კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა. ლიდერი "დილა" თბილისის "დინამოსთან" აგებდა და გაათანაბრა, აუტსაიდერმა "სამტრედიამ" კი იმერულ დერბიში "სამგურალთან" მოიპოვა ქულა.

დინამო თბ 1:1 დილა

გოლები ბოლო წუთებში გავიდა. ჯერ თბილისელებმა გაიტანეს, კერძოდ, გუნდის ავსტრიელმა დებიუტანტმა ნოსა ედოკპოლორმა ჩააწოდა და მცველმა ალექსანდრე კალანდაძემ დააწინაურა მასპინძლები. ეს კალანდაძის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

88-ე წუთზე კი "დილამ" გაათანაბრა. იმავე ნოსა ედოკპოლორმა თამაშის წესები დაარღვია შოთა შეყილაძესთან ორთაბრძოლაში და პენალტი ტაირელ ვაუტერმა აქცია გოლად - 1:1. ეს ვაუტერის მე-12 გოლია სეზონში, ბომბარდირთა დავაში მეორეზეა და ტორპედოელ ბიორ იონსენს ორი ბურთით ჩამორჩება.

"დილა" ლიდერია, თუმცა "იბერია 1999" და "ტორპედო" დაკარგული ქულების მხრივ უკვე გაუთანაბრდნენ. "დინამო თბილისს" რაც შეეხება, მეშვიდეზეა. გუნდმა ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოიგო.

და კიდევ, "დინამოში" დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების გამოცდილ მცველ სოლომონ კვირკველიას.

სამტრედია 2:2 სამგურალი

იმერული დერბი ფრედ დასრულდა. "სამტრედია" აუტსაიდერია და 7 ქულით ჩამორჩება მეცხრეადგილოსან "თელავს", ხოლო "სამგურალი" მეხუთეზეა...

30-ე წუთზე "სამტრედია" დაწინაურდა, ხანგრძლივი შეტევა დავით უბილავას პასითა და ინიგო მარტინის ცარიელ კარში გატანილით დასრულდა - 1:0.

თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს "სამგურალმა" ორი გოლის გატანა მოახერხა, ორი წუთის ინტერვალში... ძმებმა, ლუკა და ნიკა ხორხელებმა გაიტანეს.

ლუკამ ჯერ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მერე კი კონტრშეტევისას მეკარეს დაასწრო (შეჯახების ფასად) და იქვე გაჩნდა ნიკა ხორხელი, რომელმაც კარში გაგზავნა ბურთი - 1:2.

ნიკასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ის ისრაელიდან დაუბრუნდა "სამგურალს". რაც შეეხება ლუკას, მას 8 გოლი მოუგროვდა, აქედან 5 კი ბოლო სამ ტურში გაიტანა...

"სამტრედიამ" ქულის მოპოვება მაინც შეძლო. გიორგი ქველაძის ჩაწოდებულს მოჰყვა ფრანსუა ეკონგოლოს ერთი შეხებით დარტყმა და 2:2. ისე, ინიგო მარტინმა და ეკონგოლომაც წლეულს სამტრედიელთა მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალეს.

erovnuliliga.ge

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?