ულანბატორში გუშინ ფიდეს ქალთა გრან-პრის მე-5 ეტაპის ბოლო ტურის შედეგებმა საბოლოოდ გაანაწილა ადგილები...

ულანბატორში გუშინ ფიდეს ქალთა გრან-პრის მე-5 ეტაპის ბოლო ტურის შედეგებმა საბოლოოდ გაანაწილა ადგილები. ერთპიროვნული ლიდერი ჰოუ იფანი (ჩინეთი) ლაზიერების ენდშპილში მე-60 სვლაზე დაუზავდა ბულგარელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას და 11 შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მან 6500 ევროსთან ერთად 160 ქულაც დაიმსახურა, რითაც გრან-პრის გათამაშებაში ოთხიდან 3 საუკეთესო შედეგის ჯამით (410 ქულა=160+130+120) პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 7,5 ქულით მეორე ადგილზე სტეფანოვა გავიდა. რუსმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ ასპარეზობის დამთავრებამდე ტურით ადრე დაკარგა მთავარი პრიზის მოპოვების შანსი. ამის მიუხედავად, ბოლო ტურში მაინც გაიჯახუნა კარი და თურქი ბეთულ ილდიზი დაამარცხა, ყატარელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჟუ ჩენმა მასპინძელ ბათჰუიაგ მონგონთუულს სძლია. დანარჩენი შეხვედრები _ მაია ჩიბურდანიძე-შენ იანი (ჩინეთი), სიუ იუჰუა (ჩინეთი)-ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ჟაო სიუ (ჩინეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი) ყაიმით დამთავრდა.

თერთმეტი შესაძლებლიდან 6,5-6,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, კოსინცევამ, ჟაო სიუმ და კონერუმ გაინაწილეს. 6 ქულით მე-6 ადგილი მაია ჩიბურდანიძეს ხვდა. შემდეგ მოდიან: VII. სიუ იუჰუა (5,5), VIII. შენ იანი (5), IX. ჟუ ჩენი (5), X. მარი სებაგი (4), XI. ბათჰუიაგ მონგონთუული (3,5), XII. ბეთულ ილდიზი (2).

მონგოლური ბატალიები, მაია ჩიბურდანიძის მონაწილეობის გარდა, ჩვენთვის იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს ტურნირი იყო კონკურენტების დაუსწრებელი ბრძოლა ქართველ დიდოსტატ ნანა ძაგნიძესთან, რომელიც 4 ეტაპის შემდეგ 390 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა გათამაშებას. გრან-პრის გამარჯვებულს, შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის შანსი ეძლევა. მე-5 ეტაპის დამთავრების შემდეგ ჰოუ იფანთან ერთად კონერუსაც დარჩა ძაგნიძისთან კონკურენციის შესაძლებლობა, რადგან იგი ქართველ დიდოსტატთან ერთად ოქტომბერში ჩილეს ტურნირზე ითამაშებს. დანარჩენმა მეტოქეებმა საერთო პირველობის თეორიული შანსიც კი დაკარგეს, მათ შორის კოსინცევამ, რომელიც ნალჩიკში პირველი იყო, ჯერმუკში კი ნანას შემდეგ მეორე ადგილს დასჯერდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მხოლოდ სამ ეტაპზე მოსინჯა ძალები. მეოთხეზე თავიდანვე თქვა უარი, რადგან, იგი ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ემთხვეოდა და კოსინცევამ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა არ ისურვა. ეტყობა, ზედმეტად იყო თვითდაჯერებული _ სამი ეტაპის ჯამით პირველობას გაინაღდებდა.

გუშინ შეჯიბრების დამთავრების შემდეგ ტელეფონით ნანა ძაგნიძეს შევეხმიანე, რომელიც ახლა საირმეში ისვენებს და ინდივიდუალურად მომდევნო ორთაბრძოლებისთვისაც ემზადება:

_ დიახ, შედეგები ვიცი, _ მითხრა ნანამ. _ თუმცა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა ჰქონია, რადგან იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საერთო ჯამში გასამარჯვებლად მე-6 ეტაპზე პირველი ან მეორე ადგილის დაკავებაა აუცილებელი. ფაქტობრივად, ამ მხრივ, ულანბატორის ტურნირის დამთავრების შემდეგაც არაფერი შეცვლილა.

ერთიც მინდა დავძინო: რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ, რომელსაც ფიდე გამოჭერილი ჰყავს და მის საქმიანობას აკონტროლებს, ახალი წინადადება წამოაყენა _ მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლონ 2010 წლის მსოფლიოს თასის მფლობელმა (ეს შეჯიბრება წლეულს დეკემბერში გაიმართება), გრან-პრის გამარჯვებულმა, რეიტინგით პირველმა ქალბატონმა და მსოფლიოს ჩემპიონმა. ყოველმხრივ ცდილობენ, ალექსანდრე კოსტენიუკს ჩემპიონობის ვადა გაუხანგრძლივონ. ამიტომ არ არის გამორიცხული, ტიტულისთვის მატჩი არა წლეულს, არამედ _ 2012 წელს, უკეთეს შემთხვევაში, 2011 წელს გაიმართოს.

მართალი გითხრათ, ახლა ამაზე ფიქრით თავს არ ვიტკიებ, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეჯიბრება მელის _ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც 19-29 სექტემბერს ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს. მერე კი ვნახოთ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა