ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და სარეკორდოდ, მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, გახალისდა და მომენტებიც შეიქმნა: ოლმომ, მორატამ, უილიამსმა და იამალმა ვერ უწიეს მიზანს. ინგლისელთა მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით, მაინი კი პალმერით შეცვალა და ამ უკანასკნელმა შორიდან სუბიმენდისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე იამალი ოლმოს გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დუელი ისევ პიკფორდმა მოუგო. თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ოიარსაბალმა გაიტანა, რომელსაც პასი კუკურელიამ გაუკეთა. ბოლოს ოლმომ ზედ კარის ხაზიდან თავით გამოიტანა გეხის დარტყმული ბურთი და დე ლა ფუენტეს გუნდმა გაიმარჯვა.
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 65 600 მაყურებელი
ესპანეთი - ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 უილიამსი (47), 1:1 პალმერი (73), 2:1 ოიარსაბალი (86)
. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან, ოლმოსთან და შრანცთან ერთად 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
. იამალი ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
. მორატამ ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა, რაც ესპანელთა შორის რეკორდია.
. ინგლისმა დიდ ტურნირზე ესპანეთს 1980 წლის შემდეგ პირველად გაუტანა.
- ინგლისმა ზედიზედ მეორე ფინალში განიცადა მარცხი და 1966 წლის შემდეგ დიდი ტურნირი არ მოუგია.
ზაკო
ისე ერთ რამეზე კი დამწყდა გული ესპანეთის გაჩემპიონებისას, 26 კაცში რამდენი არ გამოუყვანია სათამაშოდ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გავი რომ შეეყვან სიმბოლურად განაცხადში მგონი იმსახურებდა ეგ ბიჭი სიმბოლურად იქ ყოფნას, თან ფსიქოლოგიურადაც წაადგებოდა და ამ ფორმაციის ესპანეთსაც მან ბევრი მისცა, ბოლობოლო 82-ში სსრკ- თაბაშირ დადებული ბურიაკი იახლა ნაკრებში და ერთი გავი თუნდა ფერმინის ან ტორესის ნაცვლად არაფერს გაუფუჭებდა
შახრუდინს!
შენ ალბათ ირანის გულშემთკივარი ხარ, ვიზიარებ შენს მწუხარებას.
suxumchanin
ინგლისს რომელსაც საშუალო დონის გუნდებთან მოუწია თამაში და ძლივს მივიდა ფინალამდე გადაღლილობი ყოფილან და ესპანეთს რომელმაც მასპინძელი გერმანია და შემდეგ საფრანგეთი გამოაგდო ლამის ნახევარი გუნდი დაულეწეს დასვენებულებს უთამაშიათ ფინალი ? ბოლო ასეთია სამართალმა პური სჭამა
ვაჟა მასწ.
წუხანდელმა ამბავმა გამახსენა წარსული: 1960 წელს საბჭოთა ნაკრებმა ქართველების (მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, კალოევი) დახმარებით მოიგო ევროპის 1 ჩემპიონატი. მაშინ "ეკიპი" წერდა: საბჭოთა ნაკრების ფრთები ორი დიდი MM - აო, იგულისხმებოდა მესხი და მეტრეველი. ახლაც ევროპაზე ქართველებში გამოირჩნენ ორი დიდი MM- ები: მიქაუტაძე და მამარდაშვილი. ისე სხვათა შორის მარადონა და მესიც არგენტინული ფერბურთის ორი უდიდესი MM - ებია. წარმატებები ქართველ MM-ებს სხვებთან ერთად!
გოჩა
საქართველოსაც არცერთხელ მოუგია დიდი ტურნირი,მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ ფეხბურთის არაფერი გაგვეგება,ან არ ვაპირებთ მის მოგებას,ან ვინმეს დასაცინი ვართ
სოსო
ესპანეთმა ანგარიში გახსნა და ინგლისმა,ამის შემდეგ დაიწყო იმ ფეხბურთის თამაში,რომელიც მათ შესანიშნავ შემადგენლობას შეეძლო.როგორც კი ანგარიში გაათანაბრეს,კვლავ ფრთხილ ტაქტიკაზე გადაიყვანა მწვრთნელმა და ეს დამარცხებად დაუჯდათ.მთლიანობაში,კარგი ფინალი გამოვიდა და ღირსეულმა გაიმარჯვა.გულით ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს.ინგლისსაც შეეძლო გამარჯვება,აქტიურ თამაშზე უარი რომ არ ეთქვა.არ ვიცი,შესაძლოა მართლაც მთელი სეზონის გადაღლილობა უშლიდათ ხელს,მაგრამ ვერც ესპანელებზე ვიტყვით,მათი ფეხბურთელები,სად უნდა გადაღლილიყვნენო.ალბათ მაინც მწვრთნელებშია საქმე. შესაძლოა მართლაც აქვს აზრი,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ზამთარში ჩატარებას?დღეს უკვე შენდება დახურული სტადიონები,რომელსაც ზამთრის უამინდობის არ ეშინია,ფეხბურთელები ფორმის პიკში არიან და უკეთესად ითამაშებენ,თუმცა კლუბების ინტერესები დაზარალდება,ნამეტნავად.ჯერ კიდევ არა,მაგრამ დახურული სტადიონების რიცხვი მოიმატებს და ზამთარში ჩემპიონატის ჩატარების იდეა,ძალიან აქტუალური გახდება.
მამუკა
გენაცვალე ჯიგარში! ცხოვრებაში სულ გამარჯვებული ი ა რ ე კარგო ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ჭ ო !!!..
aburjga
მეც უილიამსი მიმაჩნია საუკეთესოდ. ისე კარგი იქნებოდა თავზე ის რაღაც ეკზოტიკური ყვავილი რომ არ ამოსვლოდა!
რეალობა
ერთხელ მოიგო ინგლისმა დიდი ტურნირი (1966), და ისიც მსაჯების დახმარებით.
"მდაბიო ორიგინალურ სირ"-ს
ამაღლებული პასუხი რომ მოგწერო, დაიბლოკება.
გია_544
მიქაააა! უმაგრესი ხაააარ! ხარს და ზეიმობს საქართველო! ისტორიული მიღწევაა საქართველოსთვის ) ყველაფერს შენით მიაღწიე. ბრუციან აგენტს ხელი არ ჩაავლე)) ესე გააგრძელე და კიდე ბევრ მწვერვალს დაიპყრობ. ქართველი ბავშვების კუმირიც იქნები და ჩვენი სათაყვანო ქართველი.გაიხარე და წინ იარე. ღმერთი შენსკენ იყვეს.
ogafa
ყოჩაღ გილოცავ მაგარია აჯობა აიაქსს
შახრუდინს
ხვიჩამ ვის გაუტანა,გამხსენე რა...რა დროს ხვიჩაა 16 წლის ბავშვებმა თავზე დაახიეს ევროპას ბურთი
თომა
გიორგი წარმატებები მოკითხვა ლიონს და აიაქსს იხარე
ავჭალიდან
ჟორჟ გვეყო აღარ დატროლო აიაქსი, მადლობა
გოჩა
მადრიდში ყიფიანს რომ ფეხი გამიზნულად მიამტვრიეს იმის მერე მაგათ როგორ ვუგულშემატკივრებ.ერთი გოლი მართლა მაგარი გაგვიტანეს მაგ უნამუსოებმა,მიქაუტაძე წაქცეული იყო ესპანელების საჯარიმოსთან და ბურთიც იქ იყო,არ გააჩერეს წამოიღეს და გაგვიტანეს გოლი
ბლერი
მდაბიო "ორიგინალური" აზრი
N
1. გიორგი, გილოცავ ამ დიდ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტს ველი!!! 2. მოკითხვა აიაქსს!
რეალობა
- ინგლისურად "სერი" როგორ იწერება? - აი ასე: Sir-ი
დავით 67
ევროპას ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთი ყველასგან გამორჩეული იყო თავისი ლამაზი სანახაობრივი თამაშით. მე უილიამს მივცემდი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. ვულოცავ ჟორჟს ოქროს ბუცის მოგებას.
T.q
და ერთადერთი გუნდი რომელსაც ვარმა მის სასარგებლოდ იმუშავა და არაობიექტურად მოიქცა გამთანაბრებელ მათ პირველ გოლზე ეგ გოლი რომ არ გასულიყო ვინ იცის ესპანეთის მაგივრად ვინ შეხვდებოდა ინგლისს ფინალში. აუცილებლად სხვა თამაში წავიდოდა მეორე ტაიმში ის ტაიმი რომ მოგვეგო და მოვიგებდით კიდეც რომ არა ესპანეთის მამაძაღლობა მსაჯებთან ბარსწლონა რეალი ჩარიეს ალბათ მათი კავშირები და კი გაძვრნენ ჩვენთან
ლაშა
თემას არ ეხება, მაგრამ მაინც, ქართველებისთვის სასიამოვნო ინფორმაციაა: იაკობაშვილი საქართველოს ნაკრებში ასპარეზობას შესაძლოა დათანზმდეს! (https://1tv.ge/news/jeo-timi-djironas-mcveli-antal-iakobishvili-saqartvelos-nakrebshi-tamashs-ganikhilavs-1tvsport/)!
ლაშა
https://1tv.ge/news/giorgi-miqautadze-evro-2024-is-tanabombardiri-da-oqros-bucis-mflobelia-istoria-kidev-ertkhel-daiwera-1tvsport/
I
გიყვარს ბომბარდირი და გილოცავ ჟორჟ :)))
G.LA
კამბოჯა რომ გახდება ევროპის ჩემპ. მერე ინგლისის დროც მოვა.
ზაზა
და ერთადერთი გუნდი-საქართველო, რომელიც ესპანეთს უგებდა მთელი ნახევარი საათის მანძილზე, მხოლოდ ჩვენ!!!!
ლადო
ვულოცავ მიქაუტაძეს ოქროს ბუცს! ახლა ოქროს ბურთიც გვინდა.
Ნნ
დაფიქრდი და მიხვდები
შახრუდინი
დაუვიწყარი ევროპის ჩემპიონატი რომელიც სანამ ვიცოცხლებთ გვემახსოვრება ყველას!დაწყებული ლუქსემბურგთან და საბარძნეთთან გამარჯვებებით და დასრულებული ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან 1/8 ფინალში!ვინ წარმოიდგენდა?ვერავინ!!!ტურნირის ბოლოს საუკეთესო მეკარე ქართველი და ბომბარდირი ქართველი!დამარცხებული პორტუგალია თავისი რონალდოთი და ხვიჩას გოლი.ესპანეთთან პირველი გოლი და ფრე პირველო ტაიმი!მე არ ვიცი ეს რაღაც სასწაული იყო!!!!ღმერთმა ქნას კიდევ მოასწროს ამ თაობამ დიდ ტურნირზე გასვლა!
irakli
ახალი წესი შემოიღეს და მიქაუტაძეც ბომბარდირია
ლაშა
https://www.sportingnews.com/us/soccer/news/euro-2024-top-goal-scorer-golden-boot-award-winner/5f311635e114bd52113e0b3c
Miqautadze
თანაბომბარდირია და არა ბომბარდირი. ისე, ყველაზე ცოტა ითამაშა და...
ტიჯანი პაპა
ესეც ოქროს ბუცი! ოხ, რამდენი ჩვენი მეზობელი გასკდება გულზე! ))) გილოცავთ ჟორჟ! ეგ ერთი და სხვაც მრავალი!!!! გაიხარე და მუდამ გაგვახარე!!!
Jorji
8 თამაში ჩაატარა, ჯორჯმა 4
ზაკო
ესპანეთი ბერლინში და ესპანეთი---ალკარასი უიმლდონზე, მართლაც რომ საოცარი ქვეყანა და უბედნიერესი ერია, ვულოცავ ჩვენს ჟორჟსაც, წარმატებები მომავალში!!!
გოჩა
ამ მსაჯს აშკარად ეტყობოდა ესპანელთა სიმპათია.რატო არ დაგვინიშნა პენალტი ესპანეთთან ახლა მივხვდი
ამ დღეებში სულ ამაზეა ინფორმაცია
ახალი წესი(ა) : - ითვლება მხოლოდ გოლი ; - რამდენიმე ერთნაირი რაოდენობის შემთხვევაში, ტიტული/პრიზი - "ოქროს ბუცი", ენიჭება ყველას, რანდენიც/ვინც გაიტანს !
საბურთალო
ჟორას ვულოცავ ჟორაააააააააააააასსსსსსსსსსსსსსსსსს
ჯონი
წესები შეიცვალა. მთავარია გოლები, დანარჩენი არაფერი მოქმედებს
ინტრიგანი
იმიტომ
მტექ
ახალი წესით მხოლოდ გოლები ითვლება:) არც საგოლე გადაცემა და არც დრო არ ითვლება
ქართული ქომაგი
გილოცავ ჟორჟ ბინოპლი და მიზანი არ მოგიშალოს უფალმა
ლაშა
გმადლობთ ძამიკო!
Achi
Ratoaris mikautadze an sxvebi oqros bucis mlobeli ro ca olmos 3 goli da 2 sagolegadacema aqvs ver vinme amixsnis (((
ლევანი
ვულოცავ ესპანეთს, საოცარი გუნდია. გიორგი მიქაუტაძე, ევრო 24 ის ბომბარდირია, ღმერთო, სიზმარივითაა ეს ევრო, საოცარი, დაუვიწყებელი დღეები იყო. დიდება დიდება დიდება საქართველოს!!!
ზაზა
ლაშა გილოცავ ყველაზე ძაან შენ გინდოდა ინგლისის დამარცხება.
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს