"უმცროსი ბორჯღალოსნები" (18 წლამდე) სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის ემზადება, რომელშიც საქართველოს გარდა, სამხრეთი აფრიკა ორი გუნდით, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ.

თამაშები ორ ქალაქში გაიმართება. პირველ დღეს, 12 აგვისტოს, შეხვედრებს ქეიფთაუნის სტელენბერგის საშუალო სკოლის მოედანი უმასპინძლებს. სერია საქართველოს დროით 13:30 საათზე "უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და "სამხრეთი აფრიკა ა"-ს თამაშით გაიხსნება.

ამის შემდეგ გუნდები პაარლიში გადაინაცვლებენ და საქართველო "სამხრეთი აფრიკა ა"-ს 16 აგვისტოს, უკვე გიმნაზიის მოედანზე შეერკინება. შეხვედრა ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.

სერია 20 აგვისტოს, პაარლის საშუალო სკოლის მოედანზე დასრულდება. ამ დღეს "უმცროსი ბორჯღალოსნები" საქართველოს დროით 17:30 საათზე ფრანგ თანატოლებს შეხვდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

12 აგვისტო. ორშაბათი

ქეიფთაუნი. სტელენბერგის საშუალო სკოლა

სამხრეთი აფრიკა ა – საქართველო (13:30 საქ. დრო)

ინგლისი – ირლანდია (15:30)

სამხრეთი აფრიკა – საფრანგეთი (17:30)

16 აგვისტო. პარასკევი. პაარლის გიმნაზია

ინგლისი – საფრანგეთი (13:30)

საქართველო – სამხრეთი აფრიკა ა (15:30)

სამხრეთი აფრიკა – ირლანდია (17:30)

20 აგვისტო. სამშაბათი. პაარლის საშუალო სკოლა

ირლანდია – სამხრეთი აფრიკა ა (13:30)

სამხრეთი აფრიკა – ინგლისი (15:30)

საფრანგეთი – საქართველო (17:30)

Rugby.ge

nika
მშვენიერია რომ 18 წლამდელები ელიტარულ ნაკრებებს ეთამაშებიან, ეს უყალიბებს ადრიდანვე მათ მყარ და ძლიერ ფსიქოლოგიას რომ არავის არ ეშინოდეთ, ყველასთან ტოლსწორად თამაში შეიძლება და მათი დამარცხებაც შესაძლებელია!!! ამის გაგრძელებაა უკვე 20 წლამდელების წარმატებებია !!! მალე კიდე, რამოდენიმე წელიწადში ამ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ბიჭები შეავსებენ ჩვენს ძირითად ნაკრებს, მაშინ კი დაე ძრწოდნენ ჩვენთან თამაშის შიშით ჩვენი მეტოქეები !!! ქარტულ რაგბს ბრწყინვალე მომავალი აქვს !!! წარმატებები ბოკვერებო საერთაშორისო სერიაში !!!!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ