სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ პოლონელ ტომაშ ადამეკთან საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება გააგრძელა
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ პოლონელ ტომაშ ადამეკთან საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადება გააგრძელა.

ეს შეხვედრა 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაიმართება. თუმცა საწვრთნელი შეკრება არა ავსტრიაში, არამედ კიევში გრძელდება, სადაც უკვე ჩავიდა უფროსი კლიჩკოს მწვრთნელი ფრიც ზდუნეკი. მსოფლიოს ჩემპიონი იქამდე დარჩება უკრაინის დედაქალაქში, სანამ არ გაირკვევა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშჩენკოს დაპატიმრებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უფროსმა კლიჩკომ მიატოვა ავსტრიაში საწვრთნელი ბანაკი და სასწრაფოდ უკრაინაში ჩაფრინდა. მოკრივე სადეპუტატო ფრაქციის - "დარტყმის" ლიდერია და მისი თქმით, არ ჩამოშორდება იმ ბრძოლას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.

ცნობილმა ბრიტანელმა მოკრივემ რიკი ჰატონმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა დიდი რინგიდან წასვლა, სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი უკვე მომავალ თვეში აპირებს სამწვრთნელო ლიზენციის აღებას, - წერს გამოცემა "მანჩესტერ ივნინგ ნიუსი". რიკი ამბობს, რომ მისი მიზანი მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონის გაზრდაა.

ჰატონი ამჟამად საკუთარ პრომოუტერულ კომპანია - Hattion Promotions-ში მუშაობს. მაგრამ მხოლოდ ამ როლით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

"მწვრთნელობაზე სერიოზულად ვფიქრობ. ჩემს პრომოუტერულ კომპანიაში შესანიშნავი სპეციალისტები მუშაობენ. ხალხიც მენდობა. ამიტომაც მათთან ერთად ვაპირებ რამდენიმე ახალგაზრდა მოკრივისგან მსოფლიოს ჩემპიონის შექმნას", - განაცხადა ჰატონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა