ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

L’Equipe: მიქაუტაძე ლიონში სამშაბათს ჩავა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

L’Equipe: მიქაუტაძე ლიონში სამშაბათს ჩავა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

"ეკიპის" ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 23 წლის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" გადასვლა გადაწყვეტილია.

გამოცემის მტკიცებით, "მეცი" ტრანსფერში 18 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს ბონუსების გარეშე მიიღებს. ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოში" გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა, სამშაბათს დანიშნულების ადგილზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც "აიაქსში" იღებდა.

"ოლიმპიკი" გასულ სეზონში ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

"ლიონის" გულშემატკივრები მიქაუტაძის მშობლიურ გუნდში დაბრუნებას სოციალურ ქსელებში განიხილავენ და მიესალმებიან.

• რააზრიაქ

რაღაცას ნუ მიედ-მოედებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მორჩა. მონაკო ბევრად დიდი რესურსის გუნდია და სტაბილურად მეორე-მესამე პოზიციაზე გადის. ლიონი გრანდი იყო ერთ დროს. ახლა არც რესურსი არც ამბიცია არ აქვთ. ბევრად კარგი გუნდები ეპატიჟებოდნენ და მაინც და მაინც ის აირჩია საიდანაც ბავშვობაში გამოაგდეს.

• Geo

ლიონი დიდი გუნდია ტრადიციული და მაგარი ფრანგული გუნდი პსჟს შეუძლია აჯობოს თავისუფლად და პირველი გუნდიც იყო ადრე. ეს ამ სეზონში არაა ლიგაზე თორე სუფთა ლიგის გუნდია ტოპ 4 ის გუნდია საფრანგეთში რავლც ყველამ იცის. მონაკო არის სიაფანდი კურორტის და ტურისტების გუნდი

• Nw

ჰმ... ჩემპიონთა ლიგა ეგ არი სატყუარა რითაც დეგენერატ გუნდში მიდიოდა და აიაქსს გაუმეორებდა ეგ მონაკო თუ სიმართლე გინდა

• სოსო

თუ სიმართლეა,ცხადია,რომ პირადი მოტივებით ირჩევს.ბოლოს და ბოლოს,სახლში იცხოვრებს,საკუთარ ოჯახთან ერთად.გიორგი,საფრანგეთში გაიზარდა და ჩვენზე უკეთესად იცის,იქაური კლუბებისა.რა თქმა უნდა მერჩია,ჩემპიონთა ლიგაში ეთამაშა,მაგრამ თვითონ ასე აირჩია და ჩვენ მხოლოდ წარმატება შეგვიძლია ვუსურვოთ.

• ქართველი

დიდი შეცდომა დაუშვა.. ლიგაზე თამაში გამაზა და მომავალ წელს გრანდში გადასვლა..

• მავნე

ანუ ლიონში უფრო მეტია გადასახადები, ვიდრე მონაკოში?

• varlami

კაია მშობლებთან რო ბრუნდება ჯორჯი არ გაფრანგდება

• ჯუღელი-s

მე როგორც ვიცოდი ფეხბურთელები საერთო საცხოვრებელში არიან უფასოდ თუ ამის სურვილი აქვთ თუ ვცდები

• soc.press

გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სანამ არ გამოქვეყნდება დასტური, ყველა მოსაზრება, ვერსია, ჭორი - ფუჭია. როცა ოფიციალურ პრეზენტაციას ვნახავთ, მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბროთ. ჭორები ბევრი იქნება, სატრანსფერო ფანჯარა კი მხოლოდ სექტემბერში იხურება, ამიტომ ამ დრომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვის რა ესიზმრება და ეზმანება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

• ჯუღელი

ლიონში ოჯახი ყავს გიორგის, საკუთარ სახლში იქნება თან ბინის ქირა არ ექნება სახდელი. მონაკოში იცით რა ფასები აქვს ოროთახიანს? ვერ მიეკარები

• dew

ქოჩორას ტრანსფერზე არაფელი ისმიის??

• toti

რითი სჯობდა ერთი, 18 ათასიანი სტადიონით, რომელიც ნახევრად არ ივსება? ლიონი საფეხბურთო ქალაქია და იქ სულ სხვა გარემოა.. წარმატებები ჟორჟს

• ზურიკო

იმედია ლაკაზეტის დუბლიორი არ იქნება და კაპიტანი დაემშვიდობება ლიონს

• გია_544

მეკარეებს გაუვსე კალათა - ეგაა მრავარი. ჩვენ მონაკო გვერჩივნა, შენ აირჩიე რაც შენ გერჩივნა. წარმატებები ძველ-ახალ გუნდში. ნაკრებში გაგვახარე! ნაკრები არ დაივიწყო )

• გოგა

კარგი გადაწყვეტილება მიღო, მონაკო სათადარიგო ფორვარდად ყიდულობდა და სათამაშო დროზე ვერ შეთახმდნენ, ამ ბიჭს თამაში უნდა, ეგა ფეხბურთელი და ლიდერი, ყველა ქართველს არ გავს, რო სკამის ხეხვა სიამოვნებდეს:) წარმატებები გიო

• ბიძინა

ამ საიტზე აღარ შემოვალ, ჭორიკანა საიტია, სპორტზე არაფერს წერთ, მარტო ვინ რა ღირს, ვიღაცა ბლოგერმა ხვიჩაზე რა თქვა და ათას სისულელეს სპორტია თუ ჟურნალი სარკე!

• kesha

გეგუჩაძე უნდა მიიყვანოს ტორპედომ და შეიყვანს გუნდს ჯგუფში! მართლა კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს რამოდენიმეს გამოკლებით და ეს რამოდენიმე რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ქართველებია.

• serxio

აკი მონაკო და რომაო. ამიტომ არაა საჭირო ამდენი ბჟუტური წინასწარ. გიორგის კი წარმატებები. მაგარი სკამს აცდა ორივეგან.

• nika

იმედია მხოლოდ ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება არაა. ღმერთმა ქნას გაამართლოს

• kesha

გიო წარმატებები!!! უბრალოდ არჩევანში რამდენად სწორი ხარ ეგ არ ვიცი ალბად ბავშობის სიყვარულმა გადაძალა ყველაფერი. დაუმტკიცე რომ თავისდროზე არასწორად მოგექცნენ.

• zviadi

ამ კვარას არ დაადგა საშველი

• გენა

ჩამოვიდეს აგერ გორის დილაში

• ეჰ რა ლიონი

მონაკო სჯობდა. რა ლიონი კარგი რა ჟორჟ

• გიო

ჩემი აზრით მონაკოში გადასვლა იმიტომ გადაიფიქრა რომ არ უნდოდა იგივე მომხდარიყო რაც მოხდა აიაქსში მონაკოში 3 ფორვარდია და დიდი კონკურენციაა

• Ბაბუაწვერა

თქვენ გუშინ წერდით მონაკოშია ჩასული და სამედიცინო შემოწმებას გადისო,დღეს ლიონშია ჩასულიო.არ გამკვირდება მილანში რო იყოს ჩასული სინამდვილეში.ჩემი მეზობელივით ხართ,მთვარეზე იყო ცხენით

• ნოდო

პოლიტიკურ განცხადებებს ხომ არ ერიდებით ჰოდა ზედაპირული ახსნა არ იქნება საკმარისი თუ იყო სომართლე რო მონაკოში მარტლა დაგეგმილი სამედიცინო შემოწმება ჩაიშალა რატომ მოხდა

• Რერო

არაა ეს ამბავი კარგი. მონაკო ამდენი საუბრის მერე არ უნდა ჩაშლილიყო. გადავხედე ლიონის ამ წლის ტრანსფერებს და დავინახე რომ მათ უკვე წელს 3 ფორვარდი ყავთ ნაყიდი,თანაც საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები,ამავე დროს კლუბში რჩება ლაკაზეტი რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებს,აქედან გამომდინარე მგონია რომ სათამაშო დრო არ მიეცემა დიდი. მინდა ვცდებოდე მაგრამ ფაქტების ანალიზი ასეა. თორემ კლუბს დასაწუნი ნამდვილად არაფერი არ აქვს.

• იასონას უდარი

რომანოს და საბა საპანაძეს სახელი გოუფუჭა ამ ბიჭმა,99% სიზუსტით წერდნენ ხოლმე,ახლა 98% სიზუსტით დაწერენ. მისი მონაკოში ტრანსფერი ყველამ დაიჯერა,რადგან ამ ორმა სანდო კაცმა დაწერა,როგორ გინდა არ ენდო?! ხოდა ვენდეთ და დავრჩით ესე,უცნაური კი არის ისე. ლიონიც კარგი გუნდია,თუმცა ლიგაზე არ გახლავთ ლიონი. ამიტომაც ერჩია ეთამაშა მონაკოში და არა ლიონში,თუმცა ლიონიც კარგი გუნდია. თან ნამეტანი პატრიოტი ბიჭი გამოდგა საფრანგეთის,პროგრესული გადასახადის გადახდა მოსწონს ალბათ და მიდის ლიონში.მონაკოში მაგი არ შეაწუხებდა,მაგარ ქალაქში იცხოვრებდა და ლიგაზეც ითამაშებდა. გადახედეთ ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს,თითქმის ყველა მონაკოს რეზიდენტად არის რეგსტრირებული,იმიტო რო სასაცილო გადასახადები აქვთ და თავის გამომუშავებული ფულს უფრთხილდებიან.სწორიც არის,გადასახადები არის დაკანონებული ძარცვა,თუმცა მხოლოდ საქართველოში დაგამუნაეთებენ ამის თქმისთვის. რაც არ უნდა იყოს,წარმატებები გიოს და ბევრი გოლი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა

"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა

"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს"  მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს

ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა

მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია

[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა

[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა

პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?

"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი

[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა

ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა