კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო. სამი მატჩი გაიმართა, აქედან ორი ფრედ დასრულდა, კიდევ, "დილას" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა - შინ დამარცხდნენ "იბერია 1999"-თან. ვნახეთ დუბლი, ავტოგოლიც.

დილა 1:3 იბერია 1999

იბერიელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს. "დილამ" კი მეოთხე ტურის მერე პირველად წააგო. ბოლოს ქუთაისში დამარცხდნენ "ტორპედოსთან" (0:1), ეს მოხდა 16 მარტს, მას შემდეგ კი ხუთთვენახევარი გავიდა.

თბილისელები 30-ე წუთზე უკვე დიდი ანგარიშით იგებდნენ. იური ტაბატაძის მიერ მარჯვნიდან გაკეთებულ პასებს მოჰყვა ჯერ გიორგი კოხრეიძის, მერე კი გიზო მამაგეიშვილის გოლი. მესამე ბურთი კი ისევ კოხრეიძემ მიითვალა შორიდან ძლიერი დარტყმით - 0:3. ეს კოხრეიძის მეათე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და მესამე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში თბილისელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან ოთარ მამაგეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. "დილამ" ბოლოს მოახერხა ერთი გოლის გატანა, კერძოდ, 18 წლის განელმა დომინიკ ამპონსამ ახლოდან შესძლო დარტყმა და 1:3.

კოლხეთი 1913 0:0 თელავი

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა. გოლი არ გავიდა. ფოთელები მეხუთე ადგილზე არიან, თელაველები კი - მერვეზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა. ისე, კახეთის გუნდმა მესამე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, ხოლო "კოლხეთი 1913" ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ისე, "თელავს" 10 გუნდს შორის ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი (17), მაგრამ ბევრსაც არ უშვებს (23).

დინამო თბ 1:1 სამტრედია

"დინამო თბილისმა" შინ 1:1 ითამაშა აუტსაიდერ "სამტრედიასთან". ორივე გოლი ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ გაიტანა, თუმცა პირველ ტაიმში მეტოქის კარში, მეორე ნახევარში კი - საკუთარ კარში.

მე-17 წუთი იყო, როცა ლეომ რატი არდაზიშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავური მიაყოლა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი მიითვალა. "სამტრედია" დიდხანს იგებდა, 71-ე წუთამდე... დინამოელთა გარემარბმა საბა სამუშიამ ითამაშა კარგად, დრიბლინგის მერე მწვავე პასი გააკეთა და ლეო ასუნსეუმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 1:1.

"დინამო თბილისი" მეშვიდე ადგილზეა. სხვათა შორის, ამ სეზონში "სამტრედიასთან" სამივე თამაში ფრედ დაასრულეს...

erovnuliliga.ge

ჟორჟიკ....
მაკარიძე - 34 წლის ჯინჯოლავა -24 წლის ჯგერენაია -30 წლის აგიაკვა - 22 წლის (ქართველი) კაპანაძე - 23 წლის ქარდავა - 29 წლის ო. მამაგეიშვილი - 21 წლის გ. მამაგეიშვილი - 21 წლის კოხრეიძე - 25 წლის ტაბატაძე - 24 წლის სილა - 30 წლის (ქართველი) 21 და 22 წლის უკვე თანამედროვე ფეხბურთში ახალგაზრდებად არ ითვლებიან, ბრძენი ხალხი ხართ ყველაფერი ყველაზე მაგრად იცით. რა აკრძალვა რეებს ბოდავ მიხედე შენ საქმეს და ფეხბურთი იზავს რამეს როგორმე
G.LA
ერთი გოლის გატანა, კერძოდ, 18 წლის განელმა დომინიკ ამპონსამ ახლოდან შესძლო დარტყმა და 1:3. დილას შედარებით დაკომპლექტებული გუნდი ყავს ყოველთვის მაგრამ 18 წ განელში განა რა პოტენციალი დაინახეს რომ ქართველს არჩიეს? ანსუ ფატის ასლია ასე ადრეულ ასაკში რომ წამოიყვანეს? ჯობია ქართველ ახალგაზდებს მისცეთ გზა. როგორც ხედავთ უკვე იმატა ჩვენმა ახალგაზდებმა იტალიაში და ესპანეთში.
Master
დიდი ბრძოლა იქნება ჩემპიონობისთვის.კარგი ისაა,რომ ის სამი გუნდი გამოიკვეთა მომდევნო ევროთასებისთვის,ვინც ასე თუ ისე ბრძოლობს და ერთ ეტაპს მაინც გაივლიან ხოლმე.სამარცხვინო დინამოებიდან ერთერთი ალბათ მაინც გავა თასიდან ევროთასებზე.ბათუმი საერთოდ 14 ფეხბურთელით დარჩა და არც არავის იმატებენ,როგორც ასლან ბალაძემ თქვა დიდ ხელფასებს ითხოვენ ქართველები.20 ფეხბურთელის შენახვის თავი თუარ გაქვს,რა პრეტენზიები შეიძლება გქონდეს?ასე იცის რუბინის კასირობამ და სამადლოდ გადმოგდებულმა კაპიკებმა.თუმცა ზურიკოც ხომ გაყიდეს,სად აორთქლდა ის 1-2 მილიონი?ტრანსფერში ამათ ფული არ გადაუხდიათ და ჩამოწერილი ფეხბურთელებს რა ხელფასს გადაუხდიან.რომ კითხო ბატონი არჩილი რომ არა დღეს ბათუმში ფეხბურთი არ იარსებებდა,ახლა კი არსებობს,მართალია სულს ღაფავს,მაგრამ ხომ არსებობს.
ჯუდო
ერთადერთი პოზიტივი ამ საქმეში ის არის რომ ხალხი დასაქმებულია.ამათ ისე რომ მოექცეს სახელმწიფო,როგორ მოქცევასაც იმსახურებენ,უმუშევრობის სტატისტიკა გაიზრდებოდა,ახლა კი ითვლებიან დასაქმებულებად,იღებენ ხელფასებს _ზოგი მოთამაშისას,ზოგიც მწვრნელისას და ასე
ჟორა გაბრიჭიძე
ხედავთ როგორ თამაშობს ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული იბერია? ამიტომ აუცილებელი მიიღოს ფედერაციამ გადაწყვეტილება, რომ მომავალი სეზონიდან სამ მოწვეულ ფეხბურთელზე მეტმა ერთ მატჩში ერთი გუნდის შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?