24 სექტემბერს, ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, მე-2 ადგილოსანმა მადრიდის "რეალმა" მე-8 ადგილოსან "ალავესს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლა.

Ანგარიში პირველივე წუთზე "სამეფო გუნდის" მარჯვენა მცველის, ლუკას ვასკესის დამსახურებით გაიხსნა. Ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ "რეალის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ლუკას ვასკესის საგოლე გადაცემით 48-ე წუთზე როდრიგომ, "ბლანკოსს" თითქოს გამარჯვება გაუნაღდა და კომფორტული უპირატესობა მოუპოვა.

Მადრიდელების ბურთის ფლობის დიდი უპირატესობის მიუხედავად, "ალავესმა" მატჩში ინტრიგის დაბრუნება შეძლო და სასწაულთან ძალიან ახლოს იყო, 85-ე და 86-ე წუთებზე, კარლოს ბენავიდესის და კიკე გარსიას გატანილი გოლების წყალობით.

Დაძაბული ბოლო წუთების მიუხედავად, "სამეფო გუნდმა", გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და პირველ ადგილოსან "ბარსელონასთან" სხვაობა 1 ქულით შეამცირა, თუმცა კატალონიელებს ერთი მატჩი 25 სექტემბერს, "ხეტაფეს" წინააღმდეგ აქვს გასამართი და სხვაობა შეიძლება კვლავ 4-მდე გაიზარდოს.

გატანილი გოლისა და საგოლე გადაცემის წყალობით, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკას ვასკესი დაასახელეს.

"ალავესი" შემდეგ ტურში "ხეტაფეს" ესტუმრება, ხოლო თავის მხრივ "რეალს", 29 სექტემბერს მადრიდული დერბი ელოდება, მე-4 ადგილზე მყოფ "ატლეტიკოსთან". არაა გამორიცხული "ატლეტიკო" "რეალთან" მატჩს, მე-3 ადგილოსნის რანგში შეხვდეს, რადგან ამავე ტურში "სელტასთან" გასამართი შეხვედრა ელოდება.

მომზადებულია გიორგი ყარმაზანაშვილის მიერ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
რჩება თუ მიდის - "რეალისა" და ვინისიუსის ამბავი საბოლოოდ გადაწყდა?
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს