სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა არბიტრები ესწრებიან.

შეკრება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება ფიფას და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორებთან ერთად.

შეკრებაზე მყოფ მსაჯებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა, ხოლო ჯუნეტ ჩაქრიმა ხაზი გასუვა სამსაჯო დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეებს და ქართველი მსაჯების წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის სიახლე, რომელიც ამ შეკრებაზე დაინერგა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოწვეულ სპეციალისტს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მსაჯს, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო შეხვედრებში. ბოლო წლებში დავნერგეთ ვიდეო რეფერი და მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვყავს სრული საერთაშორისო ბრიგადები, რომლებიც კონფერენს ლიგის პლეი ოფის შეხვედრებში იმსაჯებენ".

ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი): "მზადება სეზონის მეორე ეტაპის დაწყებამდე დავიწყეთ. გვქონდა ფიტნეს ტესტები და გავიხსენეთ, თუ რა ცვლილებები შევიდა თამაშის წესებში. შეკრებაზე უმაღლესი დივიზიონის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა მსაჯებიხც გვყავს. ასევე, მსაჯების ასისტენტები და ქალი მსაჯები. შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ვეხებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ინციდენტები საჯარიმოში, ხელით თამაში, თამაშგარე და სხვა. ასევე ვატარებთ VAR სიმულაციებს, მათ შორის, ამხანაგური მატჩის ფარგლებში, რაც ძალიან კარგი გამოცდილებაა მსაჯებისთვის. ისინი ყოველდღიურად იღებენ ჩვენგან შეფასებას, რომ განაგრძონ სწავლა და სწრაფი ტემპით პროგრესირება.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ქართველი მსაჯების დანიშვნების რაოდენობა საერთაშორისო მატჩებზე. ეს არის დიდი შრომის და სფფ-ის მხარდაჭერის შედეგი. ისტორიაში პირველად, ჩვენმა ქალმა მსაჯებმა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო მატჩები იმსაჯეს. ამასთან, მივიღეთ დანიშვნა კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის, სადაც, ასევე ისტორიაში პირველად, ექვსივე მსაჯი, მათ შორის, ვიდეო რეფერი და მისი ასისტენტი, საქართველოდან იქნებიან. გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქართველი მსაჯები დიდ ტურნირებზე წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას".

GFF.GE

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა