სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა.

სტუმრებმა მეტოქეზე სახიფათოდ შეუტიეს და დი ლორენცომ მინასგან რიკოშეტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ლუკაკუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია. კვარაცხელია აქტიური იყო და მცველები რამდენიმეჯერ ეუხეშნენ. ფანებმა მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მსაჯმა თამაში 7 წუთით შეაჩერა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა პიკოლის არ გაატანინა. ბოლოს ხვიჩას კარგი პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა და და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კალიარის“ ორი რეალური შანსი მიეცა: მერეტმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ნაპოლი“, ხოლო მარინმა ბურთი ხარიხას გაარტყა. საწრაფი კონტრშეტევისას კი „კვარამ“ ლუკაკუს პასი მიიღო, დრიბლინგით სკუფეტთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ქართველის გადაცემული ბურთით ლუკაკუმ გაიტანა. მატჩის ბედი გადაწყდა და მწვრთნელმა კონტემ კვარაცხელიას, ლობოტკას და ლუკაკუს ნაცვლად მოედანზე მაკტომინეი, გილმორი და სიმეონე შეუშვა. კომპენსირებულ დროში ბონჯორნომ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და "ნაპოლიმ" გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“

კალიარი - ნაპოლი 0:4

გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 0:2 კვარაცხელია (66), 0:3 ლუკაკუ (70), 0:4 ბონჯორნო (90+3)

მამუკა
მართლა ოეე ხარ, ზუსტად შეეფერება შენი აზროვნება შენ სახელს, ფიორენტინა რა შუაშია, მადრიდის რეალზე მაქვს საუბარი. ცოტა მეტი კითხვა და განათლება გჭირდებათ ზოგიერთებს
tngh
ხვიცა შესანიშნავი იყო... შემდგომი წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
დავით 67
დავიწყებ იქიდან რომ საზიზღარი მსაჯობა იყო. უამრავ ბარათს იმსახურებდა მასპინძელი გუნდი. 100% დარწმუნებული ვარ რომ მათი მწვრთნელის დავალება იყო ხვიჩას განეიტრალება (დამტვრევა) პირველივე წუთებიდან უხეშობის ხარჯზე, რაც პირნათელი მცდელობა იყო პირველივე წუთებზე. ამაზე რატომღაც ხმას არავინ არ იღებს,მათ შორის არც ნაპოლის ხელმძღვანელობა. ამ საერთოდ ავუკრძალავდი მსაჯობას. კალიარი არის საშინელი გუნდი სერია ა-ში. გავარდებოდეს მაინც. ვისაც გახსოვთ შარშანდელი თამაში,( როცა ნაპოლიმ ხვიჩას წყალობით 2-1მოუგო ამ ყასაბებს) ,როგორ ჩეხავდნენ ხვიჩას, არ ერიდებოდნენ სახეში დარტყმებსაც კი. თანაც დამცინავად იღიმებოდნენ.წელს იგივე გრძელდება მსაჯები იბრმავებენ თვალებს. რაც შეეხება თამაშს მიუხედავად იმისა რომ 4-0 მოიგეს არ იყო გუნდი დამაჯერებელი. დაცვაში მაინც უშვებენ შეცდომებს. რომ არა ხვიჩას გატამწყვეტი გოლი,არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა მატჩი. ალბათ ჯერ კიდევ შეთამაშება აკლიათ. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ჩვენს ვუნდერკინდს.შემდეგ ტურში იუვესთან გამოჩნდება თუ როგორი მომზადება აქვთ. არ ვამბობ მატჩის შედეგზე არაფერს. თვითონ თამაშის ხარისხზე ვამბობ. მსაჯებს მიხედინ, აუცილებელია გაპროტესტება გუშინდელი მსაჯის მსაჯობა.პირველივე წამებიდან უნდა გაეფრთხილებინა ყასაბი მცველი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა .გამგები გაიგებს
მიშა
ეს 2 დისლაიქი პუტინმა და ბიძომ დაწერეს?
თამაზი
სველი პირსახოცივით კი არა, ძონძი კუკლასავით :)
roma bejanidze
ხვიჩა ყველა თამაშზე ამტკიცებს რომ საუკეთესო მოთამაშეა. წელს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ იტალიაში და ოქროს ბურთზეც წარადგენენ. ყველა სპორტში მეტ ნაკლებად წარმატებით გამოვდივართ იმიტომ რომ მივხვდით ჩვენ თუ არ დავაფასეთ ჩვენი თავი სხვა არ დაგვაფასებს. ყოველი ფეხბურთელის თამაშს როგორ ველოდებით და ვგულშემატკივრობთ. მერაბის ჩხუბის ყურება ერთი სიამოვნება იყო. მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება გაერთიანებული ქართველების ყურებააა. ერთადერთი ჩვენ გაერთიანებას აკლია აფხაზი და ოსი ხალხის რუსეთიდან დახსნა სრული ბედნიერებისთვის. მე ქუჩაში ვხედავ როგორ უყვარს ხალხს ერთმანეთი და ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს ვის როგორც შეუძლია. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. ღმერთი ჩვენსკენ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ნომერ პირველი ქართველი ფეხბურთელი! შენ გენაცვალე ხვიჩა!
იასონას უდარი
თამაშის დასაწყისში რო არ ჩაერტყათ,უფრო უკეთესი თამაში ექნებოდა.აშკარად,დისკომფორტს გრძნობდა პირველ ტაიმში,ვერ იყო მთლად თავისუფლად. გოლი და ასისტი მშვენიერია მაინც,უკეთესიც შეიძლებოდა. უკვე იმხელა ამბიცია გამიჩნდა რო გოლი და ასისტი აღარ მაკმაყოფილებს,იმიტო რო მეტი რესურსი აქვს.როგორც მერაბ დვალიშვილის შემთხვევაში,რო მოიგებდა ეგ ვიცოდი,თუმცა უფრო მეტად უნდა ეთრია სველი პირსახოცივით შომალი. მოკლედ,გილოცავთ,კარგი კვირა გამოდგა საქართველოსთვის. არ ვიცი,გახსოვთ თუ არა,თუმცა წლის დასაწყისში აქაც დავწერე რო ცვლილებების წელი იქნებოდა 2024 წელი და არის კიდეც. გარდატეხა მოხდა ქართველების აზროვნებაში,ჩვენი თავის პოვნის საქმეში დიდი ნაბიჯი გადაიდგა. სპორტი არის თუ სხვა რამე,სხვანაირი განწყობით ვმოძრაობთ,ყველას ეხება ეს ამბავი. ეს ძალიან კარგია,უნდა გაგვეცნობიერებია ოდესმე რო ჩვენ ვართ საქართველო და ამის მიხედვით უნდა გვემოძრავა. წარმატებები ყველა ქართველს,სპორტსმენს,ფერმერს თუ ემიგრანტს.სპორტსმენს ბევრი ტიტული,ფერმერს დაფასება და ემიგრანტს სახლში დაბრუნება.
Oee
ფიორენტინას ნაირ სიაფანდ გუნდებში რა უნდა იმის მაგივრად რომ გრანდებში თამაში უსურვო
მამუკა
კვარას გარეშე ნაპოლი ათეულშიც კი ვერ შევა, შეუძლია მთელი თამაში არაფერი არ აკეთოს, მაგრამ ათ წუთში ისეთ რამეს იზავს რომ თამაშის ბედს გადაწყვეტს, ერთი შენი თავი მანახა რა იასამნისფერებში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
აქ რო ვწერდი ლუკაკუ უფრო მაგარია ვიდრე შუარიანი და ტრიპაჩი ოსიმენითქო გამოვარდა სექტა და დამიწყო ფეხბურთის სწავლება. ოსიმენის სახელიც არავინ იცოდა ფეხბურთში და არც ეცოდინებოდა კვარაცხელია რომ არ გადასულიყო ნაპოლიში. ლუკაკუს სახელი ყველას სმენია .
konte
ლუკაკა უძახეთ და რა პასი გაუჩითა კვარას. გოლიც გაიტანა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან