ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მეტალურგს" კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის

"მეტალურგს" კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის

რუსთავის "მეტალურგი" თორნიკე მაისურაძემ დატოვა, კლუბის მმართველად კი პატარკაციშვილის ოჯახმა ბუბა ტყავაძე დინიშნა
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა რუსთავის მეტალურგიული კომბინატი დაიბრუნა და ცვლილებები რუსთავის "მეტალურგზეც" აისახა - თუმცა ერთი თვის შემდეგ. იმ დროს აგორებული ხმები ახლა დადასტურდა - თორნიკე მაისურაძე გუშინდლიდან "მეტალურგის" დირექტორი აღარ არის.

"დიახ, გუნდში აღარ ვმუშაობ, დღეს განთავისუფლების განცხადება დავწერე და წამოვედი" - გვითხრა მაისურაძემ.

რა დასამალია, სამწვრთნელო ლიცენზიის უქონელი მაისურაძის "მეტალურგში" დანიშვნამ ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ რუსთაველებმა ევროპის ლიგაზე ორი პრინციპული მეტოქე (სომხური "ბანანცი" და ყაზახური "ირტიში") დაამარცხეს, რაც, ვფიქრობ, გამოცდილი მწვრთნელისთვისაც მშვენიერ შედეგად ჩაითვლებოდა - ფრანგულ "რენთან" ქართული გუნდის მარცხი კი ლოგიკურიც იყო და ზედმეტსაც ნუ ვიოცნებებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მაისურაძის დროს გუნდში ჯანსაღი ატმოსფერო სუფევდა.

პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო პროექტის ხელმძღვანელად მათთვის სანდო პიროვნება, თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე დანიშნა - ოჯახი მის კვლიფიკაციასა და ერთგულებაში დარწმუნებულია.

და კიდევ - "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კობა ჟორჟიკაშვილი, რომლის ხელშიც არაერთი ნიჭიერი მოთამაშე გაიზრდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტანდემი ერთად თამაშობდა ვაჟა ჩხაიძის "მრეტებში" და ბევრი რამ აქვთ საერთო.

9 აგვისტოს ბუბა ტყავაძეს ინტერვიუ ჩამოვართვით, მან ცვლილებები დაადასტურა.

- მართალია, რომ "მეტალურგის" მმართველად დაინიშნეთ?

- ჯერ ოფიციალურად არ დავნიშნულვარ, მაგრამ რადგან თორნიკე მაისურაძე დირექტორი აღარ არის, კლუბს მართვა სჭირდებოდა და...

- კლუბის მმართველი დირექტორი იქნებით?

- წოდებას რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, კლუბის მართვა მანდეს.

- შევიტყვეთ, რომ მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი იმუშავებს.

- დიახ, "მეტალურგს" კობა გაწვრთნის, გუნდის წევრებს კი ხვალ გავესაუბრებით.

- კომბინატის ახალი მეპატრონე კლუბის დაფინანსებას ხომ არ შეამცირებს?

- აჯობებს, ასეთ დეტალებზე საწარმოს ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ. მეტალურგიულისა და კლუბის ხელმძღვანელები მედიას შევხვდებით და გეგმებსა და მიზნებზე ვესაუბრებით. მაგრამ ის კი შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ კომბინატის მეპატრონეთა სურვილია, გაიზარდოს დაფინანსება და რუსთავში უფრო ამბიციური კლუბი ჩამოყალიბდეს.

- კლუბის ხელმღვანელობაში ცვლილებები შემადგენლობაზეც ხომ არ აისახება?

- რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჩემპიონატი უკვე დაწყებულია, ყველა გუნდი დაკომპლექტებულია, ფეხბურთელები გადანაწილდნენ და კარგი თავისუფალი მოთამაშის დამატება ძნელია. ცუდები ისედაც არ გვყავს, მაგრამ ეტაპობრივად მეტი მაღალი დონის მოთამაშის დამატება და უფრო ამბიციური გუნდის ჩამოყალიბება გვსურს. თუ ახლა ასეთი ფეხბურთელი მოვნახეთ, სიამოვნებით დავიმატებთ.

- დაბოლოს: გუნდს ისევ არქაული "მეტალურგი" ერქმევა?

- სახელი უკეთესის სურვილს აჩენს, თუმცა მთავარია, გუნდმა სახელზე უფრო ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა