ქართული საკლუბო კალათბურთისთვის გამორჩეული შედეგი დღეს დაფიქსირდა. ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში გამართულ ფიბა ევროპის თასის შეხვედრაში”ქუთაისი 2010″-მა 86:78 (სტატისტიკა) დაამარცხა ადგილობრივი “ბალკანი”. ასეთი რამ, რომ ქართულ კლუბს გასვლით შეხვედრაში ემარჯვოს, ბოლოს 2012 წელს დაფიქსირდა და ამ 2 გამარჯვებას კოტე ტუღუში აერთიანებს. 2012 წელს “არმიამ” გერმანიაში “გოტინგენს” რომ სძლია, თავდაცვის სამინისტროს გუნდს კოტე ტუღუში წვრთნიდა და ახლაც, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ტუღუში გახლავთ. “ქუთაისი 2010”-მა დიდებული დასკვნითი პერიოდი ჩაატარა, რომელიც 29:17 მოიგო და კერკეტი ბულგარელები მათსავე მოედანზე დაამარცხა.

ქუთაისელები გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ. სადებიუტო, მცირე ლიდერობას თუ არ ჩავთვლით, ქუთაისი ბოლო პერიოდამდე ჩამორჩებოდა. ბულგარული კლუბი კარგად იყენებდა სტუმართა დაცვაში შექმნილ სივრცეებს და საჯარიმოს ტერიტორიიდან ქულებს იხვეჭდა. პირველი პერიოდის შემდეგ ბულგარელები 19:11 იგებდნენ და 8-ქულიანი იყო სხვაობა დიდ შესვენებაზეც. მეორე ნახევარში იმერულმა კლუბმა ვითარება გამოასწორა, რაც დაცვაში კარგი თამაშის დამსახურება იყო. მესამე პერიოდის მოგებით ქუთაისელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს და მთავარი დარტყმა მეტოქეს ბოლო ათწუთეულში მიაყენეს.

მე-4 პერიოდში ქუთაისელებმა ცუდად ესროლეს საჯარიმოები (6 სროლა ააცილეს), თუმცა იმდენად კარგად გაისარჯნენ დაცვაში, რომ მოგების მოპოვება მოახერხეს. დასკვნით წუთებზე ქუთაისელებმა არაერთი ბურთი ჩაჭრეს, რის შემდეგაც სწრაფი შეტევების განხორციელების საშუალებაც მიეცათ. ტუღუშის გუნდმა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა და მეტოქეს შეტევებს ტაქტიკური ჯარიმებით აჩერებდა. ამის საშუალება ქუთაისელებს ბოლოსწინა წუთამდე ჯარიმის გარეშე თამაშმა მისცა.

თამაში ისე დასრულდა, ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა ბულგარელებმა წარმატების შანსიც კი ვერ მიიღეს. ქუთაისელთა გამორჩეული ლიდერი გიორგი კორსანტია გახლდათ, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართული კლუბის კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე ელია ჯოინერი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 16ქ ულა დააგროვა მარქილ სმიტმაც, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 10 ქულა და 4-4 მოხსნა-პასი დაგროვდა.

მომდევნო მატჩს ფიბა-ევროპის თასზე ქუთაისელები თბილისი არენაზე, 30 ოქტომბერს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვაკური “პრევიდზა” იქნება, რომელთანაც ქუთაისელებმა 2 კვირის წინ სლოვაკეთში ბრძოლაში წააგეს.

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა