ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე პაიკიძე და წაწალაშვილი ლიდერებს ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან
ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე ნაზი პაიკიძესა და ქეთი წაწალაშვილს 9 ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულა ჰქონდათ. გუშინ ორივე ჩვენებურმა წარმატებას მიაღწია.

პაიკიძემ თეთრი ფიგურებით 27-ე სვლაზე აზერბაიჯანელი ნარმინ კაზიმოვა დაამარცხა, წაწალაშვილმა ინდოელ სარანიასთან გასამარჯვებლად შავი ფიგურებით 132 სვლა(!) გააკეთა. ახლა ქართველ დიდოსტატებს 6,5-6,5 ქულა აქვთ და ლიდერებს - დეიზი კორისა (პერუ) და ოლგა გირიას (რუსეთი) ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან.

გუშინ სამხრეთამერიკელი თურქ კუბრა ოზთურქს დაუზავდა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა კი გულნარ მამადოვას (აზერბაიჯანი) გააჩერებინა საათი. მეწინავეთა კიდევ ოთხი პარტია ასე დამთავრდა: ირინა ბულმაგა (რუმინეთი)-ელენა სემიონოვა (რუსეთი) 1:0, ჰოანგ თი ჰუ (ვიეტნამი)-როუთ რადმინი (ინდოეთი) 0,5:0,5, იულია დოგოდკინა (რუსეთი)-კლაუდია კულონი (პოლონეთი) 1:0, ირინა აგრესტი (შვედეთი)-კატერინა მიჩელე (ინდოეთი), 1:0, ანასტასია სავინა

(რუსეთი)-ლხამსურენ უუგანბაიერი (მონგოლეთი) 0,5:0,5, გულისკან ნახბაიევა (ყაზახეთი)-დივიასრი ჩანდიკა (ინდოეთი) 1:0.

10 ტურის შემდეგ: კორი, გირია - 8,5-8,5, ოზთურქი, ბულმაგა, დოგოდკინა, აგრესტი-7-7, პაიკიძე, მამადოვა, სემიონოვა, რადმინი, ჰონგი, წაწალაშვილი-6,5-6,5 ქულა.

ვაჟებში 10 შესაძლებლიდან 8,5 ქულით ისევ სომეხი რობერტ ჰოვანისიანი მეწინავეობს. იგი გუშინ თანამემამულე სამველ ტერ-საჰაკიანს დაუზავდა. ეს უკანასკნელი ინდოელი გირიშ კუშიკის მძლეველ დარიუშ სმირჟთან (პოლონეთი) 8-8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ამერიკელ ვუნდერკინდად მონათლულმა რეი რობსონმა (აშშ) შავი ფიგურებით საშა მარტინოვიჩს (ხორვატია) მოუგო, ხოლო ინდოელმა ადჰიბანმა იტალიელი ალექს რომბალდონი დაამარცხა. რობსონსა და ადჰიბანს 7,5-7,5 ქულა აქვთ. გაუგებარია, რა დაემართა რომბალდონის. ექვსი ტურის შემდეგ იგი უდანაკარგოდ პირველ ადგილზე იყო. ერთდღიანმა შესვენებამ იტალიელზე ცუდად იმოქმედა - ზედიზედ ოთხ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო.

შეჯიბრების დამთავრებამდე 3 ტური დრჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა