კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა თბილისის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ლატვიაში გაემგზავრა! ბიჭები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ

ემზადებიან, რომელიც ჩრდ. მაკედონიაში 26 ივლისს დაიწყება!

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიის შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობით გაემგზავრა! ბიჭებს ლატვიაში სამ სხვადასხვა ნაკრებთან მოუწევთ ამხანაგური მატჩების გამართვა!

გუნდს 2 წევრი ჯერ კიდევ აკლია. ნიკოლოზ აბულაძე ნაკრებს ლატვიაში შეუერთდება, ხოლო ავთანდილ ბახტაძე - პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, ვინაიდან ის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფება!

9-10 ივლისი - ამხანაგური მატჩები ისრაელთან

12 ივლისი - ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან

19-20 ივლისი - ამხანაგური მატჩები ლატვიასთან

26 ივლსი- 4 აგვისტო - ევროპის ჩემპიონატი, B დივიზიონი, სკოპიე, მაკედონია

მთავარი მწვრთნელი: ლექსო ლაფანაშვილი

ასისტენტები: ანდრო ანთელიძე და ნიკოლოზ მსხალაია

ფიზმომზადების მწვრთნელი: თორნიკე გაგუა

123
რომელი შვიდი? ნაკრების წევრია ჩემი შვილიც და როგორი ახლობლობაც გაქვთ თქვენ ნეპალის პრეზიდენტთან,ისეთივე ახლობელია ჩემი 18-ის მწვრთნელი.ასე რომ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ.
Walter White
ფეხბურთში წინ მივდივართ? იქნება და აგვიხსნა სად ნახე წინსვლა? თუ იმას გულისხმობ რომ ტაშფანდურით შეხვდა მოსახლეობა ნაკრებს,მაშ გყვარებია დროსტარება და არა ფეხბურთი. ასეთი მახინჯი ფეხბურთი რაც ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა, ალბათ მხოლოდ პოლონეთის გუნდი იყო ჩვენზე უარესი. 350 წუთი საჯარიმოს ხაზთან, ოთხ თამაშში მხოლოდ ორიოდე დალაგებული შეტევა. სულ ოთხივე თამაშში 7 დარტყმა მოწინააღმდეგის კარში.ეტყობა სხვადასხვა ჩემპიონატს ვუყურებდით. აღარაფერს ვამბობ თუ რას დაემსგავსა საქართველოს პირველობა.
ნუგზარი
რა ჭორ ბიურო გახსნილა აქ ?!!! :)))))
ნ
დარწმუნებული იყავით იმაში რომ ზედმეტად კარგი სიმაღლე და ზედმეტად ნიჭიერი ბიჭები არიან თქვენ კიდევ გირჩევნიათ თქვენს თავს მიხედოთ და თქვენს სიმაღლეს
ადამიანი
მეგობრობით ძმაკაცობით ბიძაშვილობით ფულით მამიკოს ბიჭებით კალათბურთს ვასამარებთ.სადაც გინდათ შეგხვდებით და ვისაუბროდ 18 წლამდელების შარშანდელი კრახი 20 წლამდელების კატასტროფა 14 16 წლამდელების წარმატება. და ამის მერე ერთვება ხალხი რომელიც იწვევს შედეგებზე ზემოქმედებას კრახით. 28 ქულას ლატვიასთან და კამერუნი რომ წაგებ სამარცხვინო შედეგია. იზრდებიან ბიჭები მაგრამ თუ ალღო და შეგრძნება არა აქვთ მაინც ათამაშებენ და შედეგი ნული.ამ ნაკრებში 7 ადამიანი სიმპატიით და ნეპოტიზმით არის მოხვედრილი.
ადმირალი
ნეპორმიზმით არის დაკომპლექტებული და მწვრთნელები სიმპატიით არჩევენ და არა მოთამაშით ბევრის სიმპატია და ბევრი დარეკვებით....რატო ხდება ასე საინტერესოა.ეტყობა პირველ გუნდს სკამი რომ არ გვყავს და ფატალური შედეგებით.
კობა
ნიჭიერი ბიჭები მოაგროვეთ!!!...ნუ გაიყიდებით ფულზე!!!..ნუ დაუკარგავთ საქართველოს ნიჭიერ კალათბურთელებს!!!...
მდააა
აქ სურათზეც არ სჩანს ვინმე ძაააან მაღალი …ან რად გინდა როგორც კი ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება ეგრევე გარბიან ამერიკულ კოლეჯებში …რაც იმას ნიშნავს მშვიდობით საქართველოს ნაკრებოო …არა და რა მაგარი დრო გვქონდა კალათბურთში …ყველა სპორტში წინ მივდივართ ფეხბურთშიც კი აი კალათბურთს კი დედა აუტირეს … რაო იმ ფაჩულიას სკოლში ტევა არ არისო გაიძახდნენ და ნუთუ ვერავინ ვერ გაზარდეს …
Მდაა..
ეეჰ, იმედი ვიქონიოთ, თორემ აგერ 16-წლამდელთა ნაკრებში ფაჩულიას შვილები არ აუყვანიათ და ფაჩულიას ცოლი საჯაროდ ლანძღავს და ემუქრება მწვრთნელს - შენ ვერ გადაწყვეტ მაგას, ჩემი "დაჩაგრული" შვილები აუცილებლად იქნებიან ნაკრებშიო! ანუ პირდაპირ თქვა, რომ ვიღაცის შვილი ან პროტეჟე თუ ხარ, ნაკრებში ადგილი გარანტირებული უნდა გქონდეს - არც კი გაუტყდა... თან 16-წლამდელები ა ლიგაში თამაშობენ და ესეც კიდიათ ამათ, კაცოო! წარმატება ყველა ასაკობრივ ნაკრებს და მშობლების იერიშების გაძლება მისცეთ მწვრთნელებს!
ეეე
იმედია ნახევარი გუნდი მაინცაა ობიექტურად დაკომპლექტებული, მეორე ნახევარი რომ მამიკოს ბიჭები იქნება გასაგებია.
ლაშა
ცუდი მდგომარეობაა კალათბურთში, არცთუ სახარბიელო!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა