საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

6 სექტემბერს მატჩისწინა ვარჯიშს ნაკრები კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი თამაშის მასპინძელ "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე აკრედიტებული მედიისთვის სასტუმრო "სევსამორაში" საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

გურამ კაშია (ეროვნული გუნდის წევრი): "ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.

რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად".

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

6 სექტემბრის განრიგი

15:45 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო "სევსამორა", საგურამო)

16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ("მიხეილ მესხი")

18:00 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში ("მიხეილ მესხი", 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

nakrebi.ge

სიანზნაჯსნ
საქართველო - ჩეხეთი 0-3!
იბრუხ მართალი
დავიჯერო პროგრესს ვერ ხედავ ნაკრების ? გადახედე ახლო მომავალს კრილია სოვეტოვებში, ანჟებში და ათას ნაგავ გუნდში თამაშობდნენ. ნაპოლი, ლიონი, ვალენსია( ლივერპული ერთ წელში) და აღარ ჩამოვთვლი ჩემზე კარგად იცით პროგრესი და წინ სვლა არაა შენი აზრით ? . ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, ევროპას და მსოფლიოს ვერ მოვიგებთ დღეს მაგრამ განვითარება აშკარაა და მომავლის იმედს გვაძლევს. ამდენ პროფესორობას წარმატება მაინც გესურვებინა. რაც შეეხება ევროპას, დებიუტანტის კვალობაზე ძალიან კარგადაც გამოვედით.
დინამოელი
რა საიმტერესოა, საქართველოს ჩემპიონატის არცერთი მონაწილე არაა ნაკრებში. ეს ფაქტიურად ყველაფერზე მეტყველებს სამწუხაროდ
gel-100
და რა დრო იყო ეგეთი რო მოგნატრებია კიდეც?? შენ თუ კონკრეტულად ალბანელების ძლევა გიხაროდა არ ვიცი მარა ზოგადად ქართული ფეხბურთი და ეროვნული ნაკრები ძაან ცუდ მდგომარეობაში იყო და ალბანელების ძლევა რა გასახარია თუ მერე ყველასთან წააგებ და ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე გახვალ არ მესმის,, მე ის დრო მიხარია როცა ნაკრებს შედეგები აქვს ევროზე უკვე გავედით მალე მსოფლიოზეც გავალთ, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ნელა-ნელა ტოპ-5 ჩემპიონატის წამყვანი ფეხბურთელები ხდებიან და პერსპექტივა და მომავალიც ახლოშივე ჩანს, ჩვენი ბიჭები სერია-ას MVP-ობაზე აცხადებენ პრეტენზიას, იქით გოგლიჩიძის დებიუტი, აქეთ ქოჩორას ასისტები, ჩაკვეს შესანიშნავი საფეხბურთო ქამბექი, მიქაუტაძის კლასი და კიდევ გვარ სახელები რომლებიც ახლო მომავალში ჩვენს ნაკრებს გააძლიერებენ მაგალითად, სიგუა, კვერნაძე, ლორთქიფანიძე, კაიშვილი, დოლტმურზიევი, ბაიერნმა რო წაიყვანა ეგ ბიჭიც და კიდევ ბევრი ნიჭიერი ბიჭი რომელიც დიდ ფეხბურთს ითამაშებს მომავალში, ესენი იმიტომ ჩამოვთვალე რო მათზე მაღალი წარმოდგენა აქვთ ევროპაში თორე კიდევ 2-3 მაგდენის ჩამოთვლაც შეიძლებოდა, აი ეს დრო მიხარია და არა ის ერთხელ რო ალბანეთს ან ფარერებს მოუგებდით და მერე მთელი წელი ვაგებდით, ჩვენი ფეხბურთელები ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჟიკეთის, რუსეთის მეორე ლიგის, სლოვაკეთის ბოსნიის და მსგავსი არასაფეხბურთო ჩემპიონატების გუნდებში მირბოდნენ იმიტომ რო მეტი კლასი და გაქანება არ ქონდათ, შეადარე ეხლა ნაკრების დღევანდელი ფეხბურთელების კლუბები ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სადაც თამაშობდნენ იმ გუნდებს და მიხვდებით რატო აქვს ნაკრებს პროგრესი და რატო გვაქვს მეტის იმედი
იასონას უდარი
დაიწყო ისე უაზრო საუბრები,"რეალობას უნდა დავუბრუნდეთ","ძლიერი გუნდი კი გავხდით,მაგრამ" და კიდევ ბევრ უცნაურობას მოვისმენთ. თუ ძლიერი გუნდი გახდი,მაშინ ჩეხეთს სახლში უნდა უგებდე,იმას რო თავი დავანებოთ,ევროზე პლეიოფი მხოლოდ ჩვენ ვითამაშეთ ამ 4 გუნდიდან. თუ ქართულ მედიასაშუალებებს,მაყვალებს და ჯემალებს დავუჯერებთ ეს საოცარი შედეგი იყო საოცარი გუნდის შესრულებით,ხოდა ამ ჯგუფში უპირობო გამარჯვება ჩაითვლება წარმატებად,ხოლო ნებისმიერი სხვა შედეგი იქნება წარუმატებლობა.თუ მთელი ზაფხულის მოლოდინებიდან და საუბრებიდან გამოვალთ,საქართველო არის უკეთესი გუნდი,ვიდრე დანარჩენი სამი. კაშია ტოპ მცველი და სანიოლი საუკეთესო მწვრთნელი იყო,ვნახოთ,რამდენ ხანში მოითხოვენ კაშიას და სანიოლის ნაკრებიდან წასვლას. ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე ევროტურნირებმა აჩვენეს,ეს უნდა იყოს საზომი და არა სხვა რამე. ის რო სადღაც 16 გუნდში გახვედი,არაფერს ნიშნავს ამ მხრივ,როცა პროგრესს გვინდა დავუძახოთ რაღაცას. რეალურად,კარგი დაცვა ითამაშეს,ჩეხებმა ვერ გაგვიტანეს და პორტუგალიამ გვიჯიგრა,თან მამარდამ სასწაულები აკეთა. სხვა რა იყო საამაყო ამ ტუნრირზე,მიქაუტაძეს ოქროს ბუცი მისცეს,თუმცა ორი პენალტი გაიტანა და ჭაღარა ზანგის ზამენა არის ლიონში. ნუ საამაყოა ის ფაქტი,რომ ბიუჯეტის ფულით ბევრი ჩავიდა გერმანიაში და ფოტოები გადაიღეს,ისეთი ხალხი დავინახე იქ,რომლებიც გაგებაში არ არიან ფეხბურთის,თუმცა ე.წ. ცნობადი სახეები არიან და დაატარებენ ხაშლამასავით. ეს ნამდვილად საამაყო ფაქტი იყო,ვერაფერს იტყვი,თუმცა ქართული ფეხბურთის პროგრესს არ წაადგება. ხო მართლა,სიმართლე არავის არ სიამოვნებს,თუმცა სიმართლის თქმა,როცა გარშემო მხოლოდ ილუზიები და ტყუილებია,არის გმირობის ტოლფასი. დინების მიყოლა არის ლიფსიტების საქმე,დიდი თევზები დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ,იმის მიუხედავად,თუ რას იტყვიან ბიუჯეტის წურბელები თუ მათი ახლობელები.თუ ყველაფრის გამოყენებით გაიმეორებ შავი თეთრიაო,ადამიანების უმეტესობა დაიჯერებს და მართლა ასე ეგონებათ,ეგრეც არის. რეალობას უცვლიან ხელოვნურად,თუმცა მხოლოდ ერთეულები ხედავენ ილუზიების მიღმა სიმართლეს,თუმცა რად გინდა,საქართველოში ესეც მცირე რაოდენობის არის.
დიმა
გუნდში როცა გყავს, კიტე, ჩაკვე, ქოჩორა, კვარა და მიქაუტაძე, ნებისმიერი გუნდის დამარცხებაა შესაძლებელი, არა თუ ჩეხეთის, შანსები მაინც 50-50-ია, ოპტიმიზმის დიდი მიზეზი გვაქვს.
გიორგი
ეხ რა დრო იყო ალბანელებს რომ ვაფარჩაკებდით ხოლმე ))
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება