აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანი" ავსტრალიურ "ცენტრალ ქოუსთ მარინერს" შინ, ჯინანის "ლუნენ ბიგზე", ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს - 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისი იყო, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:1.

რაც შეეხება ბექა მიქელთაძის სამხრეთკორეულ "გვანჯუს", იაპონური "იოკოჰამა" 7:3 დაამარცხა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია. არადა, ბექა მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა.

აზიური და ევროპული ჩემპიონთა ლიგის შესახებ წაიკითხეთ აქ -

???-ს
სხვადასხვა სახელით წერთ კომენტარებს, სტილი იოლად იცნობა და ცდილობთ, რამე იპოვოთ, თან ვერ პოულობთ. ეს სტატია იდებოდა ოპერატიულად, მერე დაედითდა და სათაურში ყველაფერი უნდა დაწერონ? ან ვაკო სადაა, ეგ მაინც ხომ უნდა იცოდეთ. გაგიჭირდებათ ასე ცხოვრება. კიდე უპასუხებთ, დარწმუნებული ვარ

კი ბატონო დაარქვით ინტრიგნობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უეფას ტურნირია და ჩემპიონთა ლიგის სათაურებით რაც არის სიახლეები, იქაც უნდა ვიფიქროთ რომ შესაძლოა აზიის ტურნირზე იყოს ნიუსი?
???-ს
ძალიან პროფესიონალი ჩანხართ... ინტრიგნობაში))

სათაურში "აზიის" ინტრიგისთვის გამოტოვეთ თუ შეცდომით გამოგრჩათ. ორივე შემთხვევაში არაპროფესიონალიზმია.
დავით
დამიჯერე ვაკო არაფერს წყვიტავდა. მოსი ცოლის კრიმინალი ძმა ნოდიკოო ვერ გაძღა. ვაკო დარბის ნოდიკო ხარჯავს მის ნაოფლარს. ეს ის ნოდიკოა ნაკრების ფეხბურთელებს ფეხის დახვრეტით, რომ ემუქრებოდა
მეზღვაური
გაცილებით უკეთესი კარიერა შეიძლება ჰქონოდა ვაკოს,ამის პოტენციალი აშკარად იყო,მაგრამ არასწორად წაიყვანა მისი კარიერა,26წლის ასაკში აშშ-ში წავიდა სათამაშოდ და მანდ დასრულდა მისი ევროპული პერსპექტივაც. მისი პლუსი იყო ის,რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილი არ იყო,თან ეფექტური გოლები გაჰქონდა თითქმის ყოველთვის ნაკრებშიც.არ იყო ზარმაცი და რაღაც ტრიპაჩი ფეხბურთელი,მაგრამ სამწუხაროდ ამბიციურობა აკლდა,თვითკმაყოფილი იყო და არ ფიქრობდა პროგრესზე,რაც მისი კარიერიდანაც ჩანს. შევხვედრილვარ კომენტარებს,სადაც ზოგი მის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს,სკამიდან გაძლიერება იქნებაო.ჯერ ერთი,რომ იმ სკანდალის მერე ის თავად არ დაბრუნდება ნაკრებში და მეორეც ჩვენი ბიჭები უკვე ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ და როგორ გგონიათ ვაკო შეძლებს ამ ტემპში აყოლას? ეს 4 წლის წინანდელი დოინჯშემორტყმული ფეხბურთელების ნაკრები(ოქრი-ანანიძე-ვაკო-აბურჯანია) აღარაა.
ქ. გ.
GeoTeam-ის Instagram-ზე არის ყაზაიშვილის მეორე გოლიც.
რატი
არსად დევს ეს ნიუსი და ოპერატიულად გავიგეთ ყველაფერი, მატჩის პროცესში. მადლობა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
საკუთარი ნახევრიდან ირბინა და დამატებულ წუთებზე თავის გუნდს მოაგებინა - მიქელთაძის ლამაზი გოლი ავსტრალიაში [VIDEO]
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება - გოლს + პასი
ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ავტოგოლი საფეხბურთო ისტორიაში [VIDEO]
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში