27 წლის ქართველი ნახევარმცველი, სავარაუდოდ, დღეს, 13 აგვისტოს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლებში ითამაშებს
18 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 27 წლის ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ტრანსფერზე დააყენეს.

"ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, გოგუა გუნდში დარჩენილიყო და ისევე ათამაშებულიყო, როგორც გასულ სეზონში ნალჩიკის "სპარტაკში". მაგრამ მწვრთნელთა შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა მასთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებდით. ამიტომ ორმხრივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ, დროულად დავშორებოდით ერთმანეთს.

გოგუას თაობაზე სხვა კლუბებიდან წინადადებები უკვე მივიღეთ. ასე რომ, გოგუა ან გაიყიდება, ან ერთწლიანი იჯარით გავუშვებთ", - განაცხადა მაშინ "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში.

მანამდე კი რუსული სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ოთარ მარცვალაძის კვალად, გოგუაც "კრასნოდარში" მიდიოდა. ბევრმა ჩათვალა, რომ გოგუას "ვოლგაში" გაჩერება პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო აღარ სურდა და ნიჟნინოვგოროდული კლუბი ავსტრიულ შეკრებაზე ამიტომ მიატოვა.

ჩვენც ვფიქრობდით, რომ გოგუა უგუნდოდ არ დარჩება - რუსეთის პრემიერლიგაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, წესით, კლუბს იოლად უნდა პოულობდეს, თურმე, ვცდებოდით.

ამ ამბიდან მალე "ლელომ" შეიტყო, რომ გოგიტა გოგუამ თბილისის "დინამოსთან" წამოიწყო მოლაპარაკება, რაც თბილისელთა თავკაცმა ალექს გარსიამაც დაადასტურა. სამწუხაროდ, "ვოლგამ" "დინამოში" არ გაუშვა და გულშემატკივარისთვის სასურველი გარიგება ჩაიშალა.

მას შემდეგ გოგუაზე არაფერი ისმოდა, გუშინ კი ნიჟნინოვგოროდულ კლუბთან დაახლოებული წყაროდან შევიტყვეთ, რომ გოგიტა "ვოლგას" დაუბრუნდა. ეს ორივეს ხელს აძლევდა - უგუნდობა არც ერთ ფეხბურთელს არგებს, "ვოლგამ" კი ბოლო დროს ძალიან აურია და ასეთი მოთამაშის გამოუყენებლობა არ სურდა.

სავარაუდოდ, დღეს, 13 აგვისტოს გოგუა "ვოლგას" დუბლებში ითამაშებს, ისევე როგორც გია გრიგალავა, რომელმაც მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს და საკმაოდ მკაცრი სასჯელი გამოუწერეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა