სანაკრებო მატჩები დასრულდა და ქართველი გულშემატკივრები მომავალ შეხვედრებს უკვე მოუთმენლად ელიან. ჩვენმა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს!.. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდება, 11 ოქტომბერს უკვე მორიგი დაპირისპირება გვაქვს, მანამდე კი ლეგიონერების კლუბებზე გადავერთეთ.

საკლუბო ფეხბურთი დატვირთულ ფაზაში შედის, ევროტურნირებიც იწყება (გიორგი გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება). სამწუხაროდ, სანაკრებო პაუზას ტრავმებიც თან ახლავს ხოლმე. მაგალითად, ახლა, მარტინ ოდეგორმა კოჭი დაიზიანა და "არსენალს" ვერ დაეხმარება, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია. წარმატებული მატჩების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების ძალების შესაბამისად აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენებურებიდან საქმეში პირველად ჩართვა მათ მოუწიათ, რომლებიც სანაკრებო მატჩებში შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ:

პარასკევი. კარლსრუე (ზივხივაძის დუბლი) - შალკე 2:0;

სენტ ეტიენი (დავითაშვილის საგოლე პასი) - ლილი 1:0.

ხვიჩა კვარაცხელიასა და უკვე საკმაოდ სახეშეცვლილი "ნაპოლის" მიმართ მთავარი ინტერესია. ნეაპოლელებს ცოტა უცნაური სატრანსფერო პოლიტიკა გამოუვიდათ, თუმცა მიწურულს გააქტიურდნენ, ოსიმენის "გალათასარაიში" გაშვებაც (იჯარით) მოახერხეს და საერთო ჯამში, ტრანსფერებში 100 მილიონზე მეტი დახარჯეს. ანტონიო კონტემ თავისი გაიტანა და გუნდი საფუძვლიანად გააძლიერა - ბონჯორნო, გილმორი, მაკტომინეი, ნერეში და ლუკაკუ. ასე რომ, ახლა მხოლოდ შედეგების დროა, რომელსაც პრეზიდენტი დე ლაურენტისი აუცილებლად მოითხოვს.

ხვიჩა კვარაცხელია კლუბში მცირედი ტრავმით ჩავიდა, თუმცა ის სათამაშოდ მზადაა. თუკი წინა შეხვედრაში რომელუ ლუკაკუ ცოტა დროით ვნახეთ, ახლა შეტევაში მისი და "კვარას" დუეტი სრულად ამოქმედდება. მოსალოდნელია, ნერეშმა სასტარტო თერთმეტეულში

პოლიტანო უკვე შეცვალოს. აი, რა იქნება მინდვრის ცენტრში, ჯერ რთული სათქმელია. ნეაპოლელებმა აქ ამბიციური ფეხბურთელები შეიძინეს, მაგრამ გუნდში მათ სრულ ინტეგრაციამდე კვლავ ლობოტკასა და ანგისას წყვილს ველით.

"ნაპოლი" მე-4 ტურის მატჩში "კალიარის" ესტუმრება - დღეს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

კონტეს გუნდმა 3 თამაშის შემდეგ 6 ქულა მოიპოვა და 5 გოლის გატანა შეძლო. სეზონის საშინელი მარცხით დაწყებას სიტუაციის გამოსწორება მოჰყვა, თუმცა "პარმასთან" მეტოქის მეკარის გაძევება რომ არა, არავინ იცის, რა მოხდებოდა. "კვარას" გოლი და საგოლე პასი აქვს და თითოეულ მატჩში უმაღლეს დონეს ავლენს.

ყველა რგოლში გუნდი გაძლიერდა, ახლა მეკარე ალექს მერეტის სტაბილურობასაც დიდი მნიშვნელობა ექნება.

"კალიარის" მწვრთნელმა დავიდე ნიკოლამ გასულ სეზონში სასწაული "ემპოლისთან" ერთად შეძლო, მანამდე კი - "კროტონესა" და "სალერნიტანაში". მიმდინარე ტურნირზე მათ ორი ფრე და ერთი მარცხი აქვთ და პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. ყოფილი ნეაპოლელი გაეტანო გასულ სეზონში აქ შედეგიანი იყო, ჯერჯერობით კი არ გამოჩენილა.

კვარაცხელია უკვე საკმაოდ გაძლიერებულ "ნაპოლისთან" ერთად...

გავიხსენოთ "ნაპოლის" გასული სეზონის დაპირისპირებები მაშინ ახლად აღზევებულ "კალიარისთან", რომელსაც ლეგენდარული კლაუდიო რანიერი წვრთნიდა. პირველ წრეში კვარაცხელიამ გამარჯვების გოლი ოსიმენის ძალიან მაგარი მოქმედებისა და პასის შემდეგ გაიტანა; რაც შეეხება მეორე მატჩს, გუნდში მწვრთნელი კალცონა ახლად მისული იყო და ნეაპოლელთა რიგებში დაულაგებელი სიტუაცია იყო. შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა, ჩვენ კი ხვიჩაზე ასე გვეწერა - "მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდებოდა, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა." დაგვეთანხმებით, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა.

"უნიპოლ დომუსზე" (16 416 მაყურებელი) ჩასატარებელი მატჩის მთავარი მსაჯი ფედერიკო ლა პენა იქნება, რომელიც "პარმასთან" მეოთხე არბიტრი იყო, ბოლოს კი "ნაპოლის" შეხვედრას 17 მარტს, "ინტერთან" (1:1) გაუძღვა.

დღეს კიდევ ერთ მატჩს გამოვარჩევთ, 22:45 საათზე გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "ლანსს" "სტად ბოლერ დელელზე" (38 223 მაყურებელი) ესტუმრება. ლიონელებმა მესამე ტურში, როგორც იქნა, გაიმარჯვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველი ფორვარდი მოედანზე აღარ იყო. "ჟორჟმა" ამის შემდეგ ნაკრებში გაიტანა. ახლა მთავარია, გუნდი ისევ ორფორვარდიანი ტაქტიკით რამდენად ითამაშებს და ამ ვითარებაშიც, იმ შეხვედრაში დუბლის ავტორს, ნიგერიელ ორბანს რამდენად ვიხილავთ. მიქაუტაძე გარკვეული ადაპტაციის შემდეგ გუნდს სრულყოფილად მოერგება, გვჯერა.

"ლანსი" ახლა კარგ ფორმაშია, ისე კი, "ლიონს" ბოლო ორი მატჩი მოუგო, მისსავე მოედანზე კი სულაც შეარცხვინა - 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი, ბასტიან დეშეპი, გასულ სეზონში "ლიონისა" და "მონაკოს" ძალიან მაგარ დაპირისპირებას (3:2) გაუძღვა.

დღეს სხვა მატჩებზე გვიან, ჩვენი დროით 23:00 საათზე, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ატლეტიკოს" ესტუმრება. "ღამურებს" 4 მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გიორგი მამარდაშვილს, ბოლო სანაკრებო შეხვედრებში შედარებით ნაკლები საქმე რომ ჰქონდა, დიდი ჯაფა ადგას.

ვალენსიელებს "ვანდა მეტროპოლიტანოზე"(70 460 მაყურებელი) თამაში ძალიან უჭირთ, ძალიან იშვიათად ფრეს თუ გამოჰკრავენ ხელს, ისე კი, საკმაოდ უშანსოდ აგებენ და ბოლოს 2011 წელს, ხოაკინის დუბლით (2:1) მოიგეს.

ბარახას საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ჰყავს და ვნახოთ, მომავალში "ლივერპულის" მეკარე "მამარდას" დახმარებით დიეგო სიმეონეს გუნდთან რამდენს მოახერხებს. შეხვედრის მთავარი მსაჯი ცეზარ სოტო გრადო იქნება, რომელიც ბოლოს "ვალენსიას" 16 მაისს, "სოსიედადთან" (0:1) წაგებულ შეხვედრაში მოემსახურა.

დღის სხვა შეხვედრებიდან ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" "აუსტრიასთან" სტუმრობასაც გამოვარჩევდით, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე "გენერალ არენაზე" (17 500 მაყურებელი) უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. 5 ტურის შემდეგ 12 ქულით გრაცელები ლიდერობენ, ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე კი 2 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

დღეს, 23:00 სთ. ესპანეთი. ლა ლიგა 2. ელჩე - გრანადა (წიტაიშვილი).

ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...

ქართველების კლუბების მნიშვნელოვანი და საინტერესო მატჩები 14 სექტემბერს:

ინგლისი. ჩემპიონშიპი. უოტფორდი (საგოლე პასი. ტრავმის გამო შეცვალეს. საბედნიეროდ, მძიმე არ აღმოჩნდა) - ქოვენთრი 1:1;

იტალია. სერია "ა". ემპოლი (გოგლიჩიძის 90 წუთი და კარგი მატჩი/საზონოვი სათადარიგო) - იუვენტუსი 0:0;

იტალია. სერია "ბ". კრემონეზე (ლოჩოშვილი დისკვალიფიცირებულია) - სპეცია 1:1;

17:00. იტალია. სერია ბ. ბრეშა - ფროზინონე (კვერნაძე სათადარიგო) 4:0;

18:15. ესპანეთი. ლა ლიგა 2. ლევანტე (ქოჩორაშვილმა 22 წუთი ითამაშა) - ელდენსე 3:1.

არჩილი
მარინი არცაა ნახსენები, არც სპინაცოლა. ბოლოს განხორციელებული ტრანსფერები უფროა და თან იმათ არც ათამაშებს, სპინაცოლამაც ვერ გაამართლა
ირაკლი
ბასილაშვილი ისევ არ ეხმარება ნაკრებს დევისის თასზე??
რეზო
"ნაპოლიმ" ზაფხულის ტრანსფერებზე 100 კი არა თითქმის 160 მილიონი ევრო დახარჯა: რაფა მარინი- 10 ბაზა + 2 ბონუსი; ბონჯორნო-35+5; ლუკაკუ-30+30% შემდეგი გაყიდვიდან; გილმორი-14+4; მაკტომინეი-30,5; ნერეში-28.
zura222
აუუუ ამ ჩვენი ბედიიის @@ ჩაკვემ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და საკაცით გაიყვანეს @(((( სულ არ გვინდოდა ის საგოლე პასი ოღონდეს ტრავმა არ მიეღო (( პორტუგალიურ ენაზე ვუყურებ და ბევრი ვერაფერი გავიგე რაც გავიგე ჯვარედინები ახსენა და თუ ღმერთმა არ ქნას მართლა მყესებია დამთავრდა წესით ამის თააში @((( რავიცი მაინც იმედი მაქვს რომ დაჭიმულობაა და 1-2 კვირას გამოტოვებს ((
რატი
მაინც გვეცა თვალი, ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე ჩანს
zura222
არიის ჩაკვეს მაგარი საგოლე პასიი !
ზვიადი
ორი კარგი მატჩია, მაგრამ ჩაკვეს ვუყურებ. მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მაინც გააკეთა, რაც იცის და ყვითელიც აკიდა
ქართველი ვაჟკაც-ს
გეთანხმები,წყალს გაატანეს ხალხის სიყვარული!!!
ქართველი ვაჟკაცი
ქართველ სპორტსმენებს ძაან ყვარებიათ ფული,ქართველ ხალხზე მეტად!!
ტოტტი
ამ სკაუტებს თვალები ტ**ში აქვთ? ქოჩორაშვილს მეორე ლიგის გუნდის სათადარიგოზე რა უნდა
არა და
შეიძლება მომეჩვენა, ნაგრან მეორე გოლიც "სხვებმა", გოლის ეპიზოდში მონაწილე პარტნიორებმა რაღაც სვანაირად, თითქოს გოლის ავტორზე მეტად იზეიმეს ... --------- ბუდუს გოლის განსაკუთრებული ალღო აქვს და ქართულ ფეხბურთში, რამაზ შენგელიას შემდეგ, ალბათ შოთა არველაძესთან ერთად, ამ მხრივ გამორჩეულია ...
კაჭკაჭიs
სად ხედავთ უცხოელთ მხრიდან ჩვენს მიმართ ინტერესის გაზრდას? ეგრე რომ იყოს რა უნდათ ჩაკვეს და ქოჩორას მეორე ლიგებში?
456
ის ორბანი მოაშორეს მეგონა ჟორჟს და ახლა წავიკითხე ვერ გაუყიდიათ. კიდევ ერთხელ ალბათ მიიღებს ჟორჟი შანსს, მარა ახლაც თუ ვერ გაიტანა მერე აღარ ვიცი.
ზვიადი
ბუდუ თითქოს ცუდ ხასიათზე იყო და რა მაგარი შეაგდო, რამდენ ფეხბურთელში მოქცეულმა
ქუთაისელი
GEL-100, სანიოლის პოსტის კომენტარზე დამიწერა უზრდელური კომენტარი - შენ ხარ კლავიატურის ვირთხა, არა, ვირთხაც არა, ვირთხის ფეკალია!
კაჭკაჭი
სასიამოვმო ისაა, ასეთი თამაშების მერე ინტერესი ყველას მიმართ რომ იზრდება. რა თქმა უნდა, კვარას და ნაპოლის ყველა განსაკუთრებით ელოდება, მაგას ვერავინ უაყოფს, მაგრამ ვინც აქაა ნახსენები, ყველა გვაინტერესებს. ყველაზე ვერ დაწერენ მაგრამ კაკაბაძეს, კაშიას, დვალს, ნონიკაშვილსაც კი უნდა დავაკვირდე
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი გადაიდო - "უდინეზე" "ლაციოსთან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა