11-ჯერ
M-33
მამარდაშვილს პორტუგალიასთან ეიფორიის შემდეგ ცხელ გონებაზე მოუვიდა ის ფრაზა როცა გიორგიმ ღიად თქვა - "ხვიჩა უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთიო“. დღეს, ეს ფრაზა „მარკას“, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გამოცემის პირველ გვერდზე იყო. მოთამაშეები ასეთ რამეებს იმახსოვრებენ ხოლმე - ჩვენი მეტოქე აგრესიული და ძალიან მობილიზებული გამოვა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ (თუ არადა მატჩის შემდგომ გადაამოწმეთ სტატისტიკაში) ესპანელები ამ საღამოს მინიმუმ ათჯერ მაინც დაგვირტყამენ კარის ჩარჩოში და იმედია მამარდაშვილი ათივეს მოიგერიებს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო