საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიქით "სენტ ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "სოშო" 3:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ეს შაბათი ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის ძალიან კარგი გამოდგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და თავად მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

ასევე მინდა გამოვყო ფანების მხრიდან შექმნილი ბრწყინვალე ატმოსფერო და მათი შესანიშნავი გულშემატკივრობა. ისინი დიდებულნი არიან! როდესაც გავიტანე, დავინახე თუ როგორ მოძრაობდნენ ისინი ტრიბუნაზე, ეს დაუჯერებელი იყო! იმედი მაქვს, შემდეგი შეხვედრების მოგებასაც მოვახერხებთ, ატმოსფერო კი უბრალოდ ფანტასტიურია. გუნდმა პროგრესი უნდა განაგრძოს. დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი - ჰეთ-თრიქი და სამი ქულა შესანიშნავია. ბრწყინვალე საღამოა, ჩემი გუნდით ვამაყობ.

ჩემი აღნიშვნა მესამე გოლზე? - დაღლილი ვიყავი (იცინის). ეს იყო მესამე გოლი, ჰეთ-თრიქი, ყველა ჩემთან მოვიდა და აღნიშვნა დაიწყო. ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გავიტანე. ეს მხოლოდ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მქონდა გაკეთებული, თუმცა პროფესიონალებში პირველად მოხდა.

ბურთის სახლში წაღებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ადგილს სად გამოვუძებნი", - ციტირებს დავითაშვილს onefootball.

ც
ერთი დისლაიქი მგონი პროგრამულად მოყვება სტატიებს
გოგა
მწვრთნელმა თქვა და ყველამ ვიცით, ერთი ნაკლი აქვს ზურიკოს, პასის მიცემა არ უყვარს, როცა საჯარიმოსთან ახლოსა და ამასაც გამოასწორებს აუცილებლად, წარმატებები ოქრო ბიჭია
გიორგი 11
უარყოფით შეფასების (დისლაიქი) ავტორებმა 2 სიტყვით გვითხარით, რა არ მოეგეწონათ?
Miqautadze
მიდი ზურიკო, ასე განაგრძე და ისევ ისე მოსვამ სკამზე ა-ტალანტს
Გაბო
რა დრო იყო ზაქარია ბეგლარიშვილს რომ ვეპატიჟებოდით ნაკრებში?
ლაშა
დისლაიქი რომელმა დაწერა ერთი?!
მერაბი-1960
რაც შესაძლებელი იყო, ყველა თამაში ნანახი მქონდა ზურიკოს და არა მარტო მისი. ბორდოში, რამდენჯერ შევამჩნიე, დიდად არ ენდობოდნენ, რასაც მიაღწია სეზონის მეორე ნახევარში, თითქმის მარტომ...და გუშინაც დაანახა ყველას, რომ უფრო მეტად უნდა ენდონ, მეტად დატვირთონ. დიდი იმედი მაქვს, ეს იყო მისი უკვე სერიოზული ნაბიჯი დიდი გუნდებისკენ. რაც მთავარია, ნაკრების მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს...
kaxa
დავითაშვილის,საბა ლობჟანიძეს,ბუდუ ზივზივაძეს სკამზე დასმა საცოდაობა არაა? ასევე კარგ ფორმაში არიან სხვა ვინგერები: შენგელია,წიტაიშვილი,გულიაშვილი,ზარია...... მოკლედ კარგი დროება გვიდგას ნაკრებში!
ჯეკო
სუპერ მასტერკლასი ზურიკოსაგან. გენაცვალე მაგ ტალანტში მგელო. ისე - ბოდიში ძვირფასო რედაქციავ მაგრამ მეტოქე გუნდი სოშო არ იყო - ეს იყო ოსერი...
რერო
მაგარი ბიჭია ზურიკო,ბრავო. ვილის კი გაუჩნა საფიქრალი. კვარას,მიქაუტაძის და ჩაკვეს ხომ ვერ ამოაგდებს ძირითადიდან.
რერო
მაგარი ბიძია ზურიკო,ბარავო. ვილის კი გაუჩნა საფიქრალი. კვარას,მიქაუტაძის და ჩაკვეს ხომ ვერ ამოაგდებს ძირითადიდან.
დავით დავით
კარგი ხარ ზურიკოოო! კრისტოფ ძიუგარის ანალიტიკა რა ვთქვი
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
ეს უკან დახევაა? - რა თქვა მბაპემ "ოქროს ბურთზე" დემბელეზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
სტასენმა "სენტ ეტიენი" დატოვა და ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდა - რა ბედი ელის დავითაშვილს?
TMW: "ატალანტა" დავითაშვილის შეძენას ამ შემთხვევაში შეეცდება
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს