ევროტურნირში “ქუთაისი 2010”-ის დებიუტი შედგა. ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში კოტე ტუღუშისა და კახა დარახველიძის გაწვრთნილი იმერული კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონ “ლევიცე პატრიოტის” შეხვდა და 87:111 დამარცხდა. რაკი ეს გახლდათ ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირი, ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს დაემშვიდობნენ და გადაინაცვლეს ფიბა-ევროპის თასზე, სადაც J ჯგუფში იქნებიან გერმანულ "ტელეკომ ბონთან", ბულგარულ "ბალკანთან" და "ბილბაო" (ესპანეთი)-"ნეპტუნასს" (ლატვია) შორის გამარჯვებულთან. ფიბა-ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის თამაშები 9 ოქტომბერს დაიწყება.

"ქუთაისი" ანტალიაში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში იმ გუნდებს შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ სეზონში საკუთარ ქვეყანაში ჩემპიონობა მოიპოვეს. სწორედ ამიტომ, როგორც ჩემპიონები, საკვალიფიკაციოდან გავარდნილი გუნდები ფიბა-ევროპის თასზე ინაცვლებენ. საკუთრივ ამ ტურნირზეც დიდია კონკურენცია და თუკი საკმარისი რეიტინგი არ გაქვს, ტურნირში მოსახვედრად ცალკე საკვალიფიკაციო უნდა გაიარო. ქუთაისელებს ამ გზის გავლა აღარ მოუწევთ და როგორც ვთქვით, პირდაპირ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, "ქუთაისს" მოგების შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეტოქე უსაშველოდ წინ არ გაუშვია. პირველი პერიოდის შემდეგ სლოვაკური გუნდი 9 ქულას იგებდა, დიდ შესვენებამდე კი ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდის წინ "ლევიცე" 16 ქულას იგებდა, მაგრამ ქუთაისელებს რესურსი არ ეყოთ თამაშის გადასარჩენად.

იმერულ კლუბში ორმა ლეგიონერმა ითამაშა – ელია ჯოინერი 23 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო. ჯოშ ფორტუნმა 17 ქულა დააგროვა, ქართველთაგან კი თავი ბექა ბექაურმა (12 ქულა), აკაკი დვალიშვილმა (12), გიორგი კორსანტიამ (11) და გიორგი სულაბერიძემ (10) გამოიჩინეს.

"ქუთაისი" ხვალ საქართველოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

GBF.GE

დათო
როდესაც ევროპული გუნდი 111 ქულას ჩაგიგდებს, ე.ი. დაცვა საერთოდ არ გყავს ან არ იცი დაცვაში თამაში.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა