ევროპის ჩემპიონატზე რომ ბევრი გოლი არ გადის და საკმაოდ უინტერესო მეოთხედფინალები ვნახეთ, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ კარგი ისაა, რომ ამ დროისთვის ბომბარდირთა დავას კვლავ გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს. ქართველ ფორვარდს "ოქროს ბუცის" მოპოვების შანსი აქვს.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ზუსტად ანალოგიური მონაცენები აქვს ნიდერლანდელ კოდი გაკპოს. "ლივერპულის" შემტევმა თურქეთთან მეოთხედფინალში თითქოს მონაპოვარი გაზარდა, თუმცა საბოლოოდ, იქ ავტოგოლი დაფიქსირდა. ქართველი ფეხბურთელის უპირატესობა უფრო ნაკლებ სათამაშო დროში მიღწეული შედეგია.

ვინც ტურნირზე შემორჩა, ბომბარდირობისა და დარჩენილი სამი მატჩიდან ორში თამაშის შანსი ასევე ნიდერლანდელ მალენს ("დორტმუნდი"), ესპანელ ოლმოსა ("ლაიპციგი") და რუიზს (პსჟ), ინგლისელებს, ბელინგემსა ("რეალი") და კეინს ("ბაიერნი") აქვთ. აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპეს ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია, ისიც პენალტიდან (პოლონეთთან) გატანილი.

გახდება თუ არა ბომბარდირი, მიქაუტაძემ უკვე ბევრი აალაპარაკა. მის მომავალს ამბიციურ "მონაკოს" უკავშირებენ, "ლიონი" და "აიაქსი" კი ჩვენებურის გაშვებას უფრო მეტად უნდა ნანობდნენ.

ჯეჯე
რატომ აკნინებთ საკუთარ სახელს და მხოლოდ ILO-ს უწოდებთ საკუთარ თავს? ,,ილო ზომიერი", ,,ილო სოლიდური", ან ,,ილო აკადემიური" ბევრად მოგიხდებოდათ. :)
გია
გეთანხმები მეგობარო,ოქროს ბუცი მარტო ფერნანდო ტორესს გადასცეს,მაგრამ ოფიციალური საიტების პირველ გვერდზე ექვსივეს გვარი წერია, ასე თუ მოხდება და მიქაუტაძე დაეჩება ამ სიაში,ეს უკვე ისტორიაა და ძალიან სასიამოვნო იქნება
გია
Top scorer(s) Croatia Mario Mandžukić Germany Mario Gómez Italy Mario Balotelli Portugal Cristiano Ronaldo Russia Alan Dzagoev Spain Fernando Torres (3 goals each)
ზაკო
ვინც იმას იძახის, 3-დან 2 პენალტით გაიტანაო ყველას შევახსენებ, რომ პენალტის შესრულებას, ოსტატობასთან ერთად უდიდესი მობილიზება და კონცენტრაციის მოყვანა სჭირდება გადამწყვეტ მომენტში, რაც ზოგჯერ ლეგენდებსაც უჭირთ, ამის მაგალითი კი ამ ევროზე რონალდუს, ხოლო კოპაზე მესის გაფუჭებულიც კი საკმარისია, თუ როგორ განიცადეს და გაბრაზდნენ.
ILO
კარგია აბა რაა!!! კიდევ ერთი ეროვნული ზეიმის საფუძველი გვექნება ჩრთილოეთ კორეიულ სტილში...ააა როგორია-ღია ავტობუსი, სცენა, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები, დაჯილდოება, სახალხო სეირნობა, სალიუტები და რათქმა უნდა დახურული ვახშამი.....გამოდის, რომ გვიხაროდეს უნდა იმერ-ამიერ, ავშენდით და დავცხოთ მრავალჟამიერ-პატარა საქმე კი არ არის ბოლოს და ბოლოს...ისე სტატიაშიც, ავტორი ვითომ რა ოსტატურად წერს მბაპეზე -მას[კილიანს] მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილიო და ისიც პენალტითო ე.ი. ის ერთი გოლიც არასრულფასოვანიაოო, ამასთან მიქაუტაძეს რომ იმ სამი გოლიდან ორი პენალტით რომ აქვს გატანილი, რომლებიც თვითონ არც ერთი არ მოუპოვებია ეს არაფერიი.....საერთოდ წარმატებები მიქაუტაძეს და ნაკრებს რა თქმა უნდა, მაგრამ ზომიერება და სოლიდურობა არ გვაწყენდა, მართალია უნდა იზეიმო და იამაყო კიდეც, ოღონდ გონიერების ფარგლებში......
მტექ
2012 წელს მხოლოდ ფერნანდო ტორესი გახდა ოქროს ბუცის მფლობელი მეგობარო :)
ქომაგი
ღმერთმა ქნას გიორგი მიქაუტაძე გახდეს ბომბარდირი უკეთესი მაჩვენებლებით
ზაკო
სირცხვილი მგონი ის უფროა აქ რომ ასეთ კომენტარს წერ
სიმენონი
მატჩით ნაკლები ტარდებოდა მაგ დროს
სოსო
4 თამაშში 3 გატანილი გოლიც სირცხვილია?ქვეყნების ჩემპიონატებში,ვის ჰქონდა ასეთი კოეფიციენტი?
გია
2012 წელს 3 ბურთიანები გახდნენ საუკეთესო ბომბარდირები, ერთდროულად 6 ფეხბურთელი
სოსო
სავარაუდოდ,სხვა ლიდერებიდან რომელიმე გადაასწრებს,ესპანელებს და ჰოლანდიელებს ბევრი გააქვთ,არც ინგლისელებისაგან იქნება მოულოდნელი, შედეგიანი მოქმედებები,მაგრამ 4 მატჩით,თუნდაც ერთერთი საუკეთესო ბომბარდირობაც დიდი მიღწევაა. ისე,გიორგის აიაქსში უთამაშებლად ყოფნის ისტორია,საქართველოს ნაკრებს გამოადგა.ის ევროპის ჩემპიონატისთვის,არა სხვების მსგავსად გადაღლილი,არამედ დასვენებული,ფორმაში შესული და გოლებზე მოწყურებული მივიდა,რომელსაც აიაქსისთვისაც დასამტკიცებელი ჰქონდა,რომ სულელები არიან და ბრილიანტი,ჩვეულებრივი კენჭისაგან ვერ გამოარჩიეს.
ზაზა
და როგორ მოიქცეს ჟორა ბატონო? თუ გახდა ბომბარდირი, უარი თქვას და უკან დაუბრუნოს ოქროს ბუცი? მოკლედ რაა..
ჟორა
3 გოლიანი ბომბარდირობა ცოტა სირცხვილია მით უმეტეს შენს გარდა 4 ფეხბურთელს აქ გატანილი..
nanka2002
არაჩვეულებრივი ბიჭია, სულით და გულით წარმატებები!
გია
მიქაუტაძე 3(1), გაკპო 3(1), ოლმო 2(2), რუიზი 2(2), ბელინგემი 2(0), კეინი 2(0), მალენი 2(0). სხვები 2-3 -ანები გავარდნენ.
გოგა
ოლმოს ერთი გოლი უნდა და უკვე ასისტებით ასწრებს ასევეა მეორე, ესპანეთის ნაკრებში გვარი არ მახსოვს ორ ორი გოლი და ორ ორი ასისტი აქვთ, გაკპოს თუ ერთი გაუვარდა ისიც გაასწრებს, მოკლედ იმედია გაგვიმართლებს
zura
აუ ნეტა მიქაუტაძე გახდეს ბომბარდირი... ეს იქნება რევოლუცია ფეხბურთში. მიდი მიდი ჩვენებური მოიგებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა