"კრუზ ასულის" 30 წლის მცველ კარლოს სალსედოს დედამისი მარია იზაბელ ერნანდეს ნავარო უმძიმეს ბრალდებას უყენებს და მისი დის მკვლელობაში ადანაშაულებს.

პაოლა სალსედო მექსიკაში, ჰუსკილუკანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გასული თვის ბოლოს დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გოგონას გაძარცვის მიზნით ორი ადამიანი დაესხა თავს. სალსედომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. გოგონა საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მექსიკის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 29 წლის პაოლას ორი სავარაუდო მკვლელი დააკავა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.

თუმცა მარია იზაბელ ერნანდეს ნავაროს, პაოლასა და კარლოს სალსედოს დედას, განსხვავებული ვერსია აქვს. მისი აზრით, მკვლელობის ორგანიზატორი მისი ვაჟია.

"მართლმსაჯულება ჩემი ქალიშვილისთვის. კარლოს სალსედოს ქვეყნის დატოვება სურს. მიზეზი არის ის, რომ ის და მისი მეუღლე ანდრეა ნავარო არიან პაოლას მკვლელობის დამკვეთები", - დაწერა ქალბატონმა Instagram-ზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაოლასა და კარლოსს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მათი კონფლიქტი კი განსაკუთრებულად ფეხბურთელის "აინტრახტში" თამაშის დროს გამწვავდა.

ძმამ და დაადანაშულა იმაში, რომ ხაზს უსვამდა და პირად ოჯახურ საკითხებზე საუბრობდა, რითაც პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა, ამან კი მათ შორის ძლიერი კამათი გამოიწვია.

სალსედოს კარიერის განმავლობაში "გვადალახარაში", "ფიორენტინაში", "აინტრახტში", "ტიგრესსში", "ტორონტოსა" და "ხუარესში" უასპარეზია. ახლა ის "კრუზ ასულის" ღირსებას იცავს, რომლის დატოვებასაც აპირებს.

garegin meore
რაღაცით ქართველებს გვანან ,ფარისევლობაში. გვადალუპეს ღვთისმშობელზე ილოცებს და სამმეტრიანი ჯვარიც ექნება ყელზე. ქართველს რომ კითხო ჩემიდდსსშვც ბოშყო მართლმადებელი ქრისტიანია ,პროსტა ქურდობა , ვარავსკოი და ა.შ. არ წერია 10 მცნებაში.
Levani
ესენი რას იყნოსავენ ასეთს,ყველა ვარიანტი რო განიხილო ერთი წინასწარი დიაგნოზია-გარეკილი აქვთ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა