ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სადაც ხვიჩაა, იქ ჩემპიონობა ისევ შესაძლებელია - საუკეთესოს ახლა კვარაცხელიასა და ლუკაკუს შორის აარჩევენ?!

სადაც ხვიჩაა, იქ ჩემპიონობა ისევ შესაძლებელია - საუკეთესოს ახლა კვარაცხელიასა და ლუკაკუს შორის აარჩევენ?!

როცა "ნაპოლიმ" ახალი სეზონი საშინლად დაიწყო, დავწერეთ - აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის; ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!.. ამაზე ერთ-ერთი მკითხველისგან ასეთი კომენტარი მივიღეთ - "აგვისტოს მარცხს არავითარი უპირატესობა არცერთ თვესთან ჩემპიონატისა არ აქვს, მარცხი მარცხია, ფეხბურთის ცოტა უნდა ესმოდეს, ექსპერტობას ვინც ცდილობს, ტრანსფერები უკვე გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო"... კი, იდეალური მანამდე იქნებოდა, თუმცა უკვე თამამად შეგვიძლია თქმა, რომ სასტარტო მღელვარებამ ნეაპოლელებზე დადებითად იმოქმედა; ამბიციურმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდი სწრაფად გააძლიერა, კონკურენცია გაზარდა, რაც ხშირად ხარისხის მატებას ნიშნავს და გამოსაფხიზლებელი დროულად გამოაფხიზლა. ფაქტია, საუბარი უკვე გუნდის საჩემპიონო შანსებზე დაიწყო, მინიმუმ კი - მაღალ ამბიციებზე.

ის, რომ ნეაპოლში სპექტაკლი არ დასრულდება და ფარდა არ დაეშვება, ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, დიდწილად კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. როცა გუნდში ამ დონის, გაქანებისა და შესაძლებლობების აღიარებული ლიდერი გყავს, ყველაფრის დაგეგმვა შესაძლებელია. "კვარა" დიდი ფაქტორია და ეს უკვე მსაჯის სასტარტო სასტვენამდე; ნებისმიერი მოწინააღმდეგის მწვრთნელის გეგმა და სტრატეგია მიზნამდე ქართველის გავლით მიდის. მოედანზე ხვიჩას ნებისმიერი გადაადგილებაც კი თამაშზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მეტოქის ფეხბურთელებს ხომ სწორება მის შესაძლებლობებზე აქვთ. ამიტომაცაა, უხეშობასაც რომ მოუმატეს. ბოლო მატჩი რომ გავიხსენოთ, პირველივე წამებიდან ეცადნენ, კვარაცხელია დაეძაბათ, მას სიფრთხილეზე ეფიქრა, თუმცა უარეს შედეგებს იღებენ. ამ დროს 77-ე ნომერში ზაზა ფაჩულიას ხასიათი იღვიძებს, პასიურ შეხვედრაში გაბრაზება შეუჩერებელს რომ ხდიდა...

"კალიარისთან" შეხვედრის შემდეგ საუკეთესოს დასახელება ლუკაკუსა და კვარაცხელიას შორის გაუჭირდათ. ეს იქნებ წარმატებული სეზონის ბოლოსაც ასე იყოს... ასე იყო ოსიმენის შემთხვევაშიც, ნანატრი სკუდეტოს მოგებისას... რა თქმა უნდა, ბელგიელის მნიშვნელობა დიდია, ისე ხვიჩას ლამაზი და დიადი პასებიც დაკარგავს ძალას და ვერავინ ისე ვერ შეუწყობს ხელს ხვიჩას შედეგიანობას, როგორაც რომელუ. ამის მიუხედავად, ისევე, როგორც ორი სეზონის წინ, ხვიჩას ფაქტორი ყველაზე დიდი გვგონია!.. ჯერჯერობით ვნახეთ ეპიზოდები, როცა ბელგიელს ქართველი მეტად და დაუფიქრებლად უნდა შეემჩნია, როგორც ამას ვიქტორი აკეთებდა, თუმცა დრო ყველაფერს სჭირდება.

წარმოვიდგინოთ ნეაპოლელი გულშემატკივრების დამოკიდებულება ქართველის მიმართ - ის ასოცირდება მონატრებული (33-წლიანი) სკუდეტოს დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად. ამის შემდეგ "კვარა" განსაცდელის ჟამსაც გუნდისთვის ბოლომდე იხარჯება, ისევ აქაა ისე, რომ მისი ხელშეკრულება არ უმჯობესდება და თუკი ახლა "ნაპოლი" კვლავ ამბიციურია, უპირველესად, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის აქ დარჩენას უკავშირდება, მათ "კვარადონასა" და "კვარავაჯოს".

გალაკტიონის ლექსი "გზა გამარჯვების":

ძველი მუხის ხე

ჩვენთანაა, ვით ძველისძველი,

ვით ძველისძველი

მეგობარი, მომსწრე ომების.

მას განუცდია

და წარშლია მრავალი წელი,

მრავალი წელი

განშორება-დამშვიდობების!

რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატში არსებულ ვითარებას, შეუძლებელი არაფერია - "ინტერი" ძველებურად მძლავრი აღარ ჩანს, "იუვენტუსი" კი ტიაგო მოტასთან ერთად რაღაც შთამბეჭდავს იწყებს. მის საბოლოო სახეს ამ სეზონშივე რამდენად ვიხილავთ, ისევე, როგორც თურქი ილდიზის დელ პიეროს გზით სვლას, გადაჭრით თქმა რთულია.

ვაკვირდებით და მოგვწონს, კვარაცხელია საკუთარ თავზე ბევრს რომ მუშაობს. მაგალითად, გასული სეზონის ერთი პრობლემა მოჭარბებული გაფრთხილებები იყო, რომელიც ნაწილობრივ მალევე მოგვარდა, ახლა კი ეს საკითხი აქტუალური საერთოდ აღარაა. არადა, რა რთულია მოითმინო, როცა გამეტებით გირტყამენ და მსაჯს ამაზე შესაბამისი რეაგირება არ აქვს; დავაკვირდეთ, როგორ მუშაობდა დაცვაში თუნდაც საჩემპიონო სეზონში და რა უნარები აქვს ახლა; ყურადღება მივაქციოთ "კვარას" თამაშში გუნდურობის ელემენტების გაზრდას...

ყველაფრის მიუხედავად, 77-ე ნომერი მუდამ სიახლეებსა და საკუთარი თავის სრულყოფაზე უნდა ფიქრობდეს და ასეცაა. მას შეუცვალეს პოზიცია, მის წინააღმდეგ მცველები თუ მეკარეები განსაკუთრებული დაკვირვებითა და მრავალფეროვნებით მოქმედებენ. მთავარი მაინც ისაა, რომ ხვიჩა აქაა, სკუდეტოს მოგება ისევ შესაძლებელია!..

• დათო

მანდამდე ოსიმენი ორი წელი თამაშობდა და რატომღაც მაშინ ვერ გახდა საუკეთესო ფორვარდი, საჩემპიონო ტიტული რომ მოიპოვეს მაშინ ოსიმენი როგორც გატანილ გოლებში ლიდერობდა ასევე სახიფათო მომენტების გამოუყენლობითაც ლიდერობდა, მას ძალიან ბევრ მომენტს უქმნიდნენ პარტინიორები მაგრან 3 დან 1 ს იტანდა.

• ქართველი

ნაპოლის ამ 33 წელში თუ უფრო მეტში რა ფეხბურთელები არ გამოუცვლია , რომელიმეს მოუგია სკუდეტო ? არა კვარას მიმართ კითხვებს ნუ სვავთ , ბიჭმა ერთხელ მოაგებინა და ახლაც აგებინებს. ი თქვენი ოსიმენი, ასევე იქნება ლუკაკუც. კვარაა მხიდ კვარა ფენომენი

• ფორინერი

რომელიღაც წელს, გუცაევს ყველაზე მეტი წითელი და ყვითელი ბარათები ჰქონდა დინამოში. სწორედ მაგ მიზეზით - მცველები რომ ეუხეშებოდნენ, მსაჯები ატარებდნენ და არ სჯიდნენ. გუცაევს რომ ყელში ამოუვიდოდა და გააპროტესტებდა, მსაჯები მას აძლევდნენ გაფრთხილებას. აბა, ბუბნოვი და მისი მსგავსები მინდორზე რომ გამოვიდოდნენ, უკვე ყვითელი ეკუთვნოდათ მოედანზე გამოსვლაში. ფეხბურთის თამაში მაგათ არ შეეძლოთ და მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანაში იღებდნენ ხელფასს.

• ქ. გ.

ლუკაკუ 31 წლის არის. წონა 93 კგ. სიმაღლე 191 სმ. სეზონის ბოლომდე ვერ გაძლებს. დაიღლება. დღესაც უჭირს ბევრი სირბილი.

• 707

დიდი ხანია, ვანდა ნარაზე არ დაწერილა და ხომ მშვიდობაა?

• K-ს

ეს ალბათ ის აკომენტარებს, ვისი კომენტარიც სტატიაშია და აეწვა. აგვისტოში რაღა ტრანსფერები უნდა მოესწროსო, ავტორს რომ დასცინოდა და ნაპოლიმ ლამის ყველა ტრანსფერი მერე გააკეთა. მართლა დროულად გამოფხიზლდნენ

• k

ასეთი სტატიები ბევრი წაგიკითხავთ? საერთოდ წაგიკითხავთ რამე? რა ბლა-ბლა, არ გრცხვენიათ? მოტივაციას ნუ უკარგავთ კარგ კაცსა და კარგ მოქართულეს!

• 707

ზვიად ზახარიჩ, არ გასვენებს, ხომ, გამჩენი? ლეღვის ფოთლობა სასიამოვნოა შენთვის, ხომ?

• ზვიადი

და სტატიაზე რა თქვით? ავტორს აკადემიური წერაც გამოსდის და ემოციურიც. ბლა-ბლა რომელი სიტყვა იყო მაინც? ბლა-ბლა მაშინ იყო, როცა ჩვენი ფეხბურთელების დიდი იმედი ჰქონდათ და ბოლოს მარად პერსპექტიულები რჩებოდნენ

• ვაჟა მასწავლებელი

საუკეთესო ძირითადად ხვიჩა-კვარა იქნება, რადგან თამაშის ლოკომოტივი - შემოქმედი და შემქნელია, ხოლო ლუკა-სკუა უფრო მიმყოლი, ხვია-კვარაზე მიბმული სატვირთო ვაგონია!

• უსახელოს 707-სგან

სტატიაზე ვთქვი, ხვიჩა კი ყიფიანზე და გუცაევზე დიდი ფეხბურთელი მგონია.

• 707-ს

მოგიძველდათ ეგ ლექსიკონი, ძაან კი გინდოდათ ხვიჩა მხოლოდ ბლა-ბლა ყოფილიყო, მაგრამ "ჩემი ფეხები, არ გამოგივიდათ"(ზახარიჩი)

• 707

ბლა-ბლა-ბლა...

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა