"ალ აჰლი" "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და შეთავაზებებს კვლავ ევროპული კლუბებისგან ელოდება.

რომანოს ინფორმაციით, "ალ აჰლი" მზადაა "პარტენოპეის" ოსიმენის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, ნიგერიელის მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსიც" იჩენს.

gel-100
ვერ გავიგე პსჟ 90-100 მილიონს იხდიდა, ჩელსი ლუკაკუს პლიუს 60 მილიონს და მგონი არსენალი საერთოდ იმ თანხას იხდიდა რაც ნაპოლის უნდოდა უბრალოდ ფეხბურთელის მადა აღმოჩნდა ნამეტანი რაც არსენალმა არ გადაუხადა და ეხლა ესე უცებ 65 მილიონზე არის თანახმაო რამდენათ მართალია არ ვიცი, თან ამ ყველაფერს სპორტალი გვიყვებოდა განა სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა რაღაცები კიარ წავიკითხე და ერთად მოვაგროვე, სპორტალ გაგვარკვიე რომელია მართალი ამბავი რაც ადრე დაწერე თუ რაც ეხლა?? გასაგებია რეიტინგზე ჩალიჩობთ მარა ყველანაირი ტყუილის და უნამუსობის ფასაად?? ალბათ ამ კომენტარსაც არ დაბეჭდავთ ისე როგორც სხვები არ დაბეჭდეთ სადაც თქვენს აფერისტობაზე ფაქტებით ვწერდი
კნოპსი
ამ დე ლაურენტისს რომ დედას უტრიალებთ, ნეტავ საქართველოში იყოს ვინმე მსგავსი. ტიპმა გაკოტრებული გუნდი ჩემპიონი გახადა და კიდევ რამდენს ხარჯავს მიმდინარე ტრანსფერებში. ბიზნესმენია და ფულზე რატომ არ უნდა ფიქრობდეს, ცოტა უცნაურია.
Levani
მოუწევს ამას სადღაც ესპანიოლში გადასვლა. ისე გაბერილია ეს ფასები 2002ში დაიწყო იდიოტური 50-100 მილიონების გადახდა რეალმა და მას მერე გახდა ფეხბურთი საზიზღრობა. ფეხბურთელის ფასი 10-15 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს. ხელფასებიც გაბერილია მაქსიმალური 1-2 მილიონი წელიწადში და ეგაა. 100 მილიონიან ფეხბურთელს რო ყიდულობ და ათამაშებ 2 მილიონიანი ფეხბურთელის წინააღმდეგ იმან 50 გოლი უნდა გაიტანოს ერთ თამაშში-მარტივი მათემატიკაა. ამაშია საქმე და აქ ჩანს რომ ეს თანხები გაბერილია. შედეგად კრიზისში 80% გუნდების, ჭაბურღილების პაექრობა ტიტულებისთვის და საზიზღრობა. გუნდებმა თავისი სტილი-სახე დაკარგეს,პლეისთეიშენივით გახდა უკვე
zura222
ოსიი არ წახვიდე არაბეთში თორემ შენ მოგიწევს ჯუღელისთვის ბოდიშის მოხდა !დარჩი ნაპოლიში და გაატყავე ის ვირთხა ლაურა ! მინიმუმ 160 მილიონს რომ დაკარგავს მერე ერთად ვიცინოთ D
porto
საღოლ ჯუღელი!! ზუსტად არ დაასვა!!
რეალობა
კარგი გუნდი არ გადაიხდის ოსიმენში 130 მილიონს. ცუდი ხასიათის პატრონია. ნიგერიის ნაკრებშიც ყველასთან კონფლიქტები ჰქონდა.
მირიან
მომავალ წელს კვარაც პრაქტიკულად უფულოდ წავა. ასე იცის ნამეტანმა ღორობამ.
sandrex
ხოხ,ეგ კარგი,ვთქვათ ნახევარი ნაღდი ნახევარი გათეთრებული,მაგრამ მეორე გუნდს რომ დაუფიქსირდა საბუთებში ვთქვათ 50 მლნ. მაგრამ სინამდვილეში ნახევარი აქვს გადახდილი,ფინანსური ფეირ-პლეი და ა.შ.აწყობს იმ მეორე გუნდს ორმაგი თანხის დაფიქსირება???მაგ შემთხვევაში როგორ არის აბა ისიც ახსენი?
alexandre
მადლობა. ამ ხნის კაცი ვარ და ჩემით ვერ მოვიფიქრე ეს 65 ლიმონი როგორ თქო. მშვენივრად ამიხსენი.
ბადრი
ლაურენტისს რომ არც ნაპოლი და საერთოდ არც ფეხბურთი ადარდებს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთავარია ფული გააკეთოს. იმიტომაა ნაპოლი ამ (ცუდ) დღეში.
ქომაგი
ეს ის მომენტია, როცა ევროპაში ყიდი ფეხბურთელს, 130 მილიონს ასაჯაროვებ და ნახევარი თანხაა გადახდილი რეალურად, დანარჩენი ფულის გათეთრების ოფციაა და სულ სხვაა, როცა არაბეთში ყიდი, იქ ოფიციალურად გიხდიან 65 ლიმონს, მაგრამ ხელზე (გაუჭირდებათ!!!) კიდევ გიმატებენ მეორე ამდენს, რომ ადგილობრივ გადასახადებს დაუმალონ და მერე შენ ამ ჩრდილოვან ფულს ისევ ევროპული ტრანსფერებით ათეთრებ, როცა ვიღაც კაიუსტეს და კიდევ მისნაირებს გაყიდი ვითომ 30 ლიმონად და სინამდვილეში მხოლოდ 15 ლიმონს გიხდიან. 15 მათი, 15 - გათეთრებული და მართლა 30 ლიმონი გაქვს. არაბიც კმაყოფილია, კაიუსტეს მყიდველიც, კაიუსტეც და ლაურენტისი ხომ კმაყოფილია და კმაყოფილია, თვლას ვერ აუდის ეგ შობელძაღლი კრიჟანა.
მირო
ვერ გავიგე,130 მილიონად ვყიდითო და 65 მილიონზე როგორ შეთანხმდნენ???ნახევარ ფასში აძლევენ???რატომ,რა დააშავა ასეთი???
გიორგი
მაღალი დონის კიარადა უმაღლესი დონის ყოფილა მან გასულ ჩავარდნილ სეზონზე იმდენი ფული იშოვა კვარა და ოსიმენი სულ რომ უფულოდ გაუშვას მაინც მოგებული იქნება
Irakli
ინფორმაცია ოსიმენის გაყიდვაზე კიდევ ბევრჯერ შეიცვლება!
ზეზვა
სიმპსონების პონტშია:).
შოთი
დი ლაურენტისი არ აღმოჩნდა მაღალი დონის ბიზნესმენი. თუ ოსიმჰენის და ხვიჩას გაყიდვით დიდი თანხის მიღება სურდა, საჩემპიონო სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაეყიდა, რადგან ზენიტში იყვნენ და "თეთრ რაშზე" ისხდნენ. იმავე შედეგის მიღება "ნაპოლისთვის" ურთულესი, შეიძლება ითქვას, მიუღწეველია. შესაბამისად, ამ ორი კარგი ფეხბურთელის ფასი აღარ მოიმატებს, კლებისკენ კი წავა.
გენა
იმდენი ქნეს და იმდენი აურიეს, რომ ეს ტიპი თავიდან მოთხოვნილის ნახევარდ ფასად გაყიდეს ბოლოს. ამდენს ჩელსიც გადაიხდის, რაღა საუდის არაბეთი.. ლავრენტი აგრძელებს ჯიუტობას და მავნებლობას.
ბოჩია
ასეთ ახალგაზრდას რა უნდა არაბეთის ლიგაში. დროზე ადრე ამთავრებს კარიერას? კი ფული ექნება
მერაბი ბებია
დინამო თბილისს გამოადგებოდა ახლა იჯარით აბა ვიკტორ გელით
ლევანი
ახლა იმდენი ქნეს ფეხბურთელსაც აფუჭებენ და თან ზარალობენ, ამას სჯობს დაიტოვონ ერთი წლით და იმ ასი წლის ლუკაკუზე უარი თქვან. კონტეს ახირება მგონია, ი=უნახავს ლუკაკუს ადგილს, როცა ეს ათი თავით უკეთესია საუკეთესო წლების ლუკაკუზეც კი
გიორგი
ჯუღელზე ამბავი იმის გამო არ ატყდა რომ ტყუილი თქვა ან სიმართლე, საერთოდ არ იყო მაგის საქმე ოსიმენის ტრანსფერზე კომენტარი ეკეთებინა, მითუმეტეს კვარა და ოსიმენი თანაგუნდელები არიან და ძალიან არაკორექტული იყო მისი მხრიდან. სპორტული ჟურნალისტი რომ ყოფილიყო, მაშინ შეეძლო რაც უნდოდა ის ეთქვა
alexandre
რაღაც ნამეტანი დავიბენი! ჩელსის 130 მლნ ზე ქვევით 1 ცენტიც არ დააკლოო ლაურენტისმა, და არაბებს გაუნახევრა, ანუ 65 მლნ დისკაუნტი?!!! რაღაც ნამეტანი არეული ინფორმაციაა :DDD
დათო
ხუმრობს....
sandrex
აკი ვამბობდი,ეს რეალურად იმ თანხის ნახევარი ღირს რაც კონტრაქტში ჩაუწერეს გამოსასყიდად-თქო,მაგრამ ნუთუ ევროპული კლუბები არ იხდიან იმ ნახევარსაც?მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ კარგ თავდამსხმელად წარმოჩინდა ნაპოლიში,აზროვნებაზე და სათამაშო ინტელექტზე მკვეთრად ეტყობა რომ ტიპიური უტვინო ზანგია!
bd
იმდენი იხვანცალა სულელმა ლოურენტისმა 70 ვერ გაყიდა :))
სოსო
ჰოო,არაბებმაც დაინახეს,დე ლაურენტისი გაჭედილია და შეთავაზებული ფასი გაუნახევრეს!მაგ ფასში,ევროპული გუნდებიც იყიდიან,თუ ხელფასის გამო არ დაამუხრუჭეს.ოსიმენის თანხმობის გარეშე,ვერც არაბებს მიჰყიდის,დე ლაურენტისი და ისე მოჩანს,რომელიმე ბრიტანული კლუბი წაიყვანს,კიდევ უფრო ნაკლებ ფასად,მაგრამ ოსიმენის თანხმობით.მისი ხელფასის პატრონს,სულ წკიპურტით შეუძლია მომავალი გუნდის არჩევა.მანამდე კი,ბეილივით,გოლფის თამაშში დაოსტატდება,თუ რა თქმა უნდა მისთვის მოსაწონი ვარიანტი არ შესთავაზეს.
Givi
დიდი პროფესორობა არ უნდოდა მაგ ამბავს 130 მილიონს არცერთი ევროპული გუნდი გადაიხდის ოსიმენში გარდა არაბებისა (ეგენიც არ იხდიან მაგდენს), ეგ თქვა ჯუღელმაც მაშინ რომ ატყდა ამბავი.
kesha
ეს თუ საუდის არაბეთში წავიდა მართლა ბრავო ჯუღელს, როდის თქვა საუდის არაბეთში წავაო ჟუღელამ (მართალია მაგის საქმე არ იყო მაგრამ... მაინც)
Tt
ჯუღელი არის უძლიერესი აგენტი ევროპაში
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა
"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
რომანო: "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ - ოსიმენს არაბეთში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
გილმორი "ნაპოლიში" გადადის - ოსიმენმა თავად არ იცის, სად მიდის
"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს