საქართველოს ნაკრების თავკაცმა ლიუბინში ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ პოლონელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა
პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 10 აგვისტოს გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 0:1 დათმო, ჩვენი გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

"მართალია დავმარცხდით, მაგრამ გუნდის გარჯით მაინც კმაყოფილი დავრჩი. ბიჭებმა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ბოლომდე იბრძოლეს.

საერთო ჯამში, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა არაერთი საგოლე მომენტი ნახა. სამწუხაროდ, ისინი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც დავმარცხდით. ისეკი, პოლონეთს უკეთესი გუნდი რომ ჰყავს, ფაქტია - ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს (იცინის).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბებში სეზონი ჯერ არ დაუწყია და ეს მათ თამაშზეც აისახა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებია, რომლებიც სექტემბერში უნდა გავმართოთ.

მინდა განსაკუთრებული მადლობა პოლონელ გულშემატკივრებს ვუთხრა, რომლებიც საქართველოს ჰიმნისადმი პატივისცემა გამოხატეს".

მომზადებულია interia.pl-ის მიხედვით

zura
თემოს ვენდობი და ეხლა გვერდზე დგომა სჩირდება, ეს კარგი გაკვეტილი იკო ბევრი რამე კარგად გამოჩნდა, ბიჩები დაგვემატებიან შევლენ ფორმაში და კველაფერი კარგად იქნება.
უძლევი
წინ საქართველო! აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია! მიდი თემო, კარგად მოემზადეთ ოფიციალურებისთვის. ბიჭებიც შევლენ ფორმაში, შედეგიც იქნება.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა