საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა საკუთარი მოსაზრება გამოცემა "ბასკეტაკტუში" დააფიქსირა
2011 წელს საქართველოს ნაკრებში არაერთ ნატურალიზებულს უთამაშია: შემონდ უილიამსს, ტაირონ ელისს, ტორინ გრინს, ქიუნტონ ჰოსლის. ზოგი გუნდს B დივიზიონიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდა, ზოგი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. 2011 წელს გრინი მარკიზ ჰეინსმა შეცვალა და ყველაზე დიდი ფუნქციაც მას დაეკისრება: საქართველოს ნაკრების ღირსება ევრობასკეტზე უნდა დაიცვას.

25 წლის ამერიკელის თამაში ტელევიზიით უკვე ვნახეთ და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ეტყობა, რომ პროგრესირებადი კალათბურთელია. არანაკლებ საინტერესოა, რას ფიქრობს იგი ქართველების შესახებ. მარკიზმა ესტონური და ჰოლანდიური ტურნირების შუალედში საკუთარი მოსაზრება გამოცემა "ბასკეტაკტუში" დააფიქსირა, რაც ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

"ახლა აეროპორტში ვზივართ და თვითმფრინავის გასვლას ველით. დილის 6 საათია და ნაკრების კალათბურთელებიდან ზიგს სძინავს, ზოგი დაძინებას ცდილობს. მე კი კომპიუტერი მაქვს მომარჯვებული და ვცდილობ გულშემატკივარს ჩემი ამბები მოვუთხრო.

გასულ კვირას საქართველოს ნაკრებთან ერთად ესტონეთში საერთაშორისო ტურნირი ჩავატარე. კარგად ვითამაშეთ - 2 მატჩი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ.

პირველი შეხვედრა ესტონელებთან გვქონდა, რომლებიც საოცარ ფორმაში იყვნენ: 26 სამქულიანი სტყორცნეს და 13 ჩააგდეს! აქამდე არ შემხვედრია მეტოქე, სამქულიანები ასეთი სიზუსტით ესროლოს.

მეორე დღეს ამერიკის კოლეჯების ნაკრებს დავუპირისპირდით. მათი სათამაშო სტილი ევროპულისგან ძალიან განსხვავდებოდა და ამიტომაც ჩვენთვის სასარგებლო ტესტ-მატჩი გამოვიდა. ამერიკელები ერთი-ერთზე გვეთამაშებოდნენ და დრიბლინგებით ცდილობდნენ ჩვენი დაცვის გაჭრას. საპირისპიროდ, საქართველოს ნაკრები გუნდურად თამაშობდა და მეტოქეც სწორედ ამის ხარჯზე დავამარცხეთ.

ბოლო მატჩი შვედეთთან ჩავატარეთ. ტრადიციული ევროპული კალათბურთი გამოვიდა, არცთუ მაღალი ტემპით. მსაჯებიც ბევრს სტვენდნენ. საბოლოოდ შვედებს ვძლიეთ, რაშიც გადამწყვეტი როლი ჩვენი გუნდის ტანმაღალმა კალათბურთელებმა ითამაშეს.

სადღეისოდ ოპტიმალურ ფორმაში არა ვართ, მაგრამ წინ სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ. გუნდში ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია და თუ პროგრესს ასეთი ტემპით განვაგრძობთ ევრობასკეტზე საქართველოს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ.

ახლა, რაც შეეხება ჩემს თამაშს. ურიგოდ არ გავრჯილვარ, მაგრამ ახლოსაც არ ვარ იმასთან, რაც რეალურად შემიძლია. სამქულიანებსაც ვიყენებდი და "პიკ ენდ როლიც" კარგად გამომდიოდა, თუმცა ნაკრებში ჩატენვის საშუალება ჯერ არ მომცემია. ამაზე გული არც მწყდება, რადგან აქამდე ასეთი სტილით ჯერ არ მითამაშია. საქართველოს ნაკრებს ნელ-ნელა ვეგუები. ქართველთა გუნდი რამდენიმე წელია ამ შემადგენლობით თამაშობს, შეკრული ნაკრებია და ამიტომაც აქვს წარმატებები. ვცდილობ მეც მოვუტანო სარგებელი, გუნდის პოზიტიური ნაწილი ვიყო. აქამდე მატჩებს ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ვიწყებდი და მსროლელის პოზიციაზე ვთამაშობდი. არ ვიცი, რა იქნება მომდევნო საკონტროლო შეხვედრებში.

მომდევნო ამხანაგური მატჩებისთვის კიდევ უნდა მოვუმატო. გასაუმჯობესებელი მაქვს საჯარიმოს ხაზიდან ტყორცნების რეალიზების მაჩვენებელი და არც თავისუფალი პოზიციიდან აცილება შეიძლება. მწვრთნელიც ამას ამბობს - კარგმა მექულემ საჯარიმოების ჩაგდება უნდა იცოდესო.

მოედნის მიღმა ყველაფერი კარგადაა. კალათბურთელებთან თბილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. წინა საღამოს დედაჩემს ვესაუბრე, რომელმაც ამერიკიდან ავსტრიაში ამანათი გამომიგზავნა და ძალიან გამახარა.

წერას ისე არ დავამთავრებ, "შალონისა" და "გრან კანარიას" ქომაგებს რომ არ მივესალმო. ისინი ბევრს მწერენ, რაც სტიმულს მმატებს და მეტი მონდომებით ვვარჯიშობ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა