ქართველ ლეგიონერებსა და მათ კლუბებს ნაკლებად წარმატებული პერიოდი უდგათ, განსაკუთრებით, ტოპლიგებში (სამწუხაროდ, მიქაუტაძე ფორვარდის პოზიციაზე ვერ ვიხილეთ). ტურის გახსნის პატივი გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს) ერგო - "სელტა" VS "ვალენსია" 3:1("მამარდამ" პენალტი მოიგერია). პარასკევსვე დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუესა" და "ელფსბერგს" (3:2. ბუდუს საგოლე პასი) შორის. ყველაზე გვიან, დღეს, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ვისაც ვაჟის შეძენას ვულოცავთ!.. "კვარას" გუნდს საშინელი სტარტი ჰქონდა და ვითარება გამოსასწორებელია, ჩვენებურს კი როგორც ქართველი, ასევე იტალიელი გულშემატკივრების ხასიათზე მოყვანა ჩვევია.

ნეაპოლელებმა, რომლებიც ჩემპიონობის შემდეგ ევროტურნირებზეც ვერ გავიდნენ, პირველ ტურში "ვერონასთან" (0:3) წააგეს. ანტონიო კონტეს გუნდი ახლა "ბოლონიას" უმასპინძლებს.

სატრანსფერო ქაოსი ჯერ სახეზეა. ვიქტორ ოსიმენს აქაურობა კვლავ არ დაუტოვებია, რომელუ ლუკაკუს მოსვლაც იგვიანებს (მომავალ კვირაში იგეგმება) და შესაბამისად, ფორვარდის პრობლემა არსებობს.

"ფიორენტინაში" საკმაოდ წარმატებული (ორი ევროტურნირისა და იტალიის თასის ფინალი) მუშაობის შემდეგ, ვინჩენცო იტალიანო ეცდება, "ბოლონიას" საკუთარი ხელწერა დაატყოს. მოგეხსნებათ, ტიაგო მოტა "იუვენტუსში" გადავიდა. ბოლონიელები ფეხბურთელების მხრივაც დასუსტნენ, კალაფიორს "არსენლაში", ზირკეს კი "მანჩესტერში" ვხედავთ.

პირველი ტურის შემდეგ, ნეაპოლელების მთავარი სიახლე დავიდ ნერეშია. ის ახალ ტაქტიკაში მატეო პოლიტანოს ალტერნატივად უნდა მივიჩნიოთ. ცნობისთვის, მატეოს 21709 პროფესიულ წუთში 61 გოლი აქვს გატანილი, მასთან ერთად კი 40 შედეგიანი პასიც შეასრულა. პოლიტანო სულ ოცდაათჯერ გააფრთხილეს.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "ბოლონიას" ვეღარ შეუტევს...

ანტონიო კონტეს შედეგი აუცილებლად სჭირდება, რადგან მისი ურთიერთობა პრეზიდენტ დე ლაურენტისთან, პირველივე ტურის შემდეგ, აალებადი და კრიტიკულია. ამისთვის "ბოლონია" იდეალური ვარიანტი ნამდვილად არაა, დაძაბულ შეხვედრას ველით.

ხვიჩა კვარაცხელია წინა მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს და კარგად დავინახეთ, ის ამ გუნდში რამხელა განსხვავებას ქმნის. "კვარა" ეცდება, გაიტანოს და გოლი პატარა დამიანეს მიუძღვნას.

თუკი ახალწვეული ბონჯორნო სრულად მომჯობინებას ვერ შეძლებს, სასტარტოში ალბათ, კვლავ ჟესუსს ვიხილავთ, რომელიც აშკარად ცუდ ფორმაშია. კარგი არც კაპიტან დი ლოდენცოს ცენტრალური მცველობა ყოფილა. იმედია, სპინაცოლა იმ დონეს გვაჩვენებს, რომელსაც მისგან შეჩვეულები ვართ...

"ნაპოლის" "ბოლონიასთან" არ უჭირს, 35 მატჩიდან 20 მოუგო და 194 გოლი გაუტანა. გასულ სეზონში ჩვენებურის თანაგუნდელებს ბოლონიელთა კარი არ აუღიათ (0:2/0:0). მათთან 8 დაპირისპირებაში ვიქტორ ოსიმენს 5 გოლი აქვს გატანილი. საჩემპიონო სეზონში ქართულ-ნიგერიული კარგი და შედეგიანი კომბინაცია ვნახეთ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ტურინელი ლუკა პაირეტო იქნება. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც მან განსაჯა, როცა "ბოლონიამ" "მარადონაზე" (2:0) მოიგო. გასულ სეზონში ლუკამ ქართველის გუნდის სამ მატჩში იმსაჯა და სამივე ნეაპოლელებისთვის წარუმატებლად ( 1:1 "კალიარისთან" და 0:3 "ატალანტასთან").

ქართველების სხვა მატჩები:

იტალია, სერია ა:

დღეს

20:30 სთ, ტორინო (საზონოვი) - ატალანტა;

22:45 რომა - ემპოლი (გოგლიჩიძე).

იტალია, სერია ბ:

შაბათი, 22:30

სპეცია - ფროზინონე (კვერნაძე 78-ე წუთიდან) 2:1;

კრემონეზე (ლოჩოშვილი 93-ზე შევიდა) - კარარეზე 1:0.

ესპანეთი, ლა ლიგა 2:

შაბათი

19:00 ფეროლი - გრანადა (წიტაიშვილმა 72 წუთი ითამაშა) 0:1;

21:00 ლევანტე (ქოჩორაშვილი -90 წუთი) - კადისი 1:1.

საფრანგეთი, ლიგა 1:

შაბათი

19:00 ლიონი (მიქაუტაძემ მე-17 წუთიდან ითამაშა) - მონაკო 0:2;

23:00 სტ. ეტიენი (დავითაშვილი - 62 წუთი) - ლე ავრი 0:2.

ინგლისი, ჩემპიონშიპი:

შაბათი, 18:00

უოტფორდი (ჩაკვეტაძე - 90 წუთი, გააფრთხილეს) - დერბი 2:1.

ავსტრია, ბუნდესლიგა:

შაბათი, 21:30

შტურმი (კიტეიშვილი - 90 წუთი) - ალტახი 2:1.

გიორგი-ს
შედევროი...ვაი შენს პატრონს
გიორგი
დღეს არავითარი ვალდებულება! შენს დონეს არ დაუწიო და დატკბი შენი სამუშაოთი! კიდევ უამრავ ფინტს, ლამაზ გადაცემებს და შედევრალურ გოლებს გაიტან და ყველას გაგვახარებ! ვალდებულება მხოლოდ ნაკრების შემადგენლობაში!!! ხვიჩა, წარმატეტები!!!
რეალობა-ს
სერიოზული სქტა ხართ ხალხო.მიმიქარია ნარიმანის მრევლი.უარესები ხართ.მკურნალობაც დაგვიანებულია.ვინ ათრია ნაპოლი ნორმალურები ხართ?ტიპს აუტი არ მოუწვდენია ნორმალურად და მთელი სეზონი ზურგით ათრიეო...არ ვიცი ,მგონი თქვენ სხვა ფეხბურთელში გეშლებათ
ბესო
"ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა!" - კი, ასე ქენი კვარა, თავი არ დაზოგო, მერე რა, რომ შენზე პირდაპირ ნადირობენ და მსაჯები ამას "ვერ ხედავენ", ფეხიც რომ მოგტეხონ და კარიერა დაგასრულებინონ, გოლი უნდა გაიტანო, ეგ უვარგისი ნაპოლიც მთელი სეზონი ზურგით უნდა ათრიო (შარშანაც ამას აკეთებდი, ვინ დაგიფასა...), თახსირი ლაურენტესიც უნდა ასიამოვნო, რომელიც იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს დამსახურებულ ანაზრაურებას არ აძლევს და, ამავე დროს, გუნდში ახლახან გადმოსულ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაპოლის წინაშე არავითარი დამსახურება არა აქვთ, მილიონებს ურიგებს... ქართველებს და საქართველოს ნაკრებს რომ სჭირდები ეს არაფერი? სრულიად
რეალობა
ამ ინფორმაციას CalcioNapoli24 ავრცელებს.
რეალობა
ჯუღელი იტალიაში ჩავიდა. დღეს ან ხვალ აურელიოს შეხვდება.
საბურთალო
მშვენიერი ინფორმაციებია, მადლობა
რას პროფესორობთ და ცდილობთ ავტორს შევდომა უპოვოთ
134:35-ზე არის 3.8. რა ექვსი ხალხო, დატკბით ცხოვრებით
გია_ს
რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ნაპოლიმ ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ნაღდად ბოლონიას გაუტანა
bd
ჩაკვეს თამაშის ლინკი დადეთ
გია
არა მგონია ნაპოლის ბოლონიასთან თითო მატჩში საშუალოდ 6 გოლი გაჰქონდეს (35 მატჩი, 194 გოლი), _ სტატისტიკა შეამოწმეთ.
Რერო
ცენტრალუ მცველს თუ არ იმატებდნენ ნათანი და ოსტიგორი რატომ გაყიდეს? თან 3 ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა გუნდი. ბონჯორნო და რაფა მარინი არ ყოფნის საქმეს ფაქტია. მოკლედ ვერ გავიგე რა ხდება ამ კლუბში.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა