<p>"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.</p><p>მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.</p><p>წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.</p><p>შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.</p><p><p><p><p><br></p>
zura222
შენ დღის კლუბში დადიხარ? ვინ გეკითხება ოსიმენი სად წავა და სად არა?
Skeleton
იცით მარადონას შვილმა რა სიტყვები დაწერა კვარაზე? "ფენომენი", "გენიოსი","მარსიანელი"ო. აი ქართველებს კი უტყდებათ და ეუხრხულებათ ამ სიტყვების თქმა. იქნებ მიზეზი საკუთარ თავებში მოვიძიოთ ყველამ, ზოგ ახალგაზრდას იმიტომ გვეუხერხულება, რომ ვინმე დივანზე წამოწოლილი მუტრუკი დაგვიჰაჰავებს ან შეურაცხყოფას მოგვაყენებდ, იიი არსად დაგეკარგოთ და მსგავსი ეპითეტებით შეგვამკობენ, ზოგს პირადი ბოღმა ამოძრავებს და ნებისმიერ ბურთის გამგორებელს შეაქებს მის ჯიბრზე, ოღონ კვარაცხელიაზე არ წამოსცდეს დადებითი და ვინმე ჭ კლასის ფეხბურთელს დააყენებს მასზე მაღლა, ზოგიერთს კი უტყდება და არ ჰგონია თუ კი შეიძლება ქართველი მსოფლიო დონის იყოს და გაუთანაბრდეს იმ დიდ ფეხბურთელებს, ვინც თავის დროზე მაღალ პედრსტალებზე თავადვე შემოასკუპა. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს არ ერიდება თავისი ემოციების და აღფრთოვანების გამოხატვა. როცა სხვისი ნიჭით უსაზღვრო აღფრთოვანება შეგიძლია ესე იგი თავისუფალი ადამიანი ხარ. ასე რომ ნუ ვაკომპლექსებთ ერთმანეთს. ადამიანს იმის უფლებაც აქვს, კვარაცხელიას მაგარ ფეხბურთელად არ თვლიდეს გულწრფელად, მაგრამ ვისაც გვიყვარს, გვიხარია და ვტკბებით მისი გამოჩენიდან დღემდე მისი თამაშით, იმათ მაინც დაგვაცადონ. რამდენი ცუდი მომენტიც არ უნდა დაუდგეს კარიერაში, ნამდვილი გულშემატკივარი სულ მის გვერდით ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა მისი ჰეითერი. ხვიჩას ვურჩევდი, მხოლოდ იმაზე გააკეთოს აქცენტი რამდენი ადამიანი აფასებს და არა იმაზე, რამდენი ჰეითერი ჰყავს. ზუსტად ეგაა ვარსკვლავობის საფასური, რაც უფრო მაღლა ადიხარ მით უფრო მეტს ეზიზღები. იმედია ამას მალე გაითავისებს და არც მიუშვებს ბოროტულ კომენტარებს ახლოს.
ლადო
მე ის მიკვირს რატო ნერვიულობთო რო წერენ. ბიჯო ფულის რაოდენობა კი არ გვაბრაზებს, ჩევნიანის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა საწყენი. აბა ოსიმენს ჰქონდეს 4 მილიონი და ხვიჩას, თუნდაც 3.5, ხმას არ ამოვიღებდი მე პირადად, არადა ნიგერიელზე მეტი ეკუთვნის
მირზა
კინტრაქტი არ გაგრძელდება. ლაურენტისი თავის ღორობამ დაღუპა.ხვიჩასთვის შარშან 4 მილიონი რომ გადაეხადა, დათანხმდებოდა.ეხლა 10 მილიონზეც არ დათანხმდება, რადგან მომავალ წელს პრაქტიკულად უფასოდ წავა.ფიფას კანონით ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტის დარღვევა სამ წელში შეუძლია, თუ ორი წლის ხელფასს გადაიხდის. ასე რომ მომავალ წელს ლაურენტისი მიიღებს 2.4 მილიონს.ხვიჩა კი 50-100 მილიონს ჩაიჯიბავს.
იასონას უდარი
ჩემი რჩევა ასეთია,არ გაახანგძლივო,დარჩი ისევ იმ ხელფასზე და გაისად დატოვე კლუბი.ხვიჩას კონტრაქტი უკვე დიდი ხნის წინ უნდა განახლებულიყო,ჩემპიონობის შემდეგ უნდა გაეკეთებინა ნაპოლის ეგ ამბავი,თუმცა აგერ ჯერაც არ სთავაზობენ სოლიდურ კონტრაქტს. ამიტომაც უმჯობესი იქნება არ მოაწეროს ხელი და გაისად წავიდეს. აქ იკითხეს,თუ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი იქნება ხელფასი და რატომ გგონიათ ესე? ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი მეზობლის კარგად ყოფნა დ გამდიდრება,ამით მე არაფერი მაკლდება. ასევე,მნიშვნელოვანია რო ქართველები ფულიანი ხალხი ვიყოთ,ხვიჩაც ქართველია და შესაბამისად,მისი კარგი ცხოვრება მე არაფერს დამაკლებს. ეგეც რო არ იყოს,უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. რა გვარია სერბი კალათბურთელი,რომელმაც ფაიზერი დოზები შეიძინა და თავის ქვეყანას გაუგზავნა. კი არ მჯეროდა ამ ფაიზერ მაიზერების,მარა ფაქტი დასაფასებელია. კიდევ ერთი,ხვიჩას მოტივაცია არ დაკლებია,რატომ გგონიათ ასე? ბოლო თამაშშიც ვნახეთ ეს ამბავი და კიდევ ბევრჯერ ვნახავთ. მოტივაცია დაკარგო ე.ი. ფეხბურთი მგწყინდა და ეს არ მოხდება. უბანში რას მიხდიან ხოლმე,მაგარი დაღლილი ვარ,მარა მაინც ვფაფხურობ ხოლმე,იმიტო რო მუღამი მაქვს,ფეხბურთის სიყვარული მაქვს და ა.შ. ხოდა,ხვიჩას რა დაუკარგავს მუღამს,ხელფასი? მეტი არ იქნას ეგრე იყოს,რადგან ასე ფეხბურთს თავს დაანებებს და ჭოკით ხტომაზე შევა.
Nicholas
შენ ფეხბურთის გარტყმაში რომ არ ხარ, იმაზეც გეტყობა, რომ არ იცი 12ო მილიონად რომ არ ყიდი ფეხბურთელს, იმას ორჯერ ნაკლები არ უნდა მისცე. მარა ნაცი ხარ, თან ერტუჯრედიანი და თან ბოროტი
nk
რატო ნერვიულობთ ნეტა 5'ს აიღებს თუ 7.5 მილიონს ? თქვენ კი არ გხვდებათ რამე )) ჯობს პირობები და გამოსასყიდი თანხა იყოს ადამიანური, ვიდრე უაზროდ მაღალი ხელფასი და კაბალური 1 მილიარდიანი გამოსასყიდით. დათანხმდეს 5 ლიმონს, ოღონდ 100 ლიმნიანი გამოსასყიდით (რომელიც 2025 ან 2026-იდან გაიხსნება) და ეგაა :) ჰო ნუ ბონუსებიც ხო იქნება 1-2 ლიმონი სკუდეტოზე/თასზე ან ოთხეულში მოხვედრაზე და ეგაა.
ემიგრანტი
როგორც მბაპე.მოექცა პსჟს ისე.უნდა მოექცეს გნიდა პრეზიდენტს უფასოდ წავიდეს 26 ის იქმება ამათი უსამართლო დდს
ჯეკო
ILO - სამწუხაროდ ამ ეტაპზე თავის თავს ვერ მიხედავს - 2027 წლია ზაფხულამდე კონტრაქტი აქვს ნაპოლისთან. ძალიან ცუდად კი ექცევიან მაგათი უნამუსო… მოტივიაციასაც უკარგავენ მაგით. ეგ ყ ელაფერი კი იმ აგენტ ჯუღელის “შემოქმედე ბა” მგონია. რაღაც უცნაური გარიდებით მოახვედრეს ბიჭი მანდ, ისევე როგორც წარსულში - რუბინში… ჰოდა არ არიან სულელე ი ის იტალიელები და ისე მასეთივე სტანდარტევით იქცევიან. ძალაინ უსამართლოდ რომ ექცევიან - თვითონაც ხვდება ხვიჩა რასაკვირველია და მაინც რამხელა მოთმინებას იჩენს. პატრონობა უნდა წესიერი და უნარიანი მაგ საქმეს.
G.LA
იტალიაში ისე მიეჩვივნე იაფ მუშა ხელს საქართველოდან რომ ბრილიანტი ჩაუვარდათ ქართული და აღქმა დაკარგეს.
ირაკლი
კარგად დაიწყე და ისე რა დაამთავრე. ხვიჩას და ლუკაკუს შედარება არაკორექტულია, მითუმეტეს ეროვნულ ნაკრებთა მიღწევების ჭრილში. მაგ ლოგიკით ზეპ მაიერი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და როგორც მოთამაშე ჯოჯრ ბესტზე ბევრად უკეთესია ვითომ? თუ საერთოდ არის უკეთესი.
აღელვებულ ქალბატონს
რატომ ნერვიულობთ, ქალბატონო?
მერაბი
ყყელაფერი შედარებითია, ILO ბატონო, ჩვენს ხელფასებზე სიტყვის გადატანა კი – დემაგოგია. ჯერ იმის მეასედი მოუტანოს ვინმემ დამსაქმებელს, რაც ხვიჩას ლაურენტისისთვის მოაქვს და მერე შეუდარე ხელფასები. ახლა საქმეზე: ოსიმენს 10 მილიონი, თან გამოსყიდვის პუნქტით და ხვიჩას მხოლოდ მაგის ნახევარი, მაგარი უსინდისობაა. შარშან ხვიჩა, მიუხედავად სხვებთან შედარებით მიზერული ხელფასისა, თავის საქმეს ნორმალურად აკეთებდა, ოსიმენი და სხვა პარტნიორები – ვერა. მაგიტომ გავიდა დაცვამორღვეული გუნდი მე–10 ადგილზე და არა იმიტომ, რომ ხვიჩამ ლიდერობა ვერ შეძლო. ან რატომ უნდა ყოფილიყო ლიდერი, რა მოტივაცია ჰქონდა? ლიდერს ლიდერის შესაბამისი დაფასება უნდა, ჩემო კარგო. სხვა შემთხვევაში ლიდერი კი არა, ვირის მუშა გამოდიხარ. სხვის ფულს არავინ ითვლის, უბრალოდ გული შეგვტკივა ჩვენს საფეხბურთო იმედზე, რომ სასაცილო ხელფასზე დატოვეს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ახლა კიდევ ულტიმატუმებს უყენებენ. მე მის ადგილას იქით წავუყენებდი ულტიმატუმს: ან ღირსეული ანაზღაურება, ან იჯარით ან გაყიდვით სხვაგან გაშვება, თუ არა, ვითამაშებდი ხელფასის შესაბამისად და წელიწადნახევარში უფასოდ წავიდოდი. ლაურენტისი გიჟი კი არაა, იძულებული იქნებოდა დამთანხმებოდა P.S. ლუკაკუზე სრულიად გეთანხმები
რატი
1. რაც აქ გიწერია, იქიდან გამომდინარე დიდი შანსია, რომ შენ და შენნაირი ,,გენიოსები" იმასაც ფიქრობდით, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა, ამიტომ ჯერ საკუთარ არაადეკვატურობას მიხედე კვარაცხელიას მომავლის განჭვრეტამდე. ასე აჯობებს. :) 2. ლუკაკუს მიმართ უაზრო ლანძღვასთან დაკავშირებით კი მართალი ხარ. გასალანძღი მხოლოდ წუწურაქი ლავრენტი და ჯუღელია.
ხვიჩა
ხო თედორ არ დავთანხმდები. მეტს მოვთხოვ. რა კარგია რომ შემახსენე. 1€-ს შენც გაჩუქებ
ILO
კონტრაქტის პირადი პუნქტები მხოლოდ ხვიჩას საქმეა და რამდენი ხელფასი ექნება თქვენ არავინ გეკითხებათ თუ მას აწყობს ის თანხა რასაც სთავაზობენ მოაწერს ხელს არადა უკვეთეს ვარიანტს მოძებნის. არ სჯობია ჩვენში არსებული მათხოვრული ხელფასები გააპროტესტოთ იქ ნაპოლის მფლობლებს ხვიჩას 5 მილონიანი ხელფასისთვის ქოქოლას რომ აყრით........უფრო მეტიც აქ ისეთი არაადეკვატური ხალხი წერს ზოგიერთები, გაგიკვირდება აქ როგორ მოხვდნენ და საერთოდ წერას როგორ ახერხებენ-თვითონ განსაჯეთ: რომელო ლუკაკუმ კარში დარტყმა არ იცისო კვარასთან შედარებით ვინ მიგდიაოო-წერს ვიღაც ფეხბურთის ზნატაკი პატრიოტი და კვერს უკრავს ასევე ნახევარუჯრედიანი ათეულობით რეგვენი [საფეხბურთო გაგებით], არადა 30 წლის ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში,რომელიც ფიფას რეიტინგით მე-7-დეა 113 თამაში-83 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საგუნდო დონეზე ევერტონის,მანჩესტერის,ჩელსის,ინტერის და რომას მაისურით-301 გოლი გაიტანა მათ შორის -49 ევროტურნირებზე იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მას კრიტიკულ ასაკამდე მინიმუმ 5 სეზონი მაინც აქვს[-ივნისში გახლდა 31 წლის] სრულებიდაც არ არის გასაკვირი ასე თავგამოდებით რატომ ცდილობს ნაპოლი მის დამატებას, ხელფასსაც მეტს დაუნიშნვენ ვიდრე კვარას ბუნებრივია. ხვიჩას გასულ სეზონში უნდა ეთავა გუნდის ლიდერობა და ნამდვილ ვასკვლავად ჩამოყალიბებულიყო,მაგრამ ვერ ულიდერა და გუნდიც მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა, ამიტომაც კონტე ცდილობს ლუკაკუს დამატებას ნებისმიერ ფასად რომ გუნდი მის გარშემო ააწყოს....კვარას კი წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ არ მგონია 6 სეზონის შემდეგ ლუკაკუს ნახევარი მიღწევა მაინც ქონდეს-გამორიცხულია, ან ფიფას რეიტინგით ჩვენი ნაკრები როდესმე ათეულში შევიდეს.
თედორს - ს
ტყუილა ნუ ინერვიულებ, ხვიჩამ უკვე გადაწყვიტა ნაპოლიში დარჩენა
G.LA
ლუკაკო არსად გაგეცეთ ნაპოლიდან. ვიქტორსაც ხელფასი არ დაუგვიანოთ ღამის კლუბშია ბიჭი წასასვლელი. ხვიჩა თავის თავს მიხედავს.
თედორს
არ დათანხმდე ხუთ მილიონზე, მოითხოვე მეტი. თუ ხუთმილიონიან კონტრაქტს გააფორმებენ, ჯუღელი უნდა გავაძევოთ საქართველოდან.
დათა თუთაშხია
ლავრენტას ტრანსფერი რომ მოანდომოს, ეგაა ზუსტად აგენტის საქმე. თავისით არაფერს არ მოინდომებს. და დახურულ ფანჯარაზე, სულ რომ დონ კინგი ჩართო თავის საუკეთესო ასაკში, ისიც ვერ უშველის ვერაფერს. მაგ მიდგომით საერთოდ რა აზრი აქვს შეხვედრას, თუ მხოლოდ ლავრენტას მონდომებაზე ხარ ჩამოკიდებული.
ნიკი
რა მნიშვნელობა აქვს როდის შეხვდება? თუ ლავრენტიმ არ მოინდომა ხვიჩას ვერცერთი გუნდი ვერ იყიდის, იმიტომ რომ მოქმედ ხელშეკრულებაში არ უწერია გამოსასყიდი თანხა.
სოსო
დათა ბატონო,არ გეჩვენებათ რომ ჯუღელი,დე ლაურენტისის აგენტია,ხვიჩაზე მიმაგრებული?ყოველ ჯერზე,მის საქმეს აკეთებს და გამოძიების მთავარი პრინციპიდან თუ გამოვალთ,ვინც მისი საქციელით იგებს,მისი კაცი ყოფილა.
nikoloz
ყველამ თავის საქმის იცის მაგარამ ხვიჩას ადგილას მაგათ მათხოვრულ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა კაცი, იქ სადაც 2 დღის მოთრეულ ლუკაკს ( კარში დარტყმა რო არ იცის ) 8 მილიონს აძლევს მაგარი უსამართლობაა გუნდის ლიდერს 5 მილიონს რო სთავაზობს... დანარჩენი თვითონ იციან
რაო, ბებერიო ?
თქვენ აშკარად "არასრულწლოვანი" ხართ ! მაგის ასაკის და უფროსები, არაერთ ქვეყანას მართავენ, ზოგი ოფიციალურად, ზოგიც არაოფიციალურად. ჰოდა, ანუ ... :)))))))))
რეალობა
ბადრიმ უნდა გააგდოს ჯუღელი.
დათა თუთაშხია
გამაგებინეთ ვინმემ, ეს ჯუღელი სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ან დახურვის შემდეგ რომ ხვდება ლავრენტას უკვე მერამდენე ფანჯარაა, რისი იმედი აქვს? იდიოტი ბავშვივით ათამაშებს ის წუწურაქი - ფანჯარა რომ დაიხურება, მერე შევხვდეთო, შემოუთვლის და ესეც ქართულ ჯიგრულ პონტში თანხმდება. რისი იმედი აქვს, ძმა ხარ რომ მითმობ და მაგარ პრედლაჟენიას გაგიკეთებო, თუ რას ელოდება იმ არაკაცისგან?
ჯიმა
ვერ ვიგებ რა პონტში უნდა მოაწეროს ხელი და იყოს მაგ ბებრუხანას მარწუხებში. შესაბამისი ანაზღაურება რო ქონდეს ხო. არ უნდა მოაწეროს რო იძილებული იყოს ლავრენტა გაყიდოს მომავალ წელს, უფასოდ რო არ გაექცეს. წარმატებები კვარს♥️
SLR
კვარამ რაც გააკეთა ბოლო თამაშში, იმის მერე 5 მილიონი? არანაირი უპირატესობა ნაპოლის არ ჰქონდა ბოლონიასთან, გარდა იმისა, რომ კვარა ჰყავდათ გუნდში, რომელმაც მოიგო კიდეც თამაში. ესაა სუპერვარსკვლავი, რომელიც იგებს თამაშებს, შესამამისად 9-10 მილიონი უნდა ჰქონდეს, მინიმუმ. ვინაა ამაზე მაღალი კლასის სერია ა-ში?
ABARA
მოკითხვა ჯუღელს!
რეალისტი
უნდა დათანხმდეს თუ გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ჩიწერება.
რეალობა
ახალი აგენტი უნდა ნახოს ხვიჩამ.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ