ბაქოს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში ხუთიდან ოთხმა ფავორიტმა ბრძოლას თავი აარიდა და ყაიმს დასჯერდა

ბაქოს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში 2700-იანი კლუბის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობს. მათგან ოთხმა გუშინ მე-5 ტურში მძაფრ ბრძოლას თავი აარიდა და ყაიმს დასჯერდა, მხოლოდ ერთმა იმარჯვა - კუბელმა პერეს დომინგესმა (2719) და მანაც ქართველი საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე (2467) დაამარცხა.

დაზავდნენ სამ-სამქულიანი მოჭადრაკეები: ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2622)-შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2765), სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2607)-ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2724), თორნიკე სანიკიძე (2525)-ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2711), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2700)-ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა, 2646), დავით მაღალაშვილი (2463)-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი, 2679), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2669)-მიხეილ მჭედლიშვილი (2618). ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ გაიოზ ნიგალიძე (2448) და მერაბ გაგუნაშვილი (2588).

გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვებები ჩაიწერეს სალომე მელიამ და ბაჩანა მორჩიაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, ამირ კოვსარინიას (ირანი) და ნარმინ ხალაფოვას (აზერბაიჯანი) აჯობეს.

რაც შეეხება მეწინავეთა ოთხეულს, მათი შეხვედრები შედეგიანი გამოდგა: სერგეი ჟიგალკომ (ბელარუსი, 2689) ლაზარო ბატისტა ბრუზონი (კუბა, 2673) დაამარცხა, რუსმა ევგენი რომანოვმა (2624) თანამემამულე დმიტრი ანდრეიკინი (2696) დაამარცხა.

ხუთი ტურის შემდეგ შეჯიბრებას უდანაკარგოდ ჟიგალკო ჩაუდგა სათავეში. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება რომანოვი. 4 ქულით მესამეა ბრუზონი. 15 მოჭადრაკეს 3,5-3,5 ქულა აქვს, მათ შორის - მჭედლიშვილს, სანიკიძესა და მაღალაშვილს; ნიგალიძემ და გაგუნაშვილმა 3-3 ქულა მოაგროვეს, ყუფარაძემ - 2,5, მორჩიაშვილმა და მელიამ - 1,5-1,5 ქულა.

მე-6 ტურში ითამაშებენ: ჟიგალკო-რომანოვი, ბრუზონი-დომინგესი, მჭედლიშვილი-მამედიაროვი, ვალეხო-ნაიერი, დრეევი-საფარლი, მაღალაშვილი-სუტოვსკი, ანდრეიკინი-ვოლკოვი, მამედოვი-სანიკიძე, იორდაჩესკუ-ჩეპარინოვი, გაგუნაშვილი-ჟუკოვა, მამადოვი-ნიგალიძე, ყუფარაძე-აბდულოვი, ხადემალშარი-მელია, ჰუსეინოვი-მორჩიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა