Sky Sport-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მორიგი შეთავაზება დაუბლოკა.

"პარტენოპეი" მზაობას გამოთქვამდა 25 მილიონი ევრო ახლავე გაეღო, რასაც შემდეგში 5 მილიონი ბონუსებით დაემატებოდა, მაგრამ ლონდონელებმა ამაზე უარი თქვეს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" არ ჩქარობენ და უნდათ, რომ ბელგიელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გამოიმუშავონ.

სამაგიეროდ, საჩქაროდ საქმე "ნაპოლის" აქვს, რომელიც 4 დღეში სერია A-ს ახალ სეზონს იწყებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჩემოდნებზეა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება ვერცერთ გუნდთან ვერ მოხერხდა.

პარარელურად ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება სასწრაფოდ უნდა, მაგრამ ამისთვის ნიგერიელი უნდა გაიყიდოს, რათა სახელფასო ჭერიც შემცირდეს და "ჩელსისაც" ბელგიელის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა შესთავაზონ.

სოსო
ოსიმენი ნამდვილად სჯობია ლუკაკუს,მაგრამ ნაპოლიში თამაში აღარ უნდა და არც დე ლაურენტისს სურს,10 მილიონის გადახდა.მეორე მხრივ,ოსიმენს თავი ქუდში აქვს და ნაკლებ ხელფასზე არსად წავა,იმ ფასს კი,რასაც დე ლაურენტისი მას ადებს და თან მისთვის მისაცემი ხელფასის გათვალისწინებით,არავინ გადაიხდის და დე ლაურენტისი,საკუთარ ხაფანგში ორი ფეხით არის გაბმული.ოსიმენის აგენტი,კვარას აგენტივით არიფი არ გამოდგა და მშვენივრად გაითამაშა ოსიმენის შეურაცხყოფის კოზირი.არც ოსიმენის ქვეყანაა ძალიან მდიდარი და ძალიან მაინტერესებს,იქაური გულშემატკივრები რას ამბობენ,ოსიმენისათვის ძალიან ბევრიაო,ის ხელფასი რაც დღეს აქვს?
giorgi 3
ბოლო მონაცემებით ჩელსისთან მოლაპარაკება ოსიმენზე გაცვლის თაობაზე ლუკაკუსთან ჩაიშალა. ნაპოლის მოუწევს სეზონის ჩატარება რასპადორით ცენტრფორვარდათ. "მაგარი" პერსპექტივაა!
kombato
sad ar aria dacvis xazis saimedooba mnishvnelovani?
d
ამ სიტუაციიდანაც კი ჩანს რომ ნაპოლი არ არის გრანდი არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი. და რაც მთავარია არც პრეტენზია ამის
ამატაკი
შარშანდელთან შედარებით სხვაობა არის და თან მნიშვნელოვანი. გაძლიერდა დაცვის ხაზი - ბონჯორნო,სპინაცოლა, მარინის დამატებით ერთი შეხედვით უფრო საიმედოდ მოჩანს. იტალიაში კი დაცვის ხაზის სტაბილურობა საერთო წარმატებისათვის ერთერთი, თუ მთავარი არა გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია. ნახევარდაცვაც გარდაისახა. აქ გამოცდილ ბიჭებთან ერთად ( ლობოტკა, ანგისა) ფლანგზე აქტიური თამაში დაემატებათ.ამ მხრივ სპინაცოლა, დი ლორენცოს ეიმედებათ. ყველაზე მოუგვარებელი სწორედ შეტევის ხაზია. აქ ძირითადი თავის ტკივილი ოსიმენია. აქ ვითომ ლაურენტისმა წაიპროფესორა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ოსიმენის აგენტი არანაკლები გაქექილი აღმოჩნდა. კი ახდევინებენ გულაობაში 10 მლნ და ყველას გასაკვირად იქით გამოდიან პირობებს, ლიგის გუნდი უნდათ და რაღაც მსგავსი. სიმართლე გითხრათ მეგონა ბებერი საბოლოოდ არაბებს "მიართმევდა ტაფაზე", მარამ არც მთლად მასე აღმოჩნდა საქმე. ერთი სიტყვით თუ შეტევის ხაზს რამეს უშველიან ამ ერთ თვეში, კონტე გარკვეულ შედეგს დადებს(მინიმუმ ლიგას). თუ არადა პირველი თვითონ აყეფდება და ამასაც უმალ ვიხილავთ. ამ ცირკით გაერთობოდა კიდეც კაცი, რომ არა ჩვენი საფიქრალი: ეს ჩვენი ბიჭი სად და რა პირობები აღმოჩნდება კაცმა არ იცის. ჯუღელისთვის ჯერ არავის სცხელა, როგორც წესი გაიტრუნა და სამწუხაროდ ნასუფრალზე უნდა გადაწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კაცის ამბავი. აი ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე,
Lasha
არის ერთი კარგი ანდაზა რომელიც ლაურენტესზეა ზედგამოჭრილი: "ძუნწი იხდის ორმაგს" თუმცა ლავრენტის შემთხვევაში შეიძლება სამმაგიც გადაიხადოს...
ჟორა
რამ დაასირა ეს ხალხი? ამ კაცს რომ ყიდულობენ ფეხბურთის სათამაშოდ ყიდულობენ, ეს კი ვარჯიშის ნაცვლად რესტორნებში ატარებს დროს. ეს რა წესია ვერ გავიგე, ნაპოლიში რომ დარჩეს მოსამზადებელი პერიოდი გავლილი არ აქვს, რას ითამაშებს? ხელფასს კი სრულად მოითხოვს. გამოდის, რომ ეს ლავრენტაც კარგი დაქინძული ვინმე ყოფილა, ფეხბურთელში 130 მილიონი უნდა აიღოს და ის, მინდვრის ნაცვლად დროს რესტორნებში ატარებს.
ABARA
მახსოვს შარშანდელი სეზონის წინა ეიფორია, მაშინ როცა რუდი გარსია მიიყვანეს კლუბში ზარ-ზეიმით. დე ლაურენტისი ღიმილიანი და იმედიანი იყო, ფიქრობდა იაფად კარგი მწვრთნელი ვიშოვნეო, კვარა თავიდანვე კაბალური პირობებით დავაბი და ვერსად წავაო, თითქოს დასაწყისიც არ იყო ურიგო, თუმცა შემდეგ ყველას გვახსოვს რაც მოხდა...მკვდრეთით აღმდგარი - მაძარი, ნიჭიერი მოხალისე - კალცონა, უსახური გუნდი, ასეთივე თამაშით, უმოტივაციო ფეხბურთელებით და სატურნირო ცხლილში დაკავებული "დამსახურებული" მე-10 ადგილი. რომ დაუფიქრდეს კაცი, წელსაც დიდად არაფერი შეცვლილა, ერთადერთი რაც შეიცვალა, ეს ისაა, რომ წუწკ მოხუცს მწვრთნელი 2 მილიონის ნაცვლად 8 უჯდება, თუმცა ბირთვი და შინაარსი უცვლელია. მეტიც...ოსიმენიც აღარ მოიაზრება გუნდის წევრად და შეტევის ცენტრში რასპადორის და სიმეონეს იმედზე (ან თუნდაც ლუკაკუს) თუა კონტე, დიდი ვერაფერი ქონია კლუბს საიმედო. აქვე არ დაგვავიწყდეს ის, რომ გუნდი კონტეს პირობებში 3 მცველიან ტაქტიკაზე გადაერთო, სადაც რაჰმანის (დიდი ხვრელია) იმედადაა, კარში კი ისევ მერეტი...ძალიან არ მინდა გავაჟღერო, მაგრამ დღევანდელი შემადგენლობითა და ფორმაციით მოთამაშე ნაპოლის, არამც თუ ოთხეულში, არამედ ევრო ზონაში მოხვედრაც კი სანუკვარ ოცნებად ექცევა.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა