ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცს“ 1:0 სძლია, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა. ბულგარული მედია იტყობინება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ საშინელ სცენებს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

sportal.bg-ი წერს, რომ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა და მათი ფეხბურთელები სასწაულებრივად გადარჩნენ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მეკარე სერჟიო პადტზე იმის გამო გაბრაზდნენ, რომ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და ამიტომ ბოთლები ესროლეს. არაფერია ნათქვამი ნიდერლანდელის მიერ დროის გაყვანასა და გულშემატკივართა პროვოცირებაზე.

გამოცემა იტყობინება, რომ საფინალო სასტვენისთანავე მოედანზე ფანატი გადახტა, რომელმაც "ლუდოგორეცის" მოთამაშეებზე შურისძიება სცადა. ის იქაურობას გაარიდეს, მაგრამ ჩხუბი გუნდებს შორის დაიწყო, რომლებიც გააშველეს.

trud.bg-ის მტკიცებით, ქართველი ქომაგები მატჩის შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ, მათ ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, გვირაბში კი "დინამოს" ერთ-ერთმა მოთამაშემ მოწინააღმდეგეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მას პასუხი გასცეს და მოსალოდნელია, რომ უეფა საქართველოს ჩემპიონს მკაცრად დასჯის.

ნიკიფორე გურული
ადმინ შე ქაჯო,რატო ბლოკავ კომენტარებს?
ნიკიფორე გურული
როცა ორი თამაშიდან ლუდოგორეცი გამოგაგდებს,ან მორნარი.ჯობია პრობლემა შიგნით ეძებოთ. ერთი ყვირის მოკალიით.კაი კაცო,დროსაც გაიყვანს მოწინააღმდეგე და პროვაკაციასაც მოგიწყობს.ახალი ამბავი. დაგაჯერეს რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება და ბათუმი მაგარი გუნდია? ვინც ეგ ილუზია შეგიქმნათ იმას აგინეთ და ესროლეთ ბოთლები ჯობია. სადაც ვართ და რა დონეზე,მაგის დანახვას გამადიდებელი შუშა არ ჭირდება. უცხოეთში ეძებეთ,უცხოეთში ჭ დონის ფეხბურთელები,ისინი ჩამოიყვანეთ და მოიგებთ ლიგას კი. მიქაუტაძე,ქოჩორა,კიტე,კვარა,ჩაკვე,რომელი განვითარდა აქ?არცერთი.აქ დაიწყო ჟორჟის გარდა თითქმის ყველამ კი,მაგრამ სხვაგან,უცხოეთში განვითარდა როგორც ფეხბურთელი,იმიტო რომ,აქ ბატონობს ნეპოტიზმი,არაპროფესიონალიზმი,ასაკობრივი ნაკრებები გაძეძგილია პატრონიჩებით და ა.შ.და ა.შ ერთი სიტყვით ჭაობია. რამდენიმე მაგარ ბიჭს ვიცნობ,რომლებიც აწვალეს,აწვალეს და ბოლოს ბუცები ჩამოკიდეს,დაიღალნენ უპატრონობით და უსამართლობით.ან უნდა ეკოტრიალათ მეორე მესამე ლიგებში. სიმართლე მწარეა. იმ უნიჭოების ჩამოყვანით კიდე ვიღაცეები ფულს აკეთებენ.არ იცოდით?.

ვითამაშოთ აზიის თასზე არ ჯობია?ან არ აღიარებული ქვეყნების თასზე ,მეტიშანსი გვექნება პირველი ეტაპის გადალახვის.ისე ოკეანეთის თასს რას უწუნებთ?დავაი კობი პოდუმაი!
რეზო
საოცარი ომი იყო, მინიმუმ სტალინგრადი! სანამ ფეხბურთში ამ ქათთმობებზე ( სამარცხვინო სიმულაციებზე) წითელს არ შემოიღებენ და წაახალისებენ, ფეხბურთელები კაცები ვერ იქნებიან. მადლობა რივალდოს, მოდის სულისჩამდგმელს! პ.ს. გოლი იყო და მსაჯებმა პასუხი უნდა გონ ასეთ რაღაცებზე. უკეთესი თუ "ბუნკერი" მიიღებს გადაწყვეტილებას და შედეგს შეცვლის და ნუ გამი...ეთ ამ პაზელბის შევსებით! მადლობა თქვით ვინმე თუ კომენტარს დაწერს
ამატაკი
"სამარცხვინო" არის კლავიატურაზე ამოფარებით ვინმეს შეურაცხოფა. ვისაც ქართულთან და ნანახიდან, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაზე არა აქვს პრობლემა, უნდა ხვდებოდეს რომ პროვოცირებას ხალხი იმას კი არ ეძახის, მეკარეს დრო გაჰყავსო, არამედ მოთამაშეების, სათადარიგოების და სტაფის მიერ მაყურებლებისადმი მიმართულ მაპროვოცირებელ მიმიკასა და ჟესტიკულაციას. ეს კი განიკითხება ნებისმიერ დროს და ადგილას. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს: შედარებას აქვს რაღაც კრიტერიუმი, რა აქვს საერთო ჩეხების მიერ 100 % ხელით გატანილ გოლს, ან კიდე თურქების მიერ 100% ოფსაიდიდან გოლს - გუშინდელ ბათუმის მიერ გატანილ გოლთან. ევროზე ჩვენთვის იოტისოდენა დათმობა არ ყოფილა. აი პირიქით კი ბატონო, ესპანელების გოლთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია ოფსაიდზე და იყო ამის პრეცედენტი. გუშინ მსაჯი თითქოს არ დაეჭვებულა, მაგრამ სარწმუნო გამეორება ჩვენ არ გვინახავს, არც ვიდეორეფერი ჩაერთო და რატომ არ უნდა გვქონოდა პრეტენზია? რაც შეეხება პლასმასის ბოთლის სროლას (ვერაა მოსაწონი), ფეხბურთს თუ სისტემატურად უყურებთ, იგივე ლიგას ან ტოპ-5 ს, არაა მაინცდამაინც იშვიათი მოვლენა და ბუზიდან სპილოს ნუ აქცევთ.
iasonas
რისი თქმა გინდა შე "ჭეშმარიტო" მართმადიდებელო?
ნიკოლოზი
მე ერთი რამე დავინახე, მთელი თამაში მაგათი დეხბურთელები ისე იწვნენ მოედანზე როგორც პლიაჟზე და მზე რომ ყოფილიყო ზაგარს მიიღებდნენ, ეგ ხო გუნდი არ ყოფილა, შემდეგ თამაშში გამოვარდებიან
amataki
ჯერ რა ზრდილობაა და რა წესია კლავიატურით ვინმეს შეურაცხოფა მიაყენო და "სამარცხვინო" უწოდო. მაშინ როცა ან ქართულიდან ან კიდე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანასთან გაქვს პრობლემა. როცა გეუბნებიან რომ პროვოცირებას ახდენდნენ ბულგარელები, არავინ გულისხმობს კონკრეტულად დროს გაყვანას, გეუბნებიან რომ სათადარიგო და მინდვრის ფეხბურთელები თავისი ჟესტებით ახდენდნენ მაყურებლის პროვოცირებას. ეს კი მკაცრად ისჯება ყველგან და ყოველთვის. რაც შეეხება არჩათვლილ გოლს. საიდან უნდა მოგივიდეს თავში ამ გოლის შედარება ნაკრების კარში ევროზე გაუქმებულ გოლებთან. ჩეხების მიერ 100 % -ით ხელით გატანილი გოლი, თურქების შემთხვევაში 100 % თამაშგარე. ჩვენი ნაკრებისათვის არცერთ შემთხვევაში რაიმე იოტისოდენა დათმობას ადგილი არ ქონია. აი ესპანელების გოლი კი ნამდვილად შეიძლებოდა თამაშგარედ ჩათვლილიყო და იყო მსგავსი პრეცედენტიც. ყველა შემთხვევა ევროზე გადამოწმდა ვარ-ის მიერ. ბათუმის არჩათვლილი გოლი კი არ გადამოწმდა და არცერთ გამეორებაზე დარღვევა არ ჩანს. მიუხედავად ამისა მტკიცებით არავინ ამბობს რომ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ არც ახსნილა არავის მიერ რა გახდა კონკრეტულად საფუძველი და რატომ არ ჩაერთო ვიდეორეფერი. რა არის აქ უჩვეულო. პლასტმასის ბოთლი თუ არ გინახავთ ტოპ-5 -ში და თუგინდ ჩ/ლიგის თამაშებზე , ე.ი. არ უყურებთ ფეხბურთს საკმარისად.
ზოჰანი
ალბათ ბერიძე იყო გადაცმული ზოროს ფორმაში და ისე შეაღწია სტადიონზე
ბულგარელები სერბებთან უფრო ახლოს არიან !
???... რა შუაშია ?!
Odala
ამიტომაც მიყვარს ეს საიტი, ასე ოპერატიულად რომ დებენ ინფოებს
Odala
გენაცვალეთ!
გიორგის
მოხმარება არა გამოყენება
გიორგი
კი, მასეა. ჰო, 'გოიმი' ნიშნავს არაებრაელს. შესაბამისად, ეროვნებით ქართველები, ფრანგები, ჩინელები და სხვა გოიმები ვართ. დროა სიტყვების სწორად მოხმარება ისწავლოთ.
დდდ
ჭკუა დაარიგეთ ვისთვისაც დაგირიგებიად რა არ გამომივიდნენ კანონდამცველები წადი რა ერთი ადგილი დააყენედ ბლიად,საცემები იყვნენ აბა რა იყვნენ მაგთი პირში ჩაადჯვას ძაღლმა და ღორმა
ILO
მართლაც რა სამარცხვინოები ხართ....როდის აქეთაა აგრძალული ფეხბურთში მეკარის მიერ დროის გაყვანის მცდელობა და თამაშის ტემპის დაგდება,როდესაც მისი გუნდი იგებს და სასურველი ანგარიში უკვე დაფიქსირებულია-ეს ფეხბურთში ტაქტიკური თამაშის აუცილებელი პრინციპია და არა მაყურებლის პროვოცირება. რა გამართლება შეიძლება ქონდეს მაყურებლების ასეთ ველურ საქციელს.....მსაჯობას რაც შეეხება იქნებ გაიხსენოთ ლუქსემბურგთან თამაში, თურქების და ჩეხების მიერ ჩვენს კარში გატანილი გოლების გაუქმება და მსაჯების მიერ იგივე ჩეხების და პორტუგალიის კარში დანიშნული პენალტები ჩვენს სასარგებლოდ, მიუხედავათ იმისა რომ ყველა ჩამოთვლილი ეპიზოტი საკამატო იყო, ისე როგორც გუშინდელი გაუქმებული გოლი.რას იზავ!! ასეთია ფეხბურთი და ბოთლების სროლა ,გინება და ჩხუბი მაგარი გოიმობა და პროვინციალიზმის გამოვლინებაა, განსაკუთრებით მძიმე საყურებელი იყო ჩავლილი ევოს ფონზე,რომელზეც ქართველმა ფეხბურთელებმა და ფანებმა საუკვეთესოდ წარმოაჩინეს ქვეყანა.....ფაქტია ქართული საკლუბო ფეხბურთი ღრმა სისტემურ ჭაობშია ჩაძირული, მიუხედავათ ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათეული მილიონებისა.... სანამ ქართულ ფეხბურთში ძმა ბიჭობა,ნეპოტიზმი და კორუფცია იქნება არც არაფერი გვეშველება-ისევ 48-ე ჩემპიონატი გვექნება უეფას რეიტინგით 55 ქვეყნიდან, ამასთან ფარერის კუნძულების ჩემპიონატი ევროპაში 36-ეა, რომლის მოსახლეობა დინამოს სტადიონზე დაეტევა თავისუფლად-54 ათასი.
შოთა
საშინლად იქცეოდა ლუდოგორეცი! სირცხვილი იყო უბრალოდ მათი დროის უსაშველო წელვა! მსაჯმა კიდე გოლი რატო არ ჩათვალა, საერთოდ არ იყო იქ არანაირი ჯარიმა! ბათუმს ვურჩევ გაასაჩივროს აღნიშნული ეპიზოდი და ბოლო ბოლო მსაჯს მაინც მოცხოს ვინმემ!
Karche ra
ბულგარელები და ხორვატები ერთმანეთში მაგრად არიან და მსაჯმა მაგიტომ არ დანიშნა ის გოლი რაც 100000%გოლი იყი!!!
ამატაკი
საკმაოდ ახლოს ვიჯექი მინდორთან. შეიძლება ვინმეს აინტერესებს როგორ პოულობს რაიმე მიზეზით დაბოღმილი ხალხი შვებას, ხოლო თუ სიმართლე გაინტერესებთ, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ასეთ თამაშებში : თავიდან ლუდოგორეცი ძალიან თავაწეული ჩანდა. მათი ქედმაღალი განწყობა აშკარად იგრძნობოდა.სიმართლე რომ გითხრათ, არც ბათუმის გულშემატკივარი იყო ძაან იმედიანად განწყობილი. დაიწყო თამაში და ყველასათვის მოულოდნელად, საწყისი 15 წუთი ბათუმმა, რასაც ქვია ბურთი თავზე გადაახიეს. იქნებ ვინმემ ახსნას რა იქცა საფუძვლად მეორე გოლის გაუქმების, როგორც მინიმუმ გადსახედი მაინც ხომ იყო?! მხოლოდ ამის შემდეგ იკადრა ლუდოგორეცმა და დაიწყო ბურთის გორება, მთელი თამაშის მსვლელობისას 1-2 კინკილა მომენტიც შეექმნათ. ბათუმს აშკარად არ გაუმართლა, თორემ ამ თამაშით უკეთეს შედეგსაც იმსახურებდნენ. ბულგარელები თავდაპირველი განწყობიდან გამომდინარე იხტიბარს არ იტეხდნენ და საკმაოდ პროვოკაციულად იქცეოდნენ. ვერ მოინელეს, რომ ამ ლიგებში გამოწრთობილ გუნდს, სადღაც დაკარგულში უპატივცემულოდ არბენინებდნენ. ძალიან უხეშობდნენ, მსაჯის დამატებული 6 წუთი მხოლოდ მათი მეკარე დარბოდა თავში ხელმოკიდებული, ვითომ პლასტმასის ბოთლმა თავი გაუპო (ისიც საეჭვოა თუ მოხვდა) შეცვლაზე გამოსული ფეხბურთელებიც იქედნურად იწვევდნენ მაყურებლებს. ერთი სიტყვით ის შემთხვევაა ქოთანს საიდან მიაბამ ყურს. ეს იყო და ეს.
Nikoloz
ბულგარელების თამაშზე რო ხორვატს დანიშნავ აბა რაგინდათ მეტი ბათუმს მეტი ჭკუა არაქვს....
სიმართლე
ეს ყველაფერი გამოიწვია საშინელმა მსაჯობამ...უეფაა დისკვალიფიკაციას რო მოგვცემ იმაზე არ უნდა იზრუნო მსაჯები სულ რო ღუპავს ქართულ ფეღბურთს......
IMERELI
ეს მსაჯი საცემი არი იყო ახლა? რა 100% გოლი არ ჩაუთვალაა,
კახა ქ.
ამდენი უვარგისი ლეგიონერი სად შეკრიბეთ...
მზია
ვერ მოგიწონებთ კომენტარებს( კეშა ,იასონა) რა შუაშია გათურქება? არც ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ვარ და არც არავის მიმართ მტრულად განწყობილი და მოძალადე. შვილიშვილი უყურებდა თამაშს და სოლიდარობის ნიშნად ვუყურე, აღმაშფოთა ბულგარელი ფეხბურთელების თამაშმა,ისინი შორს იყვნენ თავმოყვარეობის და ღირსებისგან. ნამდვილად იმსახურებდნენ შეჯანჯღარებას.
kesha
ამ ბათუმის დინამოს ხო შეიძლება ვინმემ ჭკუა ასწავლოს? საქართველოს ჩემპიონატში ევროტურნირებზე შეიძლება სულ ესენი ჩხუბობდნენ? ფუ რა მარაზმი თავის მომჭრელი გუნდია რა. იმენა ბანდაა უფროსებიან ფეხბურთელებიანად რა.
Იასონას
პირველად მომეწონა შენი კომენტარი.მგელს მგლობა ერქვა ტურამ ქვეყანა ამოაგდოო...ბათუმი ფაქტიურად გათურქებულია თავის სარწმუნოებიანად.
ბათუმის დინამო 007
არაა მთლად ეგრეც საქმე , მოვიდეს ვინც გინდა და ფული ჩადოს ნებისმიერ სფეროში , რაც უფრო მეტად კონკურენცია იქნება მით მეტი დივიდენტი ჩვენ , ერს ქვეყქნას...
იასონას უდარი
შეიძლება არავის მოსწონს სიმართლე,თუმცა თურქეთში ხშირი სიარული არ ადგება ბათუმლებს,დროა ცივილიზაციას დაუბრუნდნენ. ბოთლების სროლის მომენტი პირდაპირ ეთერში ვნახე,მერე რა მოხდა,არ ვიცი და წესით ტყუილს არავინ დააბრალებდათ.ისედაც ორი ლარი იშოვეს ამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის და იმასაც უეფას დაუბრუნებენ უკან.ისე გუნდის მფლობელიც კაი ხეპრე ტიპია და ფანებზე რა უნდა თქვა,გათურქებულ ქართველზე უფრო ცუდი მხოლოდ გარუსებული ქართველია.ამდენი ერი და ქვეყანა არის მსოფლიოში,შენი არ გინდა,ეს გავიგეთ,მარა რაღა თურქებს ირჩევ... ისე მისახედია ამ ამბავისთვის და დასაბრუნებლები არიან ეს ხალხი საქართველოსთვის. ყველა რუსეთზე არის გადართული,თუმცა ჩუმი ოკუპაცია მიდის აჭარის რეგიონის.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!