ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში 2:1 სძლია.

დებიუტში მუხლის ტრავმა მიიღო სტუმართა ნახევარმცველმა პედრიმ, რომელიც ოლმომ შეცვალა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, თუმცა ესპანელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ ოლმომ იამალის გადაცემულ ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები მოჰყვა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 89-ე წუთზე კი ვირტცმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

106-ე წუთზე მუსიალას დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე კუკურელიას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო შეცვლაზე შესულმა მერინომ ოლმოს პასით ნოიერს გაუტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა.

9 ივლისს, დელა ფუენტეს გუნდი ნახევარფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“. 54 000 მაყურებელი

ესპანეთი - გერმანია 2:1 (ძირ. დრო)

გოლები: 1:0 ოლმო (51), 1:1 ვირტცი (89)

გაძევება: კარვახალი (125, ესპანეთი)

. დისკვალიფიკაციის გამო ლე ნორმანი, კარვახალი და მორატა ნახევარფინალში ვერ ითამაშებენ.

. ბუნდესგუნდის მეკარე ნოიერმა ევროპირველობებზე 39-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება (51).

. 16 წლის იამალმა ევრო 2024-ზე მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა და ნიდერლანდელ სიმონსთან ერთად საუკეთესო ასისტენტია.

Walt
ბოლო რვა წელია ეს გერმანია კი არა და დისნეის მულტფილმის პერსონაჟებს მაგონებს:) ამიტომაც არიან ჭაობის ფსკერზე,სამწუხაროდ.
სოსო
ძალიან დიდ პატივს ვცემ ტონი კროოსს.ვთვლი,რომ ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება ნაადრევი იყო,მაგრამ როგორც მან ამ თამაშში ითამაშა,ნეტავი აქაც აღარ გამოსულიყო.უკვე პირველივე წუთზე ძალიან უხეშად ითამაშა და მსაჯმა პირველი ჯარიმობის გამო აპატია,მაგრამ, მეხუთე წუთზე რაც მან გავის გაუკეთა,ამაზეც თვალების დახუჭვა როგორ შეიძლებოდა,ვერ ამიხსნია.არც ამის შემდეგ შეუწყვეტია უხეშობა და მხოლოდ მეორე ტაიმში გააფრთხილა მსაჯმა.მსაჯმა მწვანე შუქი აუნთო ჩეხვას და აგორდა კომბაინის ხვედერი.ნამუსიანად ლეწეს ერთმანეთი და მსაჯს არაფერზე ეტყობოდა,რომ ამ ჩხუბის შეჩერება სურდა.სულო ცოდვილო და იმასაც კი ვფიქრობ,ინგლისის ნაკრებისათვის ხომ არ ცდილობდა ამდენს?კარვახალს,უკვე მიღებული ჰქონდა გაფრთხილება და წითელი ბარათის მიღება,უკვე აღარაფერს ნიშნავდა,მაინც გამოტოვებდა შემდგომ მატჩს,დანარჩენებს კი,სათითაოდ და დაუზოგველად ურიგებდა ყვითელ ბარათებს,თუმცა სადაც მეორე გაფრთხილების საჭიროება არსებობდა,გულმოდგინედ ხუჭავდა თვალს.ასეა თუ ისე,რა მიზეზიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ძალიან მაგარი მატჩი,მსაჯმა კორიდად გადაქცია.
ბუზუ
ესპანეთი ემსგავსება მადრიდის რეალს-გინდყოფილა ვარი გინდარა-მაინც მაგათსასარგებლოდ წყდება
დავთ
მე არ ვარ არცერთის ბალეშიკი მარა პენალტი 100 პროცენტიანი იყო და არ დანიშნა გაიხსენეთ ჩვენთან რა გოლი ჩაუთვალეს
T.q
ზოგადად ესპანეთი ბინძურ ფეხბურთს თამაშობს და როცა დაჭირდებათ ყველაფერზე აეიან წამსველელბი როგორც კარვახალი მოიქცა გუშინ ეგეთი იყო ბუსკეციც რამოსიც პიკეც და რავი მოკლედ რაა არასპორტულ ფეხბურთს თამაშობენ
sandrex
ობიექტურობა თავად დაგივიწყებია და სხვას უთითებ?საქართველოსთან გოლი იყო ჩასათვლელი?გერმანიასაც გავკარი და ესპანეთსაც,ჩემი გამჭირვებია ინგლისს ვგულშემატკივრობ,მაგრამ ნაღდი პენალტი იყო!
T.q
გასაგებია ბატობო რეფერი იმედია საფრანგეთთან აღარ გაუვა ესპანეთს ეგეთი მარწყვობები და წააგებს
მოკლედ რა
ვერ გამოდის ქართველი ფეხბურთის მაყურებელი ,,გამაზული თამაშის" ფსიქოლოგიიდან. :))
მამუკა
თამაშგარეს მილიმეტრები წყვეტს ხოლმე და სხვადასხვა კუთხით ამოწმებენ ხოლმე და შენ ასე ტელევიზორში ნანახით როგორ ასკვნი რომ უეჭველი თამაშგარე იყო, ან ის რა იცი ვარის ოთახში განიხილეს ეს მომენტი თუ არა, არმგონია რო შენც იქ ყოფილიყავი. ბურთი მიდიოდა კარისკენ, მოხვდა ხელში, ვარს უნდა გაეჩერებინა და გადაემოწმებინათ ეგ მომენტი, თუ ნახავდნენ თამაშგარეს მაშინ პენალტის შემოწმებას აზრი აღარ ექნებოდა და ოფსაიდი დაფიქსირდებოდა, თუ ოფსაიდს არ ექნებოდა ადგილი შემდეგ წავიდოდა მსჯელობა იმაზე დაენიშნათ თუ არა პენალტი და უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს მსაჯს ეუბნევიან რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ამ მომენტში არაფერი მსგავსი არ მომხდარა, უბრალოდ გაატარეს ეს მომენტი
qartul gaumarjos gubernias gaumarjos
ამ მსაჯმა ყველაფერი გააკეთა რო გერმანელები გაეყვანა ბოლოს 2 წუთიც გადაამატა ზედ მარა საშველი არ იქნა. მე არ მინახია რო მასპინძელს ყურებით ასე მიათრევდნენ. ულოცავ ესპანეთს დამაჯერებელ და დამსახურებულ გამარჯვებას. გერმანელებს რაც შეეხება მაგენს სულ არ ადარდებთ გამოვარდა მანდ მაინც 2-3 გერმანელის მეტი კი არაა ნაკრებში
გიო
ძალიან არ მიყვარს ასეთ პოლემიკებში ჩართვა იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი! ადამიანების უმრავლესობა მაშინვე ივიწყებს ობიექტურობას, როგორც კი საქმე მათ ინტეტესებს ეხება ან ასე ჩათვლიან. 1. კროოსი იყო გასაგდები. 2. მორატაზე იყო პენალტი (წაიკითხეთ წესები მაისურის მოქაჩვაზე). 3. კუკურელიას მომენტამდე იყო თამაშგარე (უკვე არსებობს ინტერნეტში უტყუარი კადრები და თავად მოიძიეთ). 4. კუკურელიას ხელი, ისევ და ისევ დღეს მოქმედი წესების მიხედვით, არ არის პენალტი! (აქაც გირჩევთ წესები მოიძიოთ და წაიკითხოთ როგორ ხელით თამაშზე ინიშნება პენალტი). 5. მსაჯმა თვითნებურად და წესების დარღვევით "გადაამატა" 2 წუთი. პ.ს. მორატას მომენტი ჩვენთან არ იყო პასიური თამაშგარე (ისევ და ისევ წესების მიხედვით) და ამიტომ როდრის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.
Zura
თუ თამაშგარე იყო მსაჯმა გერმანელებს რატო გააგრძელებინა თამაში
G.LA
უეფას რა სჭირს, ვარი აღარ მუშაობს ესპანელებთან? ჯერ იყო ჩვენთან გოლო აჩუქეს და ახლა 100% პენალტი აპატიეს გერმანელებთან. ხელი კინაღამ მოწყდა კუკუერელიას ისე მოხვდა გაშლილ ხელზე კარში მიმავალი ბურთი.
მეგრელი
რატო? დაამტვრია ვინმე?
Moreno xar tu chemi
სიცხე ხომ არ გაქვს ერთ ადგილას, როგორ მიმართავ უცხო ხალხს?
გიო
შეიძლება კროსი გასაგდები იყო მაგრამ კარვახალი არის უბინძურესი მოთამაშე ლუის სუარესის გვერდით დავაყენებ მე
ციციკორეს
2-3 წუთი რო ჭირდება გადამოწმებას მაგიტომაც გაგრძელდა თამაში . ამით თამაშის ტემპი არ დაუგდო . ვარს რაც შეეხება აზრი არ ქონდა იმიტომ რომ მანამდე თამაშგარეში იყო გერმანელი ფეხბუტლრთელი და ტყუილად დაიკარგებოდა დრო , შესაბამისად ვარის ოთახიდან არ უკარნახეს მსაჯს არაფერი ! პ.ს . არცერთი გუნდის გულშემატკივარი არ ვარ მაქედან , ვცდილობ ობიექტური ვიყო და ვიტყვი რომ არ მომეწონა მსაჯის გადაწყვეტილებები თუმცა უარესებიც ბწვრი მომხდარა !
მამუკა
ბაკავოის ალამი არ აუწევია, მთავარ მსაჯს ოფსაიდი არ დაუფიქსირებია, ვარს არც კი გადაუმოწმებია ეგ ეპიზოდი და შენ საიდან ადკვნი რომ უეჭველი ოფსაიდი იყო, უეჭველი რაც ჩანდა ხელზე რომ მოხვდა ეგ იყო, აი მაგედან უნდა მომხდარიყო მაგ ეპიზოდის გადამოწმება, თუ თამაშგარეს დაინახავდნენ უნდა დაეფიქსირებინათ და კითხვებიც აღარ იქნებოდა პენალტზე

ფულკრუგის ძირითადში დაყენება რომ ეშინიათ მაგიტომაც დაიჭირეს კარგი რაღაცა ეხლა
მამუკა
ვარს უნდა გაეჩერებინა თამაში და გადაემოწმებინა პენალტზე, აი შემდეგ შეეძლო რომ მანამდე თამაშგარეს ეპიზოდიც განეხილა, ასე ზეპირად როგორ იძახი რომ შეამოწმესო, როცა თამაში არც კი გაჩერებულა და არც გადამოწმების მცდელობა ყოფილა
#Mikel Merino
აღვარღვარეთ ცრემლები კროოსზე კიდე ეხლა. ბურატინო მიულერიც არ დაგეკარგოთ. მარაზმატიკ იენს ლემანსაც ჩაწმინდეთ ტ**@კი და შვაინშტაიგერს ულოღნეთ ბუცი
გიო
ისე მერინომ ისეთი გოლი გაიტანა კი იმსახურებს ნახევარფინალში...მაგრამ გულის ამრევია ამ გრანდების შედეგზე ორიენტირებული მარათონული ფეხბურთი...ვინმემ იქნებ ითამაშოს ის ფეხბურთი ძველი ბრაზილია რომ თამაშობდა ჰა?!იმიტომ ესპანეთან კიდე უნდა შეგვეტია და გაგვეტანა მეორე გოლი
ციციკორე
გერმანია თუ აფსაიდში იყო, ბურთი მაინც გერმანელებს დაუტოვა მაგ მომენტის შემდეგ? :) მერე მეორე, თამაშგარის დაფიქსირებას და გაანალიზებას, 2-3 წუთი მაინც უნდებიან და აქ, ვარ-იც კი არ ჩაურთიათ საქმეში.
zura
სამი დღეა ფეხბურთის თამაშის ყურება დაიწყეთ რა ამბავში ხართ. 10 ჯერ ვასაგდები იყო კროოსი. და კუკურეიას მომენტზე უეჭველი თამაშგარე იყო. თვალი გაახილეთ
ზაკო
პრეტენზიები პენალტზე, ჩვენთან ოფსაიდზე მართლაც რომ სამართლიანია და მსაჯობა საერთოდ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია,მე კიდევ თამაშის დასაწყისში კროოსის უხეშობებმა გამაკვირვა საერთოდ რომ გაატარა მსაჯმა ყვითლების გარეშე, მისმა უხეშობამ პედრი საერთოდ შეიწირა და ნიკოს ტერფი მოტეხა კინაღამ, ორივე ჯარიმა საყვითლე იყო
გია
იყო და დადებდნენ მაგრამ მანამდე ფულკლუგი იყო თამაშგარეში .
გრეგორი
პენალტი იქნებოდა იმ შემთხვევაში ფულკლუგი რომ არ ყოფილიყო მანამდე ოფსაიდში . ამიტომაც არ გადაამოწმეს ეგ მომენტი , გაგრძელდა თამაში რომ დინამიკა არ დავარდნილიყო . ასევე კროოსი დაინდო იამალს ფეხი რო დააბიჯა , ნებისმიერი ფეხის დაბიჯება ყვითელი ბარათია !
გიგა
კუკურელიას ხელზე მოხვედრილი ბურთი "ვერ დაინახა" ვერც მსაჯმა და ვერც ვარმა? ისე ჩვენში დარჩეს და ამ კუკურელიას არავინ ყავს, რო ურჩიოს თმების შეჭრა? უბრალოდ რას გავს ეგ უპატრონო?
ლეო
ესპანეთი წელს შეუჩერებელია.აშკარად ყველაზე მაგარი გუნდია და ჩემპიონიც გახდება.
ესპანეთი
იქ თერთმეტმეტრიანი იმიტომ არ დაინიშნა რომ თამაშგარეში იყო გერმანელი როცა ესპანელებმა თავით ბურთი მოიგერიეს და ეს ნახეს ვარზე.
მამუკა
ბურთი მიდის კარში ხვდება ხელზე და იცვლის მიმართულებას, მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ პენალტი დაინიშნოს, ვარი აშკარად ესპანელებს ემხრობა, მსაჯს არც გადაამოწმებინეს ეპიზოდი, როგორც ჩვენ შემთხვევაში. რომელიღაც თამაში იყო ჩაწოდების დროს ბურთი ხვდება თითის წვერზე ისე რომ არც მიმართულებას იცვლის და ფაქტიურად არც გავლენას ახდენს ეპიზოდზე და ვარი ნიშნავს პენალტს, აქ ფაქტიურად კარში დარტყმა ხელით დაბლოკა კუკურელიამ და არაფერი
ხომ ერა
კუკურელიას რომ ხელზე მოხვდა, ეგ ხომ 100% თერთმეტმეტრიანი იყო
T.q
ამ ევროპას ესპანეათს აძლევენ თუ რა ბაზარია? ჩვენთან აშკარა ოფსაიდი არ გადაამოწმეს გერმანიასთან აშკარა პენალი ეს მოგება ესპანეთის არ იყო ეს ესპანეთზე გამაზული თამაში იყო
ოთო
ფულკრუგის იმედზე გერმანია კიდე შორს წასულა,კარვახალი არის უბინძურესი მოთამაშე სუარესზე უარესი წითელი ბარათი კი არა მაგარი საცემია!!!!
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს