Sport.ua-ს ცნობით, კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში სინჯებზე თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველი ალექსანდრე ფეიქრიშვილი იმყოფება.

აღნიშნულია, რომ ქართული კლუბი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია თავისი ტალანტი გაასხვისოს და ახლა ფეიქრიშვილის დატოვების საკითხი გუნდის მწვრთნელმა იგორ კოსტიუკმა უნდა გადაწყვიტოს.

სხვა უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ფეიქრიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, სტაბილურად ვარჯიშობს პირველ გუნდში, მაგრამ ჯერ ჩემპიონატზე არ უასპარეზია, ცენტრალური ნახევარმცველია, შეუძლია საყრდენ ზონაში და გარემარბად ითამაშოს, 18-წლამდელთა ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა,

Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 200 ათასი ევროა.

ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ფეიქრიშვილი თამაშის მანერით კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლაი შაპარენკოს ჰგავს, რომლის 10 მილიონად შეძენასთან "ლაციო" ახლოსაა და ქართველი მის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

გიზოგ
"ნეტარ არიან მორწმუნენი". წარმატებები ალექსანდრეს, მაგრამ რით ვერ გავიგეთ, რომ ბოლო წლები კიევის დინამო ქართველი ტალანტების დამღუპველ გუნდად იქცა.
გიორგი
ფეიქრიშვილი დინამოს გაზრდილი ძალიან მაგარი ბიჭია, საქართველოს ჩემპიონატს უყურეთ და ნახავთ,უმაღლეს ლიგას და მეორე ლიგას.არა მარტო ამ ბიჭს,სხვა ბევრ ტალანტს კიდევ.
გია
სრული ჭეშმარიტება
ზაკო
იქ ეგ კითხვა საკუთარ თავს დაუსვა? შენ თვითონ ვინა ხარ ცხოვრებაში, უსახელო არსება.
შაშუბეში
თამაშობდა: ბეერსხოტში, დენ ჰააგში, ტვენტეში, სასუოლოში, ლიონში, ჰერტაში, ინტერში, ჩელსიში, რეალში და დინამოში. 17 წლისაა და სად უნდა ეთამაშა?
რობი
თუ შაპორენკოს ადგილზე მოიაზრებენ ე.ი ნიჭიერი ბიჭია.მომავალში ნაკრებსაც გამოადგება
asea
ეს ვინღაა სად უთამაშია?

ვენეციის კომისია-დინამო თბილისი გამორჩეულია იმით რომ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს და დიდი ალბათობით ფულის გავლენით ათამაშებს ფეხბურთელებს. ამის ბევრი მაგალითია, რომლებსაც დინამო არ ათამაშებდა. ჩვენი ნაკრების ბევრი ფეხბურთელი დინამომ არ ათამაშა გუნდში, რომლებიც ახლა ევროპაში თამაშობენ და ევროპაში გადავიდნენ არა დინამოდან არამედ სხვა გუნდებიდან, მაგრამ თამაში დინამოს აკადემიაშI დაიწყეს
Obama
კალაძეს კიევში ლობანოვსკი რომ არ დახვედროდა გამოვიდოდა ამისულაშვილი
Ზაზა
))))) ზორო! მექსიკას მიხედე, მექსიკას!!!
ვენეციის კომისია
ჯერ 17 წლის არის, რა პირველი გუნდი, სადაც უწევდა თამაში კი ათამაშებდნენ...
ზორო
ხახოლები არ გაახარებენ მაინც რა აზრი აქ ფიზიკურად შეიძლება მოძლიერდეს მეტი არაფერი
სოსო
ძალიან კარგი ფეხბურთელია და პირველ გუნდში რატომ არ მისცეს თამაშის საშუალება, ძალიან მიკვირს! ჩაწყობა უნდოდა?
Givi
კიევში ვერავინ გაქაჩა კალაძის გარდა, ძალიან უნდა მოინდომოს რომ ათამაშონ, ჯობდა შვეიცარიის ან ავსტრიის ლიგები მოესინჯა ამ ეტაპზე... წარმატებები
სოსოს
წიტიშვილის მაგალითი არ გამოდგება. მაგ ბიჭზე ჯერ კიდებ 3-4 წლის წინ ვწერდი ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთსო. 19-20 წლის ბიჭს ტატუს ადგილი აღარ ჰქონდა დატოვილი. აშკარა იყო თავი უკვე ვარსკვლავი ეგონა და ვარჯიშზე მეტ დროს უგწმოვნო იმიჯს უთმობდა. შრომაა საჭირო დიდი ფეზბურთის სათამაშოდ. მარტო ბურთის კარგად ფლობა რომ კმაროდეს, მთელი ბრაზილია და არგენტინა დიდ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. რიგითი ბრაზილიელი ისე ჟონგლიორობს ბურთით, კვარასაც კი არ დაესიზმრება არამც თუ წიტაიშვილს. მაგრამ ვერ თამაშობენ ვერც ისინი დიდ ფეხბურთს. ცხოვრება უნდა მისცე სპორტს თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო
სოსო
ორ წელზე მეტია,რაც უკრაინა უმძიმეს ომშია ჩაბმული და მის კლუბებს,მაინც მიჰყავთ,ქართველი ტალანტები.18 წლს ბიჭი,რომელსაც თბილისის დინამოშიც კი ჯერ არ უთამაშია,უკრაინის ნაკრების ფეხბურთელს რომ ვერ შეცვლის,რა თქმა უნდა ცხადია,მაგრამ 2-3 წელიწადში,ფიზიკურადაც მოაძლიერებენ და გაცილებით უფრო სარფიანადაც გაჰყიდიან.სავარაუდოდ,გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებენ,საკმაოდ მცირე ხელფასით და დიდი გამოსასყიდით.ეს ხელფასი,საქართველოსათვის იქნება კარგი და ამის გამო წავიდა კიევში.მთავარია წიტაიშვილივით,მაგასაც გზები არ ჩაუკეტონ.სხვა მხრივ,კიევში წასვლით,არაფერს დაკარაგავს,პოვნით კი,ბევრს იპოვნის.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჭაბუკი კიევის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
The Guardian-მა ქართველი ფეხბურთელი 60 ტალანტს შორის დაასახელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა