ევროპის ჩემპიონატს მცირე შესვენება მოჰყვება, ამის შემდეგ კი საკლუბო ფეხბურთი დაგვიბრუნდება. ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" მიმართ დიდი ინტერესი არამხოლოდ საქართველოშია. აქ ამბიციური მწვრთნელი ანტონიო კონტე მივიდა, ქართველი გარემარბის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე კი ბევრი იწერება. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფრანგმა ჟურნალისტმაც ჰკითხა...

კვარაცხელიას სატრანსფერო ამბები აქტუალურია...

მთავარი ტრანსფერები

ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გერმანიაში სასწრაფოდ ჩავიდა და მამუკა ჯუღელს შეხვდა. გასაკვირი არაა, "კვარას" კლუბის გამოცვლა სურდეს, რადგან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სჭირდება. ამავდროულად, ისე ჩანს, "ნაპოლი" ყველაფერს აკეთებს, ლიდერი შეინარჩუნოს. კონტე ამბიციური მწვრთნელია, რომელიც ოთხეულში მოხვედრას მინიმუმ დაისახავს და რა გასაკვირია, ასეთი ფეხბურთელის გარეშე დარჩენა არ სურდეს.

ვიქტორ ოსიმენზე კლუბი თითქოს მზადაა, ნიგერიელი გაასხვისოს, თუმცა საქმე მსურველსა და სატრანსფერო თანხაშია. მწვრთნელად მარესკას მისვლის შემდეგ ვიქტორს "ჩელსის" აღარ უკავშირებენ.

"ნაპოლიმ" ახალი ფორმა წარადგინა...

რაც შეეხებათ ახალწვეულებს, მოგეხსენებათ, კონტეს ტაქტიკაში ფლანგებს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ის გუნდს ძირითადად 3 მცველით ათამაშებს და ფრთებზე ისეთი ფეხბურთელები სჭირდება, დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით რომ გამოდიან. ამავდროულად, გაძლიერება ცენტრალური მცველებითაც საჭიროა.

ერთ-ერთი პირველი, ვისი ტრანსფერიც ანტონიომ გადაწყვიტა, მადრიდის "რეალის" 22 წლის ცენტრალური მცველი რაფა მარინია. ამ კუთხით მორიგი გეგმა "ტორინოს" 25 წლის უკანახაზელი ალესანდრო ბონჯორნოა. საბა საზონოვის თანაგუნდელს დამაჯერებელი სეზონი ჰქონდა.

მარცხენა ფლანგს ლეონარდო სპინაცოლა ჩაიბარებს. ახალ ტაქტიკურ სქემაში მარიო რუის ადგილი ნაკლებად იქნება. გუნდში ოლივერაცაა. 31 წლის სპინაცოლა ევრო 2020-დან კარგად გვახსოვს, ბოლოს კი "რომაში" იყო, სადაც ხელშეკრულება ამოეწურა.

კონტესთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ, გუნდში მხოლოდ მაშინ მივა, თუკი ოსიმენის ტრანსფერს ვიხილავთ.

სეზონისწინა მატჩები

გეგმები

ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულის სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობდნენ, უფრო მეტად დაისვენებენ, 11 ივლისიდან კი გუნდი მზადებას მათ გარეშე იწყებს. კვარაცხელია საწვრთნელ ბაზაზე თვის ბოლოს გამოცხადდება, მანამდე კი ტრანსფერსა თუ უტრანსფერობაზე მეტი გვეცოდინება.

ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, სეზონისწინა მეტოქეები მაინცდამაინც არ იცვლებიან. ქვედალიგელებთან გავარჯიშების შემდეგ თურქული "ადანა", ფრანგული "ბრესტი" და ესპანური "ჟირონა"...

დე ლაურენტისსა და კონტეს დიდი გეგმები აქვთ...

ახალი სეზონი

ბოლო წლებში "ნაპოლი" ქვეყნის თასის გათამაშებაში იანვრიდან ერთვებოდა, ახლა კი, გასული სეზონიდან გამომდინარე, გუნდს ამის გაკეთება პირველივე ეტაპზე მოუწევს. კონტეს გუნდი 10 აგვისტოს (23:15 ჩვენი დროით) "მოდენას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ჩემპიონატს, სანაკრებო პაუზამდე სამი ტური მოესწრება - 18 აგვისტოს (თბილისის დროით 20:30 სთ) "ვერონას" ესტუმრებიან, 25-ში (22:45 სთ) "ბოლონიას" უმასპინძლებენ, ხოლო 1-ელ სექტემბერს (22:45) "პარმას" მიიღებენ.

"ნაპოლის" ირგვლივ საინტერესო ზაფხული გველის, რომლის მთავარი შეკითხვა მაინც ისაა - დარჩება კვარაცხელია ამ გუნდში?!

gel-100
ლაურენტისს რა ტელე უჭირავს ხელში და იყიდა თუ როგორ დაითრია მაგის მეტი ინტერესი არ გააქ?? ან რაში გაინტერესებს ან კიდე მილიონერი კაცი თუ სამსუნგის ტელეთი დაინახე ეგ გასაკვირი რითია?? აგერ ხალხს სიგარეტის ფული არ აქვს და აიფონ 12-13 მოძრაობენ და მილიონერი ლაურენტისისა რა გაგიკვირდა
არ მოუწეროს ხელი
ხვიჩას ადგილზე, თუ არ გაუშვებენ, არ მოვაწერდი ახალ კონტრაქტს ხელს. ფული ეხლაც საკმარისი აქვს. დაიკიდოს ეგ 4 მილიონი ნაზრდი. მომავალში აინაზღაურებს. ეხლა მთავარია პრინციპულობა აჩვენოს რომ მომავალ წელს მაინც გაყიდონ
რერე
სამსუნგი უჭირავს ხელში. საინტერესოა იყიდა თუ უფასოდ დაითრია

ახალი 130 მლნ გამოსასყიდიანი კონტრაქტი ხვიჩას სატრანსფერო გალიას კიდევ ერთ ბოქლომს დაადებს :(
lm
სპინაცოლა, ლუკაკუ და კიდე პენსიონრები უნდა ამ გუნდს ? ოთხეული არა სკუდეტო კიდე.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?