ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორიც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. მოლოდინისამებრ, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდა - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება, თუმცა როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. მორატა იმ მომენტში მამარდაშვილს ხელს უშლიდა, მაგრამ VAR-მა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ცენტრიდან ვერ გაუტანა. მერე მამარდაშვილმა იამალის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მალე ფაბიან რუისმა „ფურია როხა“ დააწინაურა. სანიოლმა ლოჩოშვილი და ჩაკვეტაძე წიტაიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. იამალმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე წიტაიშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. იამალის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უილიამსმა 75-ე წუთზე გაგვიტანა. 79-ე წუთზე გველესიანის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე კვეკვესკირი და ზივზივაძე შევიდნენ. სამწუხაროდ, ოლმომაც დალაშქრა ჩვენი კარი და მარცხი განვიცადეთ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ღირსეულად იასპარეზა და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

5 ივნისს, მეოთხედფინალში, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.

კიოლნი. „რეინ ენერგი“

ესპანეთი - საქართველო 4:1

გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

შალმასტანა
სათვალე მოიხსენი და ისე შეხედე სიტუაციას დავიჯერო ნაკრები უნაკლოა?რაც ნაკლი აქვს არ უნდა თქვას არავინ?თუ დარიგებული ხარ ესე,მართლა გულშემატკივარის ობიექტური შეფასებაზე ესეთი სისულელე წერო ესეიგი ესეთივე სულელი ხარ.
გეგი
ოე ოე ყანაა გეყოს ახლა მართლა ნუ გაუტიე.მე არავის მეხოტბე არ ვარ და არც ეგ მიხსენებია სადმე და შენ და შენისთანების თვისებაა სწორედ ცილისწამება,მაგოტმაა ხოდა სწორედ ამდენი რომ ხართ ამ ქვეყანაში რაც არ იცით იმას ტლიკინებთ,ვითომ ყველაფრის მცოდნეები რომ ხართ მაგიტომაა ეს ქვეყანა აყვავებული და ბოლოს გეტყვი კიდევ იმასაც რომ მე და შენში ტროლისაც და დამბრალებლისაც კიდევ გაიგე?ახლა აახვიე აქედან მართლა შე კლავიატურის ვირთხა,აზრი არ აქვს შენთან რამის მტკიცებას,გაბოროტებული არსებები ხართ მეტი არაფერი ერთმანეთის დაჭმის მეტი არაფერი გეხერხებათ.
სიმენონი
რუსებს სულ ჩვენ "ვწვრთნიდით" ქალიან კაციანად და ახლა პირიქით ვცადოთ? :D
დავით 67-ს
მე მჭირს მოჩვენებებს თუ თქვენ? გუნდმა 90 წუთი ფაქტიურად უბურთოდ ითამაშა და თქვენ ამას წარმატებას ეძახით? ეს იგივეა, სააკაშვილმა 2008 წელში 5 დღეში წაგებული ომი რომ გამარჯვებად გაზეიმათ. წაგება გასაგებია, მაგრამ ღირსეული წაგება. მაგრამ, როდესაც მთელი თამაშის განმავლობაში 2 გადაცემას ვერ აკეთებ და ბურთი მოედნის ცენტრამდე ვერ ამოგაქვს, ამას გუნდი აღარ ჰქვია.
სოსო
სოსოს-ს.ჩეხოსლოვაკია,1993 წელს,მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად.მათ არ განუცდიათ არც ნგრევა,არც ომი და არც ეკონომიკური განადგურება.ასე რომ მანამდეც ძალიან წარმატებული ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრეები,ჩეხეთი და სლოვაკეთი,განვითარების პროცესში არ შეფერხებულა.უკვე 1996 წელს,ჩეხეთის ნაკრებმა,ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.ეს ის დროა,როცა საქართველო,ერთი საათით შუქის ჩართვას,ზეიმით ეგებებოდა.ის რისი შენებაც ჩვენ თავიდან მოგვიწია,მათ ხელუხლებლად შერჩათ.რაც შეეხება დინამოს აკადემიას და რურუას დამსახურებას,ვერსად ნახავთ,სადაც რომან ფიფიას დამსახურებას ვუკარგავდე და მასზე აუგს ვამბობდე.პირიქით,ქვეყანამ მას მადლობა უნდა გადაუხადოს,რადგან თუნდაც საკუთარი ჯიბის ზარალის ფასად,დინამოდან სხვა კლუბებში გაქცეული ფეხბურთელები,არასოდეს დააზარალა და ხელი არ შეუშალა.თუმცა ერთი საფეხბურთო აკადემია და თუნდაც სამი,მსოფლიოს გრანდებთან გამმარჯვებელ ნაკრებს ვერ დააკომპლექტებენ.ჩვენთან კი,დინამოს აკადემია მუშაობს კარგად,საბურთალოს და ლოკომოტივის აკადემიები კი,საკმაოდ კარგად.დანარჩენებიდან მარგი ქმედების კოეფიციენტი,ძალიან დაბალია.სწორედ ამიტომაც,ჩვენი საკადრო ბაზა,შეუდარებლად უფრო მწირია,ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და სწორედ ამიტომ არის ჩვენი ბიჭების და მწვრთნელების მიერ ამ დონეზე გუნდის ასვლა,დასაფასებელი.რურუასთან პრეტენზიები,სხვებსაც თბილისის დინამოს უფროსების გუნდის ცუდი გამოსვლების გამო მაქვს და გვაქვს,მაგრამ ის არც მალავს,რომ მათ გასაძლიერებლად,ფინასური სახსრები არ ჰკმარა და ზუსტად ვიცი,რომ აქაც სრულ სიმართლეს ამბობს,თუმცა რაც ფინანსები აქვს,მასაც რომ ვერ იყენებს ეფექტურად,ეგეც ნაღდია.ნიჭიერ ფეხბურთელებს ვერ ინარჩუნებს,სხვა კლუბები თავისკენ იბირებენ ტალანტებს და ეგაა მიზეზი.თუმცა მისი ღვაწლი,ქართული ფეხბურთის წინაშე,მეც ძალიან დიდად მიმაჩნია.ჩვენთან რატომღაც იმათ ლანძღავენ,ვინც საქმეს აკეთებს და ლანძღვა იმათგან მოდის,ვინც თვითონ არაფერს აკეთებს და სხვის გაკეთებულის მითვისებაზეა დამიზნებული.როცა რაღაცას აკეთებ,იქ არის ნაკლოვანებებიც,თორემ სადაც არაფერს აკეთებენ,იქ არც შეცდომებია და არც ნაკლოვანებები.არ შეიძლება არც ფიფიას,არც ფედერაციის,არც ნაკრების მწვრთნელების და არც ფეხბურთელების ლანძღვა.მათ ყველაფერი გაიღეს და შრომის დაუნახაობაა ყველაზე ძნელი ასატანი,ყველაფრის სურვილს რომ უკარგავს საქმის გამკეთებელ ადამიანს.ისეთმა ფურმა დამწიხლოს,ჩემზე მეტს იწველებოდესო,ნათქვამია.თუმცა დღეს რამდენს იწველები,აღარავის აინტერესებს.დღეს ვინ ყვირის ხმამაღლა,იმას უსმენენ.
ასეა ეს
როდესაც ნაკრების უმეტესი ფეხბურთელი სუსტ გუნდებში თამაშობს,ხოლო შეცვლაზე უფრო სუსტი გუნდებიდან, ამ დროს ევროპის პლეიოფში გადიხარ,გამოდის სანიოლი სწორ ფეხბურთს ათამაშებს.ხოლო ვინც ესპანელებთან, ამ საოცარ გუნდთან წაგებაში სანიოლს ადანაშაულებთ სჯობია ფეხბურთის ყურებას თავი დაანებოთ.გუნდმა 90 წუთი პრესინგი გვეთამაშა.
გერმანელ ხოხობ-ს
ღარიბები დარჩნენ თავის სიღარიბეში,ან თუ ჩამოვლენ მეეზოვედ მუშად იმუშაონ და არ იწუწუნონ
სოსო-ს
პატივცემულო სოსო..დინამოს აკადემია 2010 წლიდან ფუნქციონირებს,ეს ის აკადემიაა ცნობისთვის დღევანდელი ნაკრების 80% მა ფეხბურთელების რომ გაიარა..და რომლის შემქმნელზე და დამფუძნებელზე ერთ სიტყვას არ ამბობენ,არადა სწორედ ფიფიას დამსახურებაა დღევანდელი ნაკრების წარმატება.
ლევანი
ბიჭოს თქვენი გამკვირვებია სანიოლზე ცუდს ნუ იტყვი ყველაფერი კარგად არისო და დავიჯერო მარტო მე ვარ ესე?რა კომპონენტში მოვუმატეთ მისი ხელმძღვანელობით ერთი ეგ მანახა.პრესინგს ჩვენ ვერ ვთამაშობთ,ფიზიკური მომზადება კატასტროფული, მეორე ტაიმში ფეხბურთელები ვეღარ სუნთქავდენ,გადაბმულად 3-4 პასს ვერ ვაკეთებთ,რამდენჯერაც ესე გადავწყვიტეთ ბურთის ამოტანა იმდენჯერ დავკარგეთ და საგოლე მომენტი შეიქმნდა ჩვენ კართან,რგოლებს შორის კავშირი აბსოლიტურად მოშლილია.ტაქტიკა ჩვენ არ გვაქვს და სტრატეგია,თუ სტრატეგიად ითვლება 11 კაცით საკუთარ საჯარიმოში დგომა,მაშინ მე ბოდიში,სხვა მხრივ კიდე რა მოგწონთ სანიოლის იქნებ დაწეროთ.
საზონოვი რატომ არ წაიყვანეთ
კიეზა-ს
ვერ გავიგე და იქნებ გამარკვიოთ, ნაკრების წინსვლა კონკრეტულად სად დაინახეთ? და სტასტიკას თუ გაეცანით? წინასწარ გიხდით მადლობას.
მართლაც რომ ზღაპარში ვცხოვრობთ
უსუსტესი ნაკრები გვყავს. ოთხ თამაშში რაც ჩვენს კარში უბრახუნეს, რუსის დოლს არ მოხვედრია მაგდენი. სანიოლი აქამდეც გასაშვები იყო, რადგანაც ძირითადი შესარჩევი მთლიანად ჩააგდო! ვაცალოთო, ვაცალეთ ბატონო და რა მივიღეთ? ერთი მოგებული თამაში უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. ისინიც კი ორივე ტაიმში გვიტევდნენ. დანარჩენზე ლაპარაკიც ზედმეტია, სვარკაზე უარესი საყურებელი იყო. თურმე მადლობა უნდა ვუხადოთ ბიჭებს თავდადებისათვის, კი ბატონო, მადლობა ყვეელას, მაგრამ დანარჩენი მონაწილეები დასეირნობენ ჩემპიონატზე და თავს არ ზოგავენ? ჯერ კიდევ ქეცბაია ათამაშებდა ასეთ დაცვით ფეხბურთს და რა შეიცვალა იმის მერე? არაფერი. გვყავს 3-4 ფეხბურთელი, რომლებიც აკმაყოფილებენ საშუალო ევროპული მომზადების დონეს. ფიზიკურად ორი ტაიმის თამაში ქოჩორას გარდა არავის შეუძლია. ნახევარზე მეტი ფეხბურთელებია გასაშვები, რა თქმა უნდა სანიოლიც, რომელმაც არავითარი სიახლე არ დანერგა გუნდში და კადრების შერჩევაშიც მოიკოჭლა. ტაქტიკაზე და სტრატეგიაზე არაფერს ვამბობ. ბიჭები ელემენტარულ სტენკას ვერ ათამაშებენ და ბურთი ვერ ამოაქვთ ცენტრამდე. 5 წუთითაც ვერ ასწავლა პრესინგის თამაში. ესპანელები მაგალითად 7-8 კაცით გვაპესინგებდნენ ჩვენს საჯაიმოსთან და მამარდას ბურთის შეყვანაც კი უჭირდა თამაშში. მომეწონა დისციპლინა ნაკრებში და მაყურებლის გულშემატკივრობა თამაშებზე. ეხლა გინდა ზღაპარი დავარქვათ ჩვენს გამოსვლას და გინდა იგავ-არაკი. ფაქტია, რომ საჭიროა ახალი პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც საგრძნობლად გადაახალისებს შემადგენლობას, უფრო მეტ ახალგაზრდას მიცემს შანსს (საზანოვი, გოჩო, აზაროვი, არიან კიდევ სხვებიც) და პირველ ნომრად გვასწავლის თამაშს. როგორ შეიძლება რომ ყველა თამაშს პირველივე წამიდან ცენტრის ჩაბარებით ვიწყებდეთ? ამას ალბათ ნაურუს ნაკრებიც არ იკადრებს. ეხლა კვლავ გვეტყვიან ცოტა დროა ახალ შესარჩევამდეო და ვაცალოთო. აცალეთ ბატონო. საწყენია, რატომ სწავლობს ყველა ჩვენს ხარჯზე მწვრთნელობას? ან ვინმეს თუ უნახავს რომელიმე გუნდის გასახდელში ქვეყნის და ფედერაციის ხელმძღვანელი პირების ასეთი ზედახორა? ყველგან საარჩევნოდ არ უნდა იმუშაოთ, ნუთუ ეს ძნელი გასაგებია? სანიოლს ალბათ ღირსების ორდენითაც დააჯილდოვებენ. მიეცით ბატონო, ჩემი რა მიდის. უბრალოდ ხალხს ნუ აცხოვრებთ ზღაპარში, ერი ამას ნამდვილად არ იმსახურებს.
კიეზა-ს
საქართველოს ნაკრებში მსოფკიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ კვარა ჩაკვე მამარდაშვილი მიქსუტაძე,შეიძლება შენთვის არ იყოს ვარსკვლავები მაგრამ ვინ მოგცა შენ იმის უფლება რომ ეს ბიჭები კნინობით ფორმაში მოიხსენიო..ალბათ ახლა დაიწყე ფეხბურთის ყურება აქამდე არც კი იცოდი ეს ბიჭები..წარმატებები ამ უმაგრეს ბიჭებს..გასკდით ნაცები გულზე ალბათ
სოსო-ს
რაღა დროს ჩეხოსლოვაკია,მაშინ ჩვენებიც თამაშობდენ სსრკ ს ნაკრებში.ხო 2012 წლიდან 100 ქარხანაც გუგუნებს.
კიეზა
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ამ ემოციისთცის და სიხარულისთვის..ვეთანხმები აქ უმრავლესობის საღ აზეს მინიმუმ უმადურობაა ან ნოტაზე დასრულებული ევროზე რაიმე კრიტიკა თქვა..მიიხედავად ბიჭების თავდადებისა..ჩვენ არ გვყავს ისეთი შემადგენლობა..არც გამოცდილება და არც მათსავით ვარსკვლავებით დახუნძლული სათადარიგო სკამი..რომ მათ ტოლ სწორად ვეთამაშოთ..კიდევ დიდი სამუშაოა აქვს ნაკრებს თუმცა წინ მივიწევთ ..იმედი სა გამარჯვების ჟინი არ მოგვიშალოს ღმერთმა...დიდება საქართველოს..
გეგი-ს
ესაა თქვენი ბრალი-ეს სიტყვები არ დაწერე? ფედერაციას და კალაძეს სიტყვებს რომ იმეორებ ეს არ არის ფედერაციის ქება და ნაძირალა კალაძესი..რა პირველად გესმის ნაძირალა კალაძემ პოლიტიკის ელფერი რომ შემოიტანა ნაკრებში არ იცი,ქოჩორას ოჯახს ნაცი უწოდა პირდაპირ ეთერშიარ იცი?ზივზივაძის არ თამაში ხომ საერთოდ,აი ვის გამო არის უბედურება და მაინც ამას ამართლებ ესაა ტროლობა
სოსო
ლაზარე,გაიხსენე ჩვენ საიდან მოვდივართ და ისინი საიდან.ერთა ლიგის პირველ ციკლში,ჩვენ ყველაზე სუსტ დ ლიგაში ვიყავით.მომდევნო გათამაშებებში ც ლიგაში და ახლა,უკვე ბ ლიგაში გადავედით.ჩეხოსლოვაკიის ნაკრები კი,ევროპის ჩემპიონიც იყო და პრიზიორიც.მათი ფეხბურთელებიც თავისუფლად გადიან ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და სპორტული ინფრასტრუქტურაც დიდი ხნის დალაგებული აქვთ.ეგ ორივე ნაკრები,დიდი ხანია,მაგ დონეზე გამოდიან და რეიტინგშიც ჩვენზე გაცილებით მაღლა დგანან.მხოლოდ ბოლო 12 წელია,სტადიონების და საფეხბურთო აკადემიების მშენებლობა დაიწყო,მისი ნგრევის ნაცვლად და მათზე მაღალ დონეზე,საიდან უნდა ვიყოთ?ამ აკადემიებში ფეხბურთელების გაზრდასაც ხომ დრო უნდა.კვარაცხელიას თაობა,ფაქტობრივად პირველი მაკადია,რომლებიც ამ აღმშნებლობის დაწყების პირობებში გამოიზარდნენ და ხომ ვხედავთ,რამდენს აღწევენ,თუ ასევე გავაგრძელეთ,მათ ახალი ტალანტებიც დაემატებიან და ნაკრების წარმატებებიც მოიმატებს.დღეს ხომ აშკარად ჩანს,რომ შემადგენლობის სიღრმე გვაკლია და რომელიმე ფეხბურთელის გამოკლება,თითქმის აუნაზღაურებელია.
გერმანელ ხოხობს
რა სამწუხარო წასაკითხია, ქართველი სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობს და ჩამოსულ ხროვას რომ ეძახის ხალხს, რომელმაც თეთრი თეთრზე შეაგროვა რომ ბიჭები გაემხნევებინა. საოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი ოთხივე ქალაქში და მაინც აქცენტს რომ უარყოფითზე აკეთებ. ამ ნეგატიური კომენტარების წერა რა სიამოვნებას განიჭებთ ასეთს, რომ მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილოები ხართ. რა გაქვთ ასეთი თავად შექმნილი და გაკეთებული, რომ თავს უფლებას აძლევთ სხვები გალანძღოთ, მიუთითოთ, დამოძღვროთ.
შალკე
ქალები განსაკუთრებით ათ ევროიანები იყვნენ ძალიან ბევრი..
გეგი
შენ წაკითხულის გააზრება გიჭირს მგონი და ეგეც პრობლემაა.მე ჩვენს ბიჭებს ვუხდი მადლობას,ვინც მოედანზე თავი დადო და იბრძოლა იმისათვის რომ აქამდე მოვსულიყავით და სენ თუ ამას არაფრად თვლი სწორედ ეგაა უმადურობა.ადამიანს აბრალებ და ცილს სწამებ იმას რაც არ იცი და სინამდვილეში არაა. უმადურობაა სწორედ ის რომ ამ ბიჭებს რომლებმაც რაც შეეძლოთ გააკეთეს,იმაზე მეტიც კი ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენდით.სწორედ ეგ უმადურობა და ამ ყველაფერს დანახვა უნდა.ასე ერთმანეთის დაჭმაში ხართ და როგორ იქნება ქვეყანა წარმატებული?ბიჭო სირცხვილია ისიც ფეხბურთმა გაგვაერთიანაო ეს ფრაზები ისმის,საკუთარი ქვეყნის და ერთმანეთის მტრები ვართ და ეს ვერ გაგვიგია ან არ გვინდა გაგება.რა ვიცი ძმაო იყავით მასე მაშინ და ჰაა ააშენეთ ასეც ქვეყანა.რაღა უნდა გიტხრა არარ ვიცი,ტროლს მაბრალებ არადა აზრზე არ ხარ ვინ ვარ და არც კი მიცნობ საერთოდ.
გიორგი
ნამდვილი მოსე მწერალი ხარ! შენთვითონ თუ კითხულობ შენს დაწერილს? დარწმუნებული ვარ, რომ არაფრის დიდებით არ წაიკითხავ ასეთ სისულელეს :-) სწორედ ესაა დემოკრატია და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება! ასე რომ წერე რამდენიც გინდა!
ვახოს,
მართალი ხარ ვახო, ცალკარა გვეთამაშა ესპანეთი. ბურთი დაგვიმალეს. კიდევ კარგი, ის ერთი გოლიც თავად გაიტანეს თავიანთ კარში, თორემ ჩვენ მაგის გამტანიც ვერ ვიყავით. მაგრამ, კაი ბიჭი ხარ და კრიტიკა გაბედე ჩვენს ნაკრებზე. ყველას პროგნოზი ჰქონდა მოგებაზე. რეალურად არავინ ანალიზს ვერ აკეთებდა. ნაკრები, რომელიც ასეთ ფეხბურთს თამაშობს, მე 30 მლნ-ს არ მივცემდი. ბიძინა უკეთესს იზამდა, მაგ ფულით გაჭირვებულ პენსიონერებს დახმარებოდა. ლოჩოშვილს უთქვამს, ჩვენ ფულის გულისთვის არ ვთამაშობთო, რაც უმადურობის მაგალითია. ბებიაშენისამ, უფასოდ თამაშობ აი! მაშინ წადი ბიძია და წნორის გუნდში ითამაშე, მეტი დონე მაინც არ გაქვს, რაც ესპანეთთან თამაშმაც დაადასტურა. ასეთი თამაში რომ ესპანეთს ან ნებისმიერ სხვა გუნდს რომ ეჩვენებინა, სამშობლოში არც კი ჩაუშვებდნენ.
გიორგი
კონკრეტულად ახსენე, რა და სად მოხდა, საინტერესოა.

იმედის ტელევიზიაზე ნაკრებმა მოიგო
ბესო
ჯანსაღი კრიტიკა ყოველღვის აუცილებელია, მუდამ მინიმუმით არ დავკმაყოფდეთ,როგორც შენ ამბობ ღირსეულად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთ ან თურმე ნეიტრალური გულშემატკივრუს გული მოგვიგია. ეგრე მოიგეს ნეიტრალური გულშემატკივრის გული სლოვაკებმა,რუმინელებმა,სლოვენიელებკა,თურქებმა ჩეხებმა, მაგრამ მაგის გამო კიარ გაჩერებულან გამოდიან და თამაშობენ ყველა თამაში. რაც შეეხება ესპანეთთან თამაშს ბურთი არ გვანახეს ისე მოგვიგეს,თამაშის განმავლობაში 78% ჰქონდათ ბურთის ფლობა და 13:0 კარში დარტყა რა გამართლებაზე საუბრობ, სასაცილოა.
ceroeli
ხოდა სელებრითები კი არა ექიმი გვჭირდება
გეგი-ს
გულშემატკივრებს ადანაშაულებ ქვეყანა თქვენს გამო ვერ გაიმართაო,ჩვენს გამო კი არა იმ უტიფრების გამო როგორიც კობიაშვილი იაშვილი კალაძე არიან რომლებსაც კბილები უკაწკაწებთ ეხლა ბიჭების მოპოვებული ფული რაც შეიძლება მეტი ჩაიდონ ჯიბეში,შენ კი ამაზე მადლობას გაწერინებენ და ალბათ თუმანსაც გადაგიხდიან…
გეგი
აი შენ მოგმართავ ახლა, ვინც ჩემს კომენტარზე დაწერე რომ ვითომ ტროლი ვარ,თქვენ აღარაფერი გეშველებათ და ძალიან გიჭირთ გონებაში.თქვენ რაც გასატეხია იმას მიხედეთ ეგ სჯობს,თორე მე არც ტროლი ვყოფილვარ ცხოვრებაში და არც არავისი ტაშის დამკვრელი,ღმერთმა იცის რასაც ვამბობ.
გეგი-ს
არ გიტყდება ეს ფედერაციის ტროლობა?
სიმართლე
ბურთი არ დაანახეს და მადლობა ბიჭებსო 30 წელი ესე გვაბოლებენ წაგება იმისაა დასკვნა გამოიტანო და მერე მოიგო
ვაი გულშემატკივარ
როცა სხვა ქვეყნის გულშემატკივრების გული მოიგე, როცა მთელი მსოფლიო აალაპარაკე და ამ დროს შენსავე ქვეყანაში არსებობენ ადამიანები რომლებიც შენს მარცხს ელოდებიან, რომ შემდგომ ბრტყელ ბრტყელი სიბრძნეები არახუნონ.ჩასაფრებულის პოზიციიდან აბსურდული სისულელეები ილაპარაკონ (ვითომ ჯანსაღ კრიტიკად შეფუთული), შეგნებულად, მიზანმიმართულად შემოიტანონ პოლიტიკა და სხვა ათასი სიბინძურე. საბედნიეროდ ცოტანი ხართ ასეთები, ვაი გულშემატკივრები, დაუნახავები, უმადურები. არადა რეალურად რა ვნახეთ? სასწაული ნაკრები, განწირული აუტსაიდერი, რომელმაც ურთულეს ჯგუფიდან გააღწია, ესპანეთს პირველ ტაიმში არაფერი დაუთმო (უპირატესობა რომ ექნებოდათ ეგ თუ ვინმეს გაუკვირდა წავიდეს სხვა სპორტს უყუროს), გასაუქმებელი გოლი, რომელმაც მატჩის ბედი დიდწილად გადაწყვიტა. რომ არა მსაჯის საბედისწერო შეცდომა შესაძლოა კიდევ გადაწეულიყო თქვენი კრიახი. არ გვიკვირს ჩვენ ნამდვილ გულშემატკივარს, რომ თქვენ ახმაურდებოდით, მაგრამ იმედი გვქონდა რომ შუბლის ძარღვი ოდნავ მაინც გექნებოდათ და ევროპის ჩემპიონატზე პირველივე მარცხზე არ ამხელდით საკუთარ თავებს. სხვისი შრომის დაფასება ისწავლეთ, მადლობის გადახდა ისწავლეთ ჯერ. ამ საოცარი ევროპის მერე ნაკრებს რომ გააკრიტიკებ, პოლიტიკას რომ შემოიტან მიზანმიმართული მავნებელი ხარ.
გეგი
ეჰჰ ხალხო ახლა თქვენ მოგმართავთ,საცოდაობაა თქვენი უმადურობა და აი ეს უმადურობაა რომ დაგღუპავთ სწორედ.მაგრამ უბედურება ისაა რომ სწორედ ამ უმადურობის გამოა რომ ვერა და ვერ გაიმართა ეს ქვეყანა წელში და ეს არის თქვენი ბრალი.
ლაზარე
მადლობა ბიჭებს.თუმცა ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა რომ ძალიან ჩამოვრჩებით საშუალო ევროპულ დონეს,რაც ნათლად დავინახეთ ჩეხეთთან და თურქეთან მატჩში.მამარდას განსაკუთრებული მადლობა,რომ არა ის,ჩეხეთანაც დიდი ანგარიშით დავთმობდით თამაშს.რუმინეთი და სლოვაკეთი რატო უნდა თამაშობდეს უფრო დალაგებულ და სწორ ფეხბურთს ვერ ვხდები..
rembo
ბურთი არ დაანახეს და მადლობა ბიჭებსო 30 წელი ესე გვაბოლებენ წაგება იმისაა დასკვნა გამოიტანო და მერე მოიგო

ეს ჩამოსული ხროვა ვაი გულშემატკივრები ხომ ცალკე უბედურებაა.რას ჩადიოდნენ რა სირცხვილია,თანაც დაუბანლები,ერთ კათხა ლუდზე ყველაფერს კადრულობდნენ,მადლობა ღმერთს დროზე წაეხვეტებიან უკან,რა თქმა უნდა ყველაზე არაა საუბარი
gio gio
მადლობა ყველას ფეხბურთელებიდან დაწყებული ვისაც კი პატარა წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში და იქ ღირსეულ გამოსვლაში,მთავარია ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ განვითარება,წარმატებები ჩვენს ნაკრებს და სრულიად საქართველოს.
ბესო
რატო რა,დინამოს ექიმს რას უწუნებ?მგონი ყველაზე ცნობილი ფიგურაა გუნდში)))
LB
Don't cry because it's over. Smile because it happened.
ხასანა ძია
რაც გინდათ ისა თქვით მამარდაა მართლა ვარსკვლავი მერამდენეთ უნდა გადაგვარჩინოს ამოტენვას,მადლობა ჩვენ ფეხბურთელებს რაც შეეძლოთ გააკეთეს,ათასში ერთხელ თუ რომელიმე ეხბურთელი ერთ ან რამდენიმე თამაშს მართლა კარგათ ითამაშებს არ ნიშნავს ვარსკვლაობას.
დათოიე
შენ ვინ გასწავლა ფეხბურთი?? წადი ყველი ამოიყვანე
cheroeli
თამაში ორ ნაწილად გაიყო,კიტეიშვილით და მის გარეშე,ჩვენ არ გვყავს იმის სრულფასოვანი შემცველი.გერმანელი ექიმი გვინდა, კობიაშვილმა გაითვალისწინოს.
ლევან მაღლაკელიძე.
პირველი გატანილი გოლის სემდეგ 15 წუთი ესპანეტი გათიშული იყო, ეს დიდი გუნდი. რა და ვინ დაგვაკლდა ამ 15-20 წუთის განმავლობაში? და სემდეგაც?სწრაფი, შემქმნელი, ბურთის დამჭერი, პასის გამკეთებელი და გოლის გამტანი ფეხბურთელები, რომლებიც გვყავდა. აშკარად ეტყობოდათ ესპანელებს, რომ კონტრშეტევებს უფრთხოდნენ და მარცხენაზე რომ საბა გვყოლოდა და ცენტრში ბუდუ, სულ სხვა სურათი გვექნებოდა და კიტეს გასვლის შემდეგ დინამო კიარ უნდა შემოეყვანა, ჩაკვე უნდა გადაეყვანა კიტეს პოზიციაზე და ბუდუ ჩაკვეს ადგილზე. თუ ლოჩოშვილს გაიყვანდა, ჯერ არ უნდა გაეყვანა და თუ მაინც, მის ადგილზე ჩვენ გვახსოვს გოცოლეიშვილისა და კავარას საუკეთესო ტანდემი მაგ ფლანგზე. ან ჩაკვე რამ გააყვანია, ან ენერგიადაცლილი წიტაიშვილი რამ შემოაყვანია, მის ადგილზე შენგო არ შეილებოდა? ამხელა ფორუმე ხარ და მწვრთნელი არ უნდა ამბობდეს რომ მათ გაიმარჯვეს უკვე იმით, რომ საერთოდ მოხვდნენ ამ დიდ ფორუმზე. აი აქ წავაგეთ პირველ რიგში. არ ვფიქრობ რომ ეს სანიოლის სიტყვებია, რადგან ის ევროპელია და მენტალურად მონა არაა. ანუ რა გამოდის? არ ათამაშეს დასვენებული ფეხბურთელები, ისეთები რომლებიც ევროპის ჩემპიონატებში, ჩემპ. ლიგაში, აშშ-ში ამინდს ქმნიან და 100 პროცენტიანი სათამაშო დრო აქვთ და ათამაშეს ბათუმის დინამო, დინამო-ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გასაგებია, რომ ფეხბურტელების გაყიდვა გინდა, ფული გინდა, მაგრამ? არ იძახებ აზაროვს, ალტუნაშვილს არაბიძე არა სჯობს? 4 ფეხბურთელი, შენგო, ბუდუ, საბა და გოცოლეისვილი. ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც ამ შეხვედრაში უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე თუ არა, მეორე ტაიმშივე, მითუმეტეს რომ კიტეს ტრამვის მერე, ეს შესაძლებელი იყო, ტაქტიკური ცვლილებების შედეგად. მაინც შეგუებული იყვნენ წაგებას და გამარჯვებულად ვტვლიდით თავს და, რაღა აზრი ქონდა, გამოეყვანათ ეს ბიჭები, ვისზე ნაკლებები იყვნეN? ალთუნასი, წიტასი, დავითასი თუ მექვაბასი? რა თქმა უნდა ჩვენთვის ესეც დიდი მიღწევაა და მაინც მადლობა ყველას, მარგამ პოლიტიკას, თან ბინძურ პოლიტიკას, საქმე არ უნდა გადააყოლო, ხალხი არ უნდა გატიშო და დააპირისპირო და ეს შენი ბრალია ფედერაციავ, რადგან ბერკეტები შენს ხელთაა და შენა ხარ პასუხილმგებელი. ევროპულ ფეხბურტში, ნაკრებსი, იმისათვის არ იძახებენ ფეხბურთელს, რომ სარფიანად გაყიდონ, ან პარტიული, სარწმუნეობრივი, რასობრივი და ორიენტაციის სხვაობებისა გამო. იქ მხოლოდ კონკრეტული საქმის ცოდნიტ იძახებენ. თორე, ბიჭებმა ყველაფერი ქნეს და მადლობა მათ. იმედია ოდესმე გვერირსება დასავლური პრაგმატიზმით მოაზროვნე სახელმწიფო, რადგან ამის გარეშე მუდამ ნეხვში და ჭაობსი ვიქნებით. თუარადა სეადარეთ, სად არიან, რა ახარებთ და სადა ვართ ჩვენ. ხვალინდელი დღე ნათელია. ვისწავლით ბოლობოლო.
Walter White
დიდი მადლობა თავდადებისთვის ბიჭებს. დიდი მადლობა უეფას რომ ერთა ლიგა მოიგონა( წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი შანსი არ გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის). შეიცვალა გუნდი? დიახ, გაუჩნდა ჟინი და ოდნავ დისციპლინა. ვის გამოვყოფდი? მამარდაშვილი, ქოჩორა ( არ ველოდი), გველესიანი ( ოღონდ დიდ დატვირთვებს ვერ უძლებს ფიზიკურად) და ..... ზღაპარი დამთავრდა,ბევრ მომენტში გაგვიმართლა,იბრძოლეს რაც შეეძლოთ იმაზე მეტიც.მაგრამ ასეთი თამაში, მუდმივად 6-7 კაცი საჯარიმოს ხაზთან, უსუსტესი ნახევარდაცვით, მხოლოდ ერთ (ისიც შედარებით) ფლანგზე ჩართვებით..... მოკლედ,თავდადების გარდა ხანდახან საჭიროა ფეხბურთის სხვა ელემენტებიც რაც საუბედუროდ არ გაგვაჩნია. სანიოლის მიერ ცვლილებები თამაშის დროს - ეგ იკვე სხვა თემაა და ალბათ მასაც გაუჭირდება ახსნა.
დათო
ღირსეულად უნდა ვაღიაროთ მარცხი.მაგ დეტალებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.კარში ვერ დავარტით და სულ რამდენიმეჯერ გადავედით მათ ნახევარზე.სტატისტიკას ჩახედე ციფრები არ სტყუიან.ისიც გასათვალისწინებელია 2 ტაიმში აშკარად ბევჯერ დაგვინდეს და პლიუს ესპანეთს ეტყობოდა რომ სრული ძალით არ თამაშობდა და თავს ინახავდა გერმანიისთვის.რა ბადეში მოხვდენ ჯგუფიდან დაწყებული წარმოიდგინე ჯერ იტალია და ხორვატია ჯგუფში შემდეგ გერმანიას თუ გასცდა ნახევარფინალს დიდი ალბათობით საფრანგეთთან ითამაშებს და პლიუს ფინალი.ამიტომ მათი გადმოსახედით ეს თამაში იყო გასეირნება რაც შეასრულეს კიდეც.
ვახო
რა გვიხარია?! კი ბატონო შედეგი ცუდი არ იყო, მაგრამ საშინელ ფეხბურთს ვთამაშობთ, სტატისტიკა ყველაზე ცუდი გვქონდა მთელს ჩემპიონატზე: ფურთის ფლობის, კარისკენ და კარში მიღებული დარტყმების. მამარდაშვილს ვუმადლოდეთ, რომ ყველა თამაშზე 5 ბურთს არ ვუშვებდით, ასევე მიქაუტაძე და კვარაცხელიას სისწრაფეს, რომ გოლებს იტანდნენ. დაცვა და ნახევარდაცვა იყო კატასტროფა, ორთაბრძოლებს აგებდნენ სულ, ბურთს ვერ იჭერდნენ და წინ ვერ ამოჰქონდათ. არა მგონია, სლოვაკეთი და სლოვენია ჩვენზე ძლიერები იყვნენ, უბრალოდ სწორ ფეხბურთს თამაშობენ. მაგ. როგორ შეიძლება ნახევარდაცვაში სულ 1,7 და ფიზიკურად სუსტი ფეხბურთელები დააყენო? ან გველესიანი უფრო ადრე რატომ არ შეათამაშეს ნაკრებს? ხომ გამოჩნდა რომ კარგი ბიჭია, რატომ არ წაიყვანეს აზაროვი? ბუდუ რატომ არ ათამაშეს? ან გოჩოლეიშვილი ფლანგზე? მოკლედ, სანიოლი იღბლიანია, მაგრამ ცუდი მწვრთნელია და ციფრები არ ტყუიან
alex
მადლობა ბიჭებო.....
ქართველი
სანიოლი უნდა წავიდეს ეგ მეტის გაკეთებული აღარაა ქართველი მწვრთნელი გვინდა კაი ფსიქოლოგირო იყოს და ახალი დაცვა და ნახევარდაცვა ფიზიკურად ძლიერი და მორბენალი ბიჭები გვინდა, პირველ ნომრად რო ითამაშონ და პრესინგი შეეძლოთ.და ვინც წასასვლელია უნდა წავიდეს, როგორც ჯაბა წავიდა კაცურად.
ტრისტან დ'აკუნია
1. პირველი გოლის დროს ობსაიდში მყოფი მორატა მხედველობას უზრუდავდა მამარდას და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო 2. არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები - როცა მეტოქე ტრავმას მიიღებს და წაქცეულია, ბურთი ჰაუტში უნდა გადააგდო; კიტე წაქცეული იყო და სწორედ მისი ზონიდან გაიტანა როდრიმ; კიდევ ერთი გოლისას მარცხენა ფრთაზე ჩვენი (მგონი ლოჩო) წაქცეული იყო ... ეს დადებითად არ ახასიათებს ესპანელებს 3. ჩვენ ამ თამასამდე 4 დღე გვქონდა, ესპანელებს 6; თან იმ 22-ის თამაშზე ალბანელებთან ესპანელთა ძირითადის მხოლოდ 4 კაცი თამაშობდა 4. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთი ჩვენზე მაღალი კლასის გუნდია მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მიმავალში კიდევ უფრო კარგად ითამაშებს! მადლობა ბიჭებს და სანიოლს!
სოლომონი
მადლობა ნაკრებს. მე ვარ საქართველო! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ზღაპრის ბოლო კეთილია!
სიმართლე უნდა ითქვას
პირველ რიგში დიდი მადლობა ბიჭებს. დიდი მადლობა თავდადებისათვის. დიდი მადლობა იმ ბედნიერი წუთებისათვის რომელიც გვაჩუქეს. სულ სხვა ემოციაა, აღუწერელი, როდესაც საკუთან ნაკრებს გულშემატკივრობ ასეთ დიდ ტურნირზე. თამასა აწეულია და იმედია ეს ტურნირი იქნება მომავალი განვითარების საწინდარი. იყო დიდებული მომენტები, იყო ასევე შეცდომები და იმედია ეს ყველაფერი იქნება გაანალიზებული და კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით შემდეგ ტურნირებზე. ჩვენ დავმარცხდით ამ ტურნირზე ჯერ-ჯერობით საუკეთესო გუნდთან. ამ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. მერვედფინალში. შესანიშნავი შედეგია დებიუტანტი გუნდისათვის. ბევრი ჩვენი ფეხბურთელისათვის დიდი ტრამპლინი გახდება ეს ტურნირი. საფეხბურთო სამყარო სულ სხვა ხედვით იქნება უკვე საქართველოსადმი. მთავარია ჩვენ გავაანალიზოთ ყველაფერი ზუსტად სად რა იყო კარგი და რა იყო შეცდომა და განვაგრძოთ განვითარება. წარმატებები საქართველოს.
Gomako
მადლობა ამ დაუჯერებელი ზღაპრისთვის
დათო
ესეთი პრიმიტიული თამაშით შედეგს ვერ დავდებთ,შეიძლება გაგვიმართლოს 1-2 თამაში,ზოგადად მძიმე საყურებელია როცა ერთი გუნდი 11 კაცით თავის საჯარიმოშია და ფეხბურთს არ თამაშობს.ჩვენების თამაში არის 11 კაცი საკუთრ საჯარიმოში გამოკეტილი და თუ ბურთი მოიპოვეს ბურთის გადაგდება სწრაფ კვარაცხელიაზე და მიქაუტაძეზე შემდეგ ისინი რასაც გააკეთებენ ინდივიდუალური ნიჭის ხარჯზე,ასეთმა მიდგომამ შეიძლება ერთა ლიგაზე გაამართლოს თუმცა ისეთ ფორუმზე როგორიც ევროპის ჩემპიონატია ვერ მუშაობს და კი გამოჩნა.ესპანეთს თამაშზე არცაა საუბარი.ჩეხეთან და თურქეთან გამოჩნდა პირველ რიგში რამხელა სხვაობაა.არადა ვნახეთ როგორ შეუძლიათ თამაში რუმინეთს,სლოვაკეთს,სლოვენიას ავსტრიას ეს გუნდები შემადგენლობით ნამდვილად არ გვჯობიან,უბრალოდ ჩემი აზრით სანიოლის თემაა და ჯობია დავემშვიდობოთ.
Kvekeskiri
აბა ეხლა მოძუძგე აქედან
ბესო
ჩვენი ნაკრების თამაშს რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ტიპი რომ ფლეისთეიშენს იყიდის და ფიფას თამაშს დაიწყებს,11 კაცით რომ კარებში დგას და სწრაფ რამდენიმე ფეხბურთელს დაითრევს,უპასოდ რომ გარბის სიჩქარის ხარჯზე და გოლის გატანას ცდილობს.
ლაშა
ისე რა გვიხარია?ცივი გონებით რომ შევაფასებთ მივხდებით სად ვართ.რეალურად მამარდას სასწაულ თამაშს უნდა ვუმადლოდეთ და უმოტიაციო პორტუგალიას.თორე იდეაში საშუალო ევროპულმა ნაკრებებმა თურქეთმა და ჩეხეთმა ბურთი გადაგვახიეს,განსაკუთრებით ჩეხეთმა.უმოტივაციო პორტუგალიასთანაც კი 26% გვქონდა ბურთის ფლობა რაც დამეთანხმებით სასაცილოა.ესპანეთთAნ თამაშის განხილვას აზრიც კი არ აქვს,უბანში უფროს კლასელი რომ 4-5 წლის ბავშვს დაითრევს და ფეხბურთს ეთამაშება ეგრე იყო ჩვენი და ესპანეთის დონე და თამაში.ამიტომ ვისაც მოგწონთ სანიოლი და მადლობას უხდით ისიც დაწერეთ კონკრეტულად რა მოგწონთ.
ჯარჯი
სირცხვილია ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავი რო შეინახა გრცხვენოდეთ
Geo
არ ვიცი, რაა ეს ყველაფერი იმის გამომნდინარე , როცა მესხმა მოიგო ევროპა, ყიფიანმა თასი, და ატირებული ქეცბაია ვნახეთ.. უბრალოდ ერთი რამაა, მიდი და მოიგე, წამოიღე თასი.. თუ შენ ამით არ იწვი , ალბათ ჯერ ადრეა ყველაფრისთვის.. ქართველების ტრაგედია გრძელდება!
ქომაგი
არ შეიძლება ასე მუდმივად დაცვაში დგომა. ვერცერთი გუნდი ვერ გაუძლებს ასე უბურთოდ ყოფნას. ადრე თუ გვიან შეგეშლება და გაუშვებ.ჯგუფურ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ბურთის დაჭერა ჩვენც შეგვიძლია.მოკლედ 3-5-2 ის გარდა, სხვა სქემაა მოსაძებნი და სანიოლზე უკეთესი მწვრთნელი კიდე.მადლობა ბიჭებს.
ალექს
და მაინც ვბრწყინავდით, დავლურს ვუვლიდით, ხორუმს ვცეკვავდით, ნახეს, რომ როგორც ვმღერით და ვცეკვავთ განსაკუთრებულად , ისე ფეხბურთსაც განსაკუთრებულს ვთამაშობთ, დარჩა მახსოვეობაში მაყურებელს ჩვენი ცეცხლი მოედნაზე ერთი სამის წინააღმდეგ ? კი ! ამირანმა ქნა ეს და ახსოვთ !
დავით 67
მიხარია რომ უმეტესობა ჩვენ ბიჭებს კარგად მოიხსენიებს კომენტარებში, მიხარია რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი ჩადეს წარმატებისთვის. ვიცოდი რომ წავაგებდით მაგრამ მესამე გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა, არადა არც მეგონა თუ ასე განვიცდიდი, მიუხედავად იმისა რომ ბევრად გვაჯობეს ესპანელებმა. ყოჩაღ ბიჭებს! დიდი პატივის ცემა, თითოეულ ფეხბურთელს! ყოჩაღ თითოეულ გულშემატკივარს ვინც გერმანიაში ჩავიდა და ვინც საქართველოში ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს!
ზაზა
ლუკა წადი რა დაახვიე
ირაკლი
მადლობა ბიჭებს!! სანიოლს!! სამწვრთნელო შტაბს!! ფეხბურთის ფედერაციას!! ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებებში და ეს დღეები დაუვიწყარ ზღაპრად უქცია მთელს ერს!!ყოჩაღ ბიჭებო!! გაუმარჯოს საქართველოს!!
ვავა
მამარდაშვილს ვუხადოთ მადლობა და არამოტივირებულ პორტუგალიას, თორემ თამაშით ისე გამოჩნდა, რამხელა განსხვავებაა ჩვენს და საშუალო დონის ნაკრებებს შორის (თურქეთი და ჩეხეთი). ეს მატჩი ესპანეთთან ეტალონია ცალკარასი ბატონო, ასე ძლიერ რომ სჯაბნიდეს ერთი გუნდი მეორეს, დიდ ტურნირზე, არ ვიცი სად გავიხსენო. ისე რამხელა იღბალი გვქონია, ევროზეც შემთხვევით გავედით, ჯგუფიდანაც შემთხვევით გავედით, დღეს 10-0 უნდა წაგვიგო და კინაღამ ერთი ტაიმი მოვუგეთ ესპანეთს. კარგა ხანი მეგონა, მართლა მოვიგებთ-მეთქი, მაგრამ აქ უკვე გამართლებამაც არ გვიშველა. მოკლედ თავი არ მოვიტყუოთ, როგორც ვიყავით მაკედონია-კოსოვოს დონე, ისე ვართ.
გოგა
მადლობა სანიოლის! მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! უბრალოდ ყველაზე სუსტი წერტილი ნაკრებში იყო წიტაიშვილი, თურქეთთანაც მე-2 გოლი მის გამო გავიდა, და პასის მიცემა არ უყვარს, დღესაც კვარას რა ბურთი არ დაუტოვა თავისი "ჟმოტობი"-ს გამო შენგელია მაინც გამოეყვანა , ან აზაროვი ყოფილიყო
ლუკას
წადი ბიძია, კერლინგს უყურე ხოლმე.
იბრუხ მართალი
მახარებს ის რომ ახალგაზრდა ნაკრებია და თანდათან კიდევ შეივსება პერსპექტიული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ბიჭებით. აკადემიები თავის სახელს იტყვიან. უახლოეს მომავალში, ვიყოთ რეალისტები, ვიქნებით ხორვატიის დონის ნაკრები. შემდეგ კიდევ უკეთესები. მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის.
დინამოელი
ბიჭებს დიდი მადლობა, მართლა გმირები არიან !!! გიგა გვენცაძის 70იანი წლების პათოსური ბოდვა და ცუდი თამადის ფრაზები საშინელება იყო. და საერთოდ, ვინ გადაწყვიტა, რომ ჩვენების თამაშით მიღებული სიამოვნება გვენცაძე-თვალაბეიშვილის საშინელ დუეტს უნდა გაეფუჭებინა?
დავით 67
პირადად ბიჭებს მადლობას ვუხდი. ღირსეულად წარმოაჩინეს თავი. რაც შეეხება თამაშს გვაჯობეს ყველა ასპექტში. კიტეს მერე გუნდი საერთოდ მოიშალა. ვერ შეცვლების მიზანი ვერ გავიგე, გუნდი აგებს და წიტაიშვილი გამოგყავს, ბუდუს შანს არ აძლევ. 15 წუთში რა უნდა მოასწროს. მაინც ვფიქრობ რომ სანიოლი დელეტანტი მწვრთნელია. ჩვენ არაფერი გვაქვს მისთვის სამადლობელი, პირიქით მან უნდა მოგვიხადოს აქეთ მადლობა, რომ მისი კარიერის დასაწყისში ჩვენმა ნაკრებმა დიდი როლი ითამაშა. ახლა ბევრი გუნდები გამოჩნდებიან რომლებიც კარგ შეთავაზებებს შესთავაზებენ, უფრო უკეთესი ანაზღაურებით. კიდევ ვიმეორებ ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა და არა მისი პროფესიონალიზმის. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ჩვენი ნაკრების მარცხით, მაგრამ სანიოლთან მიმართებაში ეს არაფერს არ ცვლის. კარგი ხარ როცა გუნდი იგებს, ცუდი ხარ როცა გუნდი აგებს. ესაა მწვრთნელის ბედი. მაგრამ არსებობს სხვა რაღაცეები, რითაც შენი საქმიანობის შეფასება შესაძლებელია.
იხვი
ვიღაცას ერთი წლის წინ რომ ეთქვა, ერთი წლის შემდეგ საქართველოს ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში წაგება გეწყინებაო, ვიფიქრებდი გააფრინაო ) ყოჩაღ ბიჭებო, უდიდესი მადლობა!
დავით 67
უი მართლა? ეს რა ახალი ამბავი გვითხარი. ტოტალიზატორს ვინც თამაშობს სუფთა ცხვარია და ძალიან კარგი თუ აგებენ. მოჩვენებები რომ გჭირთ ეგეც მაფიას დავაბრალოთ. მე პირადად მიხარია, როდესაც თქვენ ( მოთამაშეები) აგებთ. საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნის მოღალატეებს ვეძახი მათ.
შაკო
ნურავინ ვიქნებით დაუნახავნი, წარსულში მრავალგზის და ასევე მომავალ ჩემპიონებთან წავაგეთ. ხანდახან ძალა აღმართს ხნავს, მადლობა ბიჭებს აქამდე მოსვლისთვის და ყველაფრისთვის, მომავალი ჩვენია!
მამუკა
ქება დიდება მამარდას, ალბათ ეგ რომ არა პირველ ტაიმში დამთავრდებოდა თამაში, მაგრამ აქვე სუბიექტური მინდა ვიყო და ვთქვა რომ რამდენადაც ხაზზე კარგია, იმდენად გამოსვლაზე ვერ თამაშობს, იამალის ჩაწოდებულ ბურთზე უნდა ეთამაშა და არ უნდა დალოდებოდა რუისის დარტყმას, ბურთის ტრაექტორია ისეთი იყო რომ ამ სიმაღლე მეკარეთავის საჯარიმოში ასეთ ბურთს თავდამსხმელამდე არ უნდა უშვებდეს, ამით იმის თქმა არ მინდა რომ ეს გოლი რომ არ გასულიყო ჩვენ რამე შანსი გვქონდა, ამას არ გაიტანდნენ სხვას გაიტანდნენ, უბრალოდ გამოსვლებზე მართებს ბევრი მუშაობა მამარდას და თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდეს
roma bejanidze
მადლობა ბიჭებს. ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ ძალიან დავიღალე. ემოციებისგან გამოფიტული ვარ. ერთი წამითაც აუგი არ დამცდენია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბიჭებს.
ლუკას
ელემენტულურად დაიღალეს ეგ ერთი ისინი 10 დღის დასვენებულები იყვნენ და ჩვენ ვითამაშეთ 96 საათის უკან ძაან მძიმე თამაში პლიუს ზეიმი ემოციები დაისვენეს 90 საათი ხოლო ესპანეთმა დაისვენა 240 საათი ვინც ერკვევა მიხვდება რამხელა სხვაობააა რაც აისახა 60 წუთიდან თან უბურთოდ თამაში მთელი პირველი ტაიმი …მეორე შეხედე მათი ფეხბურთელები სად თამაშობენ და მათ ფასებს …მესამე ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო სულ მაგარი დინამოს დროსაც კი ( ეს სისხლში გვაწვს სამწუხაროდ) თუ მსაჯმა უსამართლოდ მოგვექცა ეგრევე ვიშლებით ნაწილაკებად რაც და ვინც არ უნდა იძახოს სამი გოლი მოყვა მსაჯის წაყრუებით იქ ჯარიმა ორჯერ არა კონტრშეტევებუ და ორი გოლი …ეს რომ ყოფილიყო გერმანია ესპანეთი იმ პირველ გოლს მორატას გამო არ ჩათვლიდნენ ეგეთ გოლებს თუ თვლიან 100დან 2-3 -ს …ასე რომ დაწყნარდით და იამაყეთ რაც იყო იმით რა ვქნათ ჯერ ვერ ვართ ესპანეთის გერმანიის დონეზე ცოტაც მოითმინეთ და თან გამრავლდით ბევრი შვილებიიიი !!!! ძნელია 3 მილიონიანი ქვეყანა 70-80 მილიონიან ქვეყნებს უგებდეს …
საქართველო
დიდი მადლობა ამ ევროპის ჩემპიონატისთვის და ყოჩაღ ბიჭებს(გურანდას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა), მაგრამ მწვრთნელი შესაცვლელია, თუ რამე უფრო სერიოზული გვინდა. რუსი მწვრთნელი გვჭირდება, რუსზე კარგად ქართველებს ვინ გაწვრთნის და აღზრდის, ქართველები ყველაზე მეტს ვაღწევთ, როცა რუსების ქვეშ ვართ.
გია
ბიჭებს მადლობა! სანიოლის... მწვრთნელობა რა ვთქვი.
ზვიო
მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის ყველაფერი წინაა კარგი თაობა მოდის მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სანიოლის გარეშე ახალი უფრო ძლიერი მწვრთნელის ხელში უნდა მოხდეს, არაა ეს კაცი ტოპ მწვრთნელი და ყოველთვის გამართლების და მამარდაშვილის იმედზე ვერ ვიქნებით

ხოდა მაგას ვიძახი დავითაშვილი და წიტაიშვილი არიან ნაკრების ზედმეტი ტვირთი..წავიდეს და ჭამოს ბურგერები,წიტაიშვილს კი ის ყოფნის რომ წიტაიშვილია
ზვიო
მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის ყველაფერი წინაა კარგი თაობა მოდის მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სანიოლის გარეშე ახალი უფრო ძლიერი მწვრთნელის ხელში უნდა მოხდეს, არაა ეს კაცი ტოპ მწვრთნელი და ყოველთვის გამართლების და მამარდაშვილის იმედზე ვერ ვიქნებით
ჟორა
ბრწყინვალე შედეგია. მადლობა ლომებო ამდენი სიხარულისთვის, იმედია მსოფლიოზე უფრო წინ წახვალთ. გიო ბრწყინვალე მეკარეა, მაგრამ წინ უფრი თამამად უნდა გამოვიდეს. მეორე ბურთზე რომ გამოსულიყო მუშტებით ასი პროცენტით მოიგერიებდა. მომავლის გუნდია, ამიტომ რაც გაკეთდა "ვიშე კრიში" გამოვიდა.
მადლობა ბიჭებს
100%. 36 წლის ვარ და 1994 წლის მსოფლიოდან ვუყურებ ფეხბურთს, იტალიას ვგულშემატკივრონ მის მერე. მაგრამ ამ ზაფხულს განვიცადე და მივხვდი რა ყოფილა ნამდვილი გულშემატკივრობა. მადლობა ამ ემოციებისთვის მთლე გუნდს და თითოეულ გულშემატკივარა ვინც გერმანიაში იყო და ვინც აქ, ყველას !!
giorgi 3
ქიტე რომ გავიდა ეს კატასტროფა იყო ჩვენი გუნდისთვის,, იმიტომ რომ დაცვა ჩამოიშალა
დიდი ბრიტანეთი
ვარმა თამაში გააფუჭა,მორატა თამაშგარეში იყო,1 -1 რომ გახადა ესპანეთმა,გამართლდა კიდევ ერთხელ უნგრელი მწვრთნელის ნათქვამი.ვარი ამ ჩემპიონატზე მიკერძოებულად,არაო იექტურად ექცევა მცრირე ქვეყნების გუნდებს,ეხმარება რა დიდი ქვეყნების გუნდებს,ისედაც ძლიერებს,არ იყო ვარი სათანადო სიმაღლეზე მადიარებთანაც ავნო რა მათ, დანიასაც შეუშალა ხელი და ჩვენთანაც ესპანელების თამაშგარე "არ შეამჩნია" და კიდევ,სანიოლი "სისხლით ხორცამდე" დამცველია და ნაკრებსაც დაბალი დაცვით,ხუთი მოთამაშით, კატენაჩიოთი ათმაშებს,მავრამ "კოკა წყალს ,ყოველთვის ვერ მოიტანს".ადრე ქეცბაიამაც სცადა ამგვარად თამაში და რაც მივიღეთ ,ყველამ ვნახეთ,ბურთის დაჭერაზე უნდა ვამახვილოთ ყურადღრბა,უფრო და არა ერთი ორ სწრაფ კონტრშეტევებზე ,90 წუთის განმავლობაში,გაუმარჯოს საქართველოს წინსვლას, ამ ორ წელიწადში მსოფლიო2026 ციკლის თამაშებისას.უნიჭიერესი თაობა მოდის, და სანიოლის ხელმძღვანელობით, კიდეც უნდა გავიდეთ ამ მსოფლიოზე
Რაგბის ფანი
წიტაიშვილს ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდება, გამხნევება, რომ თვაისი ტექნიკა აამოქმედოს და შეუტიოს. რაც შეეხება დავითაშვილს, დაღლილი მოხუცივით შემოვიდა.
აჩი
მადლობა ბიჭებს ამ ულამაზესი და ძალიან მაგარი თავგადასავლისთვის. ახალი ეტაპი იწყება და ეს გამოცდილება უნდა გავითვასლიწინოთ და აწი მსოფლიოზეც უნდა გავიბრწყინოთ!!! თქვენ გენაცვალეთ და გაიხარეთ ამ ფანტასტიური ემოციებისთვის, რაც ჩვენ მოგვანიჭეთ!!!
გულშემატკივარი
იტალიაც გავარდა და ჩვენც თუ გავვარდით მსოფლიოში ერთერთ ძლიერ გუნდთან, ლოგიკურია. გვაჯობეს. ჩვენმა 2 ნომერმა ბევრი შეცდომა დაუშვა. პორტუგალიასთან მოგებას კი ორ რამეს მივაწერ, არ ითამაშა მეტოქემ და რაც მთავარია, ტოტალიზატორს. უნებურად მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში, როდესაც "მილანი" პირველ ტაიმს 3:0 უგებდა ლივერპულს და საბოლოო ჯამში კი წააგო. იტალიური ფეხბურთი ვინც იცის, შეუძლებელია იტალიურ კლუბს, რომელიც ჩ/ლ იგებს, 3 ბურთი გაუტანო. მოგების შემთხვევაში ბერლუსკონის "მილანი" ჯილდოდ 25 მლნ იღებდა. მთელი თამაშის განმავლობაში მორბენალი სტრიქონით ფსონის დადებას სთავაზობდნენ ხალხს. ამბობენ, ფსონში ჩადებული თანხა 5-7 მილიარდი დოლარი იყოო და რა გასაკვირია, ბერლუსკონის გუნდს თამაში წააგო, მითუმეტეს, რომ წინა ორი ფინალი მოგებული ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის დიდი კლუბები, როგორებიც არიან რეალი, ბარსა, ბაიერნი, მილანი, ინტერი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი და სხვები, ტოტალიზატორის გუნდები არიან.
გიუშა
კიდევკარგი 10-1 არ წავაგეთ,დარტყმების სტატისტიკას რომ შეხედო გული გაგისკდება! ამ ესპანეთს ვერავინ ვერ მოუგებს :)
Gizo
მადლობა ბიჭებო!
პატრიოტი
ყველაზე სუსტი დაცვა, ნახევარდაცვა, მარტო მეკარე გვყავს და ორი მოთამაშე, რომლებსაც ბურთი არ მისდის
rasa
ეხლა მუნდიალზე გასვლისთვის მუშოაბა დავიწყოთ. ეს უნდა იყოს ეროვნული მისია
G.LA
მადლობა ბიჭებო, გენაცვალეთ თქვენ რომ ეს ზღაპარი მაჩუქეთ. ❤️ მომავლის ნაკრები გვყავს და იმედი მაქვს მომავლის. რასაც მივაღწიეთ თავიდან ხმამაღლა ვერც ვიძახდი. ჯგუფიდან გასვლა პორტუგალიის მოგებით არც დამესიზმტებოდა. მადლობა. ვამაყობ ჩემი ნაკრებით. პ.ს. ჯგუფის თამაშებში ყველა ფავორიტს უყურე და მივხვდი მომავალ ჩემპიონს ვეთამაშებოდით 1/8 ფინალში. მაგრამ აქ მაინც ვცდილობდი გამემხნევებინა ყველა ჩემიანები.
Talo
მადლობა ბიჭებო!!!!
მადლობაააა
მადლობა ამ ზღაპრისთვის რაც გვაჩუქეთ ამ გაზაფხულ-ზაფხულზე…მადლობა ჯიგრული თამაშისთვის ,მადლობა რომ არ გახდით 24 გუნდი როგორც მიიჩნევდა მთელი მსოფლიო და მითუმეტეს ბუკმეკერები …მადლობა თურქებთან მაგარი თამაშისთვის ( ხდება უიღბლობა) მადლობა ჩეხეთთან ბრძოლისთვის რაც გმირობის ტოლფასი იყო ….მადლობა და არფრთოვანება პორტუგალიასთან მატჩისთვის გამარჯვებისთვის და ცალკე იმისთვის რომ დატოვეთ ზოგ-ზოგიერთები რეკორდების გარეშე ძააან მაგარი სანახავი იყო მადლობა დღევანდელი პირველი ტაიმისთვის …ვარი რომ დაგვმდურებოდა პირველ ტაიმს 1:0 მოიგებდით და ეგებ სულ სხვაგვარად წასულიყო თამაში კვარა მადლობა იმ 3 წამისთვის სანამ ის ბურთი ასცდებოდა კარს კიტეს მადლობა და ჯანმრთელობაა ბიჭებო 26-ეს მადლობა ასევე მთელ შტაბს და ყველა იმ ადამიანს ვინც იოტას ოდენ წვლილი შეიტანა მათ შორის ყველა იმ გულშემატკივრებს ვინც გერმანიაში თავი გაგრძნობინათ რომ არ ხართ რაღაც უპატრონო ქვეყნიდან მადლობა ქვეყანას რომელიც ერთიანად სუნთქავდა ერთიანად ყვიროდა ტიროდა ხტუნავდა და ასე შემდეგ მადლობა ყველა იმ ადამიანს ქართველები იქნება თუ სხვა ეროვნების ხალხი ვინც თქვენ ჩვენ გვქომაგობდა დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან …მადლობა უფალს ამ დიდი საჩუქრისთვის და იმედია ჩვენი ქცევაში ( საერთოდ ქვეყნის ნაკრების და ა.შ) დასაწუნი არაფერი ყოფილა რაც იმედს მაძლევს რომ უფალი არაერთხელ ( ეგ პირველად არის ძნელი თირემ მერე რომ მიეჩვევი ყველაფერი ადვილია) დაეხმარება ამ ბიჭებს რომ არა მარტო ევროპა აღაფრთოვანოს არამედ მთელი მსოფლიო ….ასე რომ მომავალ შეხვედრამდის ამერიკაში ( ან კანადა და მექსიკა) და ყველასთან მაქვს თხოვნა ვიზეიმოთ და ვიამაყოთ ეს ზაფხული და წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ აი იქ ერთა ლიგაზე გამოუშვით ნეგატივი თუ კი მოგვცა მიზეზი ნაკრებმა ….საქართველოს გაუმარჯოს დს უფალი გვფარავდეს …!!!
Qpr
კაი გუნდი გვყავს მადლობა ბიჭებს!!!
Guderian
მადლობა ყველას, ფეხბურთელებს, მთლიანად გუნდს, გულშემატკივრებს, დაუვიწყარი დღეები და ერთობა გვაჩუქეს... მაგრამ ასეთი თამაშით იღბლის იმედზე თუ ვიქნებით, კარში დარტყმას ვერ ახერხებენ, დღეს საერთოდ 13:0 იყო და კარის მიმართულებით 23:3 თუ რაღაც ეგრე, კარგი ეს ესპანეთი იყო, მაგრამ არც მანამდე ვურტყავდით , მარტო სამჯერ ფლანგებიდან, ცენტრიდან ნოლი, არადა რაგბი ხომ არაა კარებში, რომ შეიტანო, ან დროული პასი რა გახდა? კარგია თუ გაანალიზებენ და გამოასწორებენ, რაც იყო, იყო, პირველია და იმედია არა უკანასკნელი, მაინც იმედს ვიტოვებთ ყველა, რომ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ შეუძლიათ თამაში, პროსტა მეტი დინამიკა უნდათ და ყველაფერი კარგად იქნება
Რაგბის ფანი
1/8 F საქართველო-ესპანეთი ✅ 1-0 ✅ მიქაუტაძეს საჯარიმოში აქცევენ, მსაჯი არ ნიშნავს პენალს. VAR-ი თვალებს იბრმავებს! არადა 2-0 ხდებოდა ✅ კიტეიშვილი იღებს მძიმე ტრავმას. ესპანელები ბურთს აუტზე არ აგდებენ, მოდიან შეტევაზე და ტრავმირებული კიტეიშვილის პოზიციიდან ურყტამენ კარში, მეკარეს ხელს უშლის თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი. გოლი უნდა გაუქმდეს! მსაჯი და VAR კიდევ ერთხელ თვალებს იბრმავებენ და ანგარიში ხდება 1-1. ✅ 1 ტაიმი მსაჯების დამსახურებით მთავრდება 2-0-ის ნაცვლად 1-1 ✅ მეორე ტაიმი, მიქაუტაძე შედის ესპანეთის საჯარიმოსკენ, ესპანელები აქცევენ, მსაჯი არ ნიშნავს ჯარიმას ესპანეთის კარისკენ. აძლევს კონტრშეტევის შანსს ესპანეთს და იტანენ გოლს საქართველოს კარში! ✅ მსაჯსპანეთი 4-1 საქართველო!

ნაკრებში დავითაშვილი და წიტაიშვილი რომ გეყოლება იქ ფეხბურთი დამთავრებულია
ჯემალი
ყოჩაღ ბიჭებს და სტაფს, წარმატებები სულ, მეტი და მეტი
Levani
რად უნდა ამდენი ლაპარაკი,კიტეიშვილის შემცვლელი არ გვყავს.
ლუკა
რატომ უნდა მიწოდოს ვინმემ ბოროტი,თუ მივიჩნევ რომ ,,პაზორნად" წავაგეთ! ასეა ეს! რასაც შეგვპირდნენ,შეგვისრულეს.წაგებაცაა და წაგებაც…ბოლოს სულ ავირიეთ.
Stfu
სანიოლი მორჩა. მშვიდობით
ვეფხვი
შენ ჯერ ტყავი დააბრუნე
ირაკლი
მადლობა ბიჭებო! გენაცვალეთ!
David
კვეკვესკირისთვის ვფიქრობ ბოლო თამაში იყო ნაკრებში. მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ ყველაფერს აქვა თავისი დასასრული. აზაროვის ევროზე არწაყვანის გამო კი ვისჯებით წიტაიშვილის სახით. ერთი ან ორი შეხებით თამაშობს ესპანეთი და ბევრს მოძრაობენ ამის ხარჯზე მოგვიგეს. სიგუასთვის რომ მიეცა შანსი ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ.. კიტეიშვის გარეშე კი ქოჩორაშვილი და მთლიანად ნაკრები ძალიან იჩაგრება. წარმატებები შემდეგ ტურნირებზე
გიო
მოკლედ ერთს ვიტყვი, ვისაც ამ ბიჭებზე მადლობის მეტი რამე ეთქმის უბრალოდ ბოროტი ადამიანია
უეჭველი
არ შემიძლია არ დაგეთანხმო და მოწონებაც დაგიწერე, მაგრამ ხანდახან თავსაც უნდა შემოუძახო და სხვასაც, სხვაც გაამხნევო და საკუთარი თავი, იმედია რითაც ვცოცხლობთ და რწმენა, მასე ვერც დისგორს მოვიგებდით რომ გეთქვა შანსი არ გვაქვსო. მოდით თავად განსაჯეთ, მოკლედ ჩავატიოთ დიდგორი, პატარა გამარჯვებებით მივიდნენ იმ ფსიქოლოგიურ კონდიციამდე, რომ დაუმარცხებლები იყვნენ. ჩვენ კიდევ წარუმატებლობის ზღვას ვებრძვით, ასე ეომ ესეც დიდი წარმატებაა მეგობრებო. მიყვარხართ! წინ დიდი გზა გვაქვს.
ქიტესა
ესპანელები დასვენებული იყვნენ, გარდა ამისა, ნახეთ მათი გუნდები: რეალი ბარსელონა, პესეჟე და სხვა. ჩვენ ნელ-ნელა უნდა განვვითარდეთ.
L.J .
Absoluturad yvela pegburtels didi madloba tabdadebit tamashistvis,im sixarulistvis rac mogvitanes!!!win kidev bevri warmateba gelodebat bichebo!!!!
გეგი
მადლობა ბიჭებო!
მეგრელი
მადლობა ბიჭებს. მართლაც საუკეთესო გუნდთან წავაგეთ, მთავარია გზა გაკაფულია
თემური
მადლობა ბიჭებო ყველაფრისთვის თქვენ ჩვენი გმირები ხართ.მადლობა მადლობა მადლობა
ტარიელი
კარში დარტყმა 13:0! ბურთის ფლობა 73:27! ასეთი შედეგი არც ერთ ნაკრებს არ ჰქონია 1980 წლიდან ევროპის ჩემპიონატზე! ანტიფეხბურთი
ი.რ
არ შეიძლებოდა წინასწარ ასე თავში ავარდნა, ყველას თავმდაბლობა გვმართებდა პორტუგალიასთან მოგების შემდეგ. ფხიზლად ყოფნა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება, როგორც საკუთარი თავის ისე მეტოქის დაფასება. ეიფორიაში ჩავვარდით, ასე აღარ უნდა დაგვემართოს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და თითოეულ ქართველს თავის სფეროში! ეს გამოცდილება უფრო მეტად გაგვაძლიერებს და განვითარების საშუალებას მოგვცემს!
rigiti
ლამაზი ზღაპარი დასრულდა, მადლობა ბიჭებს და ყველას მთელ საქართველოს. წინ კიდევ ბევრი ზღაპარი გველოდება!!!!!!!
Pele
Shishit tamashoben
M
ბიჭებო მადლობა, ასეთი ემოციები არ მქონია ფეხბურთის ყურებისას. პირველი გოლი რაც გაგვიტანეს უეფას კისერზე იყოს. ვამაყობ თქვენით ყოჩაღ. აქამდე მეგონა რომ იტალიას ვგულშემატკივრობდი მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს არ იყო გულშემატკივრობა. მადლობა თავდადებისთვის და მონდომებისთვის. დღეს დავიჯერე რომ უფრო შორს გავალთ და უფრო მეტს მივაღწევთ
ლევანი
ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ ბიჭები. დიდი მადლობა ყველას! დაუვიწყარი დღეები იყო, ნამდვილად. დიდება საქართველოს!
ალექს
მადლობა ბიჭებს ისტორიული შედეგისთვის! ისედაც ძალიან ძლიერ ესპანეთთან ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გადაღლილები გავიდნენ, მეტოქე კი დასვენებული იყო პირიქით და მეორე ტაიმში ეს ცხადი გახდა უფრო. იმედია უაზრო საყვედურები არ წამოვა. ესპანეთი-გერმანია ნაადრევი ფინალი იქნება და მანდ მოგებული თასს ასწევს დიდი ალბათობით. ჩვენ კი ერთა ლიგისთვის მოვემზადოთ.
roni
მეზიზღება ეს ანაკონდა ესპანეთი ამათ უნდა მიუგდო ბურთი და ითამაშონ რა უბედურებაა დაიწყება თუარა თამაში სულ ბურთის კონტროლზე არიან არ გაძლევენ საშუალებას რომ ითამაშო ფეხბურთი.. მიქაუტაძე კარგია მაგრამ ყველა საჰაერო ბურთს აგებს დაცვიდან მაგიტომაც ვერ ამოვდიოდით მაგის საქმე არაა მატაობა საჭირო დროს პასს არ იძლევა. ეს წიტაიშვილი რეგვენია ყველა თამაში უაზროდ იტანს დაგინებული ჰქონდა გოლზე თუ რა იყო? ეგ არაფერი ეხლა მსოფლიოზე გავიდეთ... პროსტა აზრი ვერ გავიგე კვეკვესკირის გამოყვანის პროფესორამ 10 წუთში 15 შეცდომა დაუშვა.. თვალები სად გაქვთ მაგას რო იძახებთ თან ყველა თამაში უაზრობებს აკეთებს ტრიპაჩობს უაზროდ
ლაშა
მადლობა ბიჭებს, ყველაფერი წინაა, ჩვენი დროც მოვა!
ქობულეთიდან
ბიჭებო, თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ. თავი აწიეთ,თავაწეულები დაბრუნდით სამშობლოში და იამაყეთ იმისათვის რომ, მთელი საქართველო გააბედნიერეთ. ასეთი ერთიანი და ასეთი ბედნიერი ქართველი ერი მე პირადად არ მახსოვს და მადლობა თქვენ ამისათვის!
უეჭველი
მადლობა ბიჭებს! მე პირადად ამ დღეებით ვიცხოვრე. გერმანიაში ჩასვლა და ადგილზე გულშემატკივრობაც მოვასწარი. ყურები არ ჩამოვყაროთ, საქართველოს გაუმარჯოს!!!
ქართველი
მადლობა ბიჭებს... მათ ისტორია დაწერეს...
ბოკინიო
დიდი მადლობა ყველას ყველას ყველას. სიამოვნებისთვის სიხარულისთვის!!! ესპანეთი წელს უძლიერესია! კიტეს ტრამვამ გაგვტეხა. დიდი მადლობა უფალს . იმედია მსოფლიოზეც გნახავთ ბიჭებო.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]