ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე ნაზი პაიკიძეს შეეძლო მეწინავეებს მიახლოებოდა
ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე ქართველ დიდოსტატებს, ფაქტობრივად, ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩათ, რადგან შეჯიბრების დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ისინი ერთპიროვნულ ლიდერს - პერუელ დეიზი კორის 2,5-2,5 ქულით ჩამორჩებიან, არადა, გუშინ ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ნაზი პაიკიძეს შეეძლო მეწინავეებს მიახლოებოდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა შავი ფიგურებით კორისთან წააგო. დაზავდნენ ელენა სემიონოვა (რუსეთი) და ოლგა გირია (რუსეთი), კლაუდია კულონი (პოლონეთი) და როუთ რადმინი, გულნარ მამადოვამ (აზერბაიჯანი) შავი ფიგურებით ირინა ბულმაგა (რუმინეთი) დაამარცხა, ასევე, შავებით კუბრა ოზთურქმა (თურქეთი) და ინა აგრესტმა (შვედეთი), შესაბამისად, ნარმინ კაზიმოვას (აზერბაიჯანი) და ლხამსურენ უუგანბაიერს (მონგოლეთი) სძლიეს. ქეთი წაწალაშვილმა მაე ფრაინა (ფილიპინები) დაამარცხა.

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ: კორი-8, მსგავსი შეჯიბრების შარშანდელი მე-2 პრიზიორი გირია-7,5, სემიონოვა, მამადოვა, ოზთურქი-6,5-6,5 ქულა. 7 მოჭადრაკეს 6-6 ქულა აქვს. პაიკიძე და წაწალაშვილი 5,5-5,5 ქულით მეცამეტე-მეცხრამეტე ადგილებს ინაწილებენ.

ვაჟებშიც, ასევე, 8 ქულით სომეხი რობერტ ჰოვანისიანი მეწინავეობს. მის თანამემამულე სამველ ტერ-საჰაკიანს ნახევარი ქულით ნაკლები აქვს. 7-7 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს გირიშ კუშიკი (ინდოეთი) და დარიუშ სვირჟი იყოფენ.

დღეს მე-10 ტურის პარტიები გაიმართება:

გოგონები: ოზთურქი (6,5)-კორი (8), გირია (7,5)-მამადოვა (6,5), ბულმაგა (6)-სემიონოვა (6,5), ჰოანგი (6)-რადმინი (6), დოგოდკინა (6)-კულონი (6), აგრესტი (6)-მიჩელი (6), პაიკიძე (5,5)-კაზიმოვა (5,5), სარანია (5,5)-წაწალაშვილი (5,5); ვაჟები. ჰოვანისიანი (8)-ტერ-საჰაკიანი (7,5), სვირჟი (7)-კუშიკი (7), მარტინოვიჩი (6,5)-რობსონი (6,5), ედჰიბანი (6,5)-რომბალდონი (6,5), შიმანოვი (6)-დურარბეილი (6,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა