Le Parisien-ი „სენტ-ეტიენის“ შემტევ ნახევარმცველთან, ზურიკო დავითაშვილთან გამოქვეყნებული ინტერვიუს შესავალში წერს, რომ ჩამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ქართველს ისევე ძლიერ უყვარს მათი ქვეყანა, როგორც საფრანგეთმა დაიწყო მისი შეყვარება, „ბორდოში“ თავი წარმოაჩინა, ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში იასპარეზა, ჯერ კიდევ კარგად ვერ საუბრობს ფრანგულად, თუმცა ლიგა 1-ში უკვე დამაჯერებლად თამაშობს და ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„სეზონის დასაწყისი ცოტა არ იყოს რთული გამოგვივიდა. ახალწვეულები ვართ და გასაუმჯობესებლად დრო გვჭირდება. პროგრესს მივაღწიეთ, კარგი დაცვისა და ნახევარდაცვის ხარჯზე უფრო კომპაქტურად ვმოქმედებთ და ყოველთვის გვეძლევა გოლების გატანის შესაძლებლობები.

„ოსერთან“ ჰეთ-თრიკი და „ანჟესთან“ დუბლი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იყო. განუმეორებელი ემოციები განვიცადე. წარმოუდგენელი გულშემატკივრები გვყავს. გოლის გატანა და მით უმეტეს ჰეთ-თრიკის შესრულება, ეს ოცნებაზე მეტია. საქართველოში ჩემს მატჩებს უყურებენ და ამბობენ, რომ „სენტ-ეტიენის“ ქომაგები ჩინებულები არიან. ეს ჩვეულებრივი სტადიონი არაა, ფანები გიჟები არიან (იცინის). ძალიან უყვართ ფეხბურთი. ერთ შეხვედრაში სამი გოლი პირველად გავიტანე და შესაძლოა, ამას მათ გარეშე ვერ მოვახერხებდი. ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებამ ძალიან გამახარა, მაგრამ ჩემთვის უპირველესი გუნდია, შემდეგ კი - ინდივიდუალური ჯილდოები. პარტნიორების დახმარების გარეშე ამას ვერ მივაღწევდი.

ლიგა 2-ში მაღალი დონეა, ხოლო ლიგა 1 რა თქმა უნდა, უკეთესია. ვფიქრობ, ადვილად ვახერხებ ადაპტაციას. „ბორდოში“ ყოფნისას თასზე „რენს“ და „ნიცას“ დავუპირისპირდით. უფრო ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრები მომწონს. ფრანგული ფეხბურთის კლასის შესახებ ყველამ იცის, თავიდან შეგუება ცოტა რთული გახლდათ. ქართული ფეხბურთი ასეთი სწრაფი არაა, არც ხარისხია უკეთესი, თუმცა წინაამდეგობები დავძლიე. ახლა მესმის, აქ როგორ თამაშობენ. რამდენი კილომეტრის გარბენაა საჭირო, ყველაფერი ვიცი.

როგორ გადავედი 2022 წელს „ბორდოში“? ადმარ ლოპესი (ჟირონდისტების სპორტული დირექტორი) და დიეგო ლოპეზი (კლუბის ყოფილი მენეჯერი, რომელიც ამჟამად ლანსში მუშაობს) ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ. მაშინვე დავთანხმდი. ადმარ ლოპესმა დამირეკა, კლუბზე მესაუბრა, აქაურ ცხოვრებაზე... ჩამოსვლისას ის ყველაფერში მეხმარებოდა და წარმატების მიღწევაში ხელი შემიწყო. როდესაც „სენტ-ეტიენისგან“ შეთავაზება მივიღე, ამ გუნდის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, რადგან მათ წინააღმდეგ ადრე ვითამაშე. საქმის კურსში ვიყავი, რომ ძალიან კარგი ატმოსფეროა, სტადიონი, პირობები... ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველაფერი აუცილებელი გაგაჩნია.

„ბორდოს“ მეოთხე დივიზიონში დაქვეითებამ გული ძალიან მატკინა. ეს ჩემთვის და ყველასთვის სამწუხაროა. მოულოდნელად მოხდა და ცხადია, რთულია. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალურ დონეზე მალე დაბრუნდებიან. მინდა „ბორდოს“ გულშემატკივრებს ორი წლის მანძილზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, ვინაიდან შესანიშნავები არიან. სტადიონზე ლიგა 2-ის ყოველ მატჩზე 30 ათას ადამიანზე მეტი მოდიოდა. ისინი ასეთ ვითარებაში ყოფნას არ იმსახურებენ და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად გამოსწორდება.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში? ის ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი ძმაა (რედაქტორის შენიშვნა - თბილისის დინამოს ახალგაზრდულ გუნდში ერთად თამაშობდნენ, კვარაცხელია დავითაშვილის შვილის ნათლიაა, რომელიც 2024 წლის მარტში დაიბადა). თუმცა, მისი მომავლის შესახებ არ გვილაპარაკია. ამაზე არაფერი უკითხავს. დიდი ფეხბურთელია და საუკეთესო კლუბში თამაშს იმსახურებს: „რეალი“, „მანჩესტერი“, „ლივერპული“, პსჟ... ვნახოთ მომავალ ზაფხულში რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ლიგა 1-ში გადმოსვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება, რამეთუ აქ უფრო ღია, შემტევი ფეხბურთია, ბევრია ორთაბრძოლები, იერიშებისას მეტი სივრცეა. ერთი ერთზე მასთან მცველებს შანსი არ აქვთ“.

არა პსჟ-ს
ნეიმარი გადავიდა პსჟ-ში და იქაურმა მცველებმა, ხეებმა, უხეშებმა, კოსტოლომებმა, პოზიციურად დაცვა რომ არ იციან და მხოლოდ ჩეხვით რომ ცდილობენ ფონს გავიდნენ, მოუკლეს ნეიმარს კარიერა და ჯანმრთელობა, სხვანაირად ვერ აჩერებდნენ და იმიტომ. არ გინდა ხვიჩა მაგ ჩემპიონატში, ინგლისია ეგერ, ესპანეთი, გერმანია, იტალიური ტოპებია თუ გინდა, ყველაფერი სჯობია პსჟ-ს და საფრანგეთს.

ხვიჩინიო ესპანეთში ან ინგლისში. საფრანგეთი, ზურიკოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არაა ჩვენი პირველი ფეხბურთელის საკადრისი. ასეა ეს!
ლაშას
ნეაპოლშიც გაძარცვეს ხვიჩას ბინა და მანქანა მოპარეს…..
ჯიმა
ოქრო ბიჭები გვყავს.მადლიანი ვაჟკაცები. შეგეწიოთ ღვთისმშობელი. წარმატებები როგორც პირადში ისე წამატებები ჩვენი ქვენის გამარჯვებებში...
ლაშა
მანდ რომ იპარავენ?!:-)
სოსო
კარგია,საფრანგეთის პრესაში მასზე რომ წერენ,მაგრამ სწორი თარგმანია?სენტ ეტიენის დაცვაზე თქმა,კარგად თამაშობსო,ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება.
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
ზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორდოში" სათამაშოდ ჩემი ფინანსების გაღებაც კი მიწევს" - ქეროლმა ახსნა, რატომ გადავიდა მე-4 დივიზიონში დაქვეითებულ დავითაშვილის ყოფილ კლუბში
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა