ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჩიხშია შესული. ჟურნალისტი ჯანლუკა ვიგლიოტი წერს, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტისთვის სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს, კლუბი კი ბონუსებიანად 6 მილიონის გადახდაზეა თანახმა, რომლის მიხედვით ის გუნდში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს და ეს მაქსიმუმია, რისი შეთავაზების საშუალებაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გააჩნია.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, გასულ კვირაში ნეაპოლში ჯუღელსა და „ნაპოლის“ წარმომადგენელს შორის კიდევ ერთი არაოფიციალური შეხვედრა შედგა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხარეები მოლაპარაკებებს ამ თვის ბოლოს მილანში გააგრძელებენ.

ქართველის თანამშრომლობის გახანგრძლივება ფართო განხილვის საკითხი გახდა. „ტერნანას“ მწვრთნელი რობერტო ბრედა აღნიშნავს, რომ სიტუაცია ამ მხრივ ვიქტორ ოსიმენის გამო გასულ წელთან შედარებით გართულდა, კლუბს მომგებიანი პოზიცია აქვს, მაგრამ პრობლემა მალეა მოსაგვარებელი და უნდა შეაფასონ, გაყიდონ თუ არა მოთამაშე.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რაფაელე აურიემა მიიჩნევს, რომ ხვიჩა კონტრაქტს არ გააგრძელებს, ვინაიდან ადრე 5.5-მილიონიან ხელფასზე უარი თქვა. კალიდუ კულიბალის ყოფილი აგენტის, ბრუნო სატინის აზრით, რადგან „კვარა“ ხელშეკრულების გახანგრძლივების წინააღმდეგია, ზაფხულში წასვლა სურს და ძნელი სათქმელია, მოინდომებს თუ არა ხვიჩას ხელში ჩაგდებას პსჟ, რომელიც ადრე მისი სამსახურით იყო დაინტერესებული. Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი ლუკა ჩირილო თავისი პოზიციის გამოსახატავად გულშემტკივრების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით წერს, რომ არასაკმარისად მოტივირებული ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ბრძოლას აზრი არ აქვს, გაისად 60-70 მილიონად უნდა გაყიდონ, მისი შემცვლელი დავიდ ნერესის სახით ჰყავთ და თან შეუძლიათ იაფად „კომოს“ 20 წლის არგენტინელი შემტევი ნიკო პასი დაიმატონ, რომელიც „ნაპოლიში“ გადასვლით აღფრთოვანებული იქნება.

ძნელი სათქმელია, ჯუღელს უნდა კვარაცხელიასთვის გასამრჯელოს მომატებას მიაღწიოს თუ საერთოდ სხვა კლუბში წაიყვანოს. Tuttomercatoweb-ის მტკიცებით, ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტით ფეხბურთელს აქვს გუნდის გამოცვლის უფლება - 28 წლის ასაკამდე მოთამაშეს კონტრაქტის გაფორმებიდან მესამე წელს მისი გადახედვის ან გასხვისების მოთხოვნის საშუალება გააჩნია. თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცედურაა და არაა გამორიცხული, საქმე სასამართლო დავამდე მივიდეს. აგენტი მარიო ფოლიამანცილო ირწმუნება, რომ თუ კვარაცხელია ამ ნაბიჯს გადადგამს, შეიძლება დისკვალიფიციით დაისაჯოს.

მირიან
როდესაც რაღაცას გადმოწერთ, იმდენი მაინც ინებეთ, რომ გადაამოწმოთ.ფიფას წესებით, ფეხბურთელს, რომელსაც ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს, სამ წელში შეუძლია კონტრაქტის შეწყვეტა, თუ გადაიხდის ორი წლის ხელფას და მორჩა- ხდება თავისუფალი აგენტი.ეს კარგად იცის ჯუღელმა და იმიტომ არ თმობს არაფერს.გარდა ამისა, ფეხბურთელს სამ წლამდეც შეუძლია გუნდის დატოვება, ოღონდ ამ დროს დაედება აგრეთვე სპორტული სანქცია ოთხიდან ექვს თვემდე.ასე რომ ხვიჩა, თუ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, ზაფხულში დაახლოებით სამი მილიონის გადახდით გახდება თავისუფალი აგენტი და ჩაიჯიბავს 60-80 მილიონს.მერე ილაპარაკეთ ჯუღელი უტვინოაო.
თამაზ
"ლავრენტი'სთან რატომ გაქვთ პრეტენზიები?ჩვენი ფულით მართავს თავის კლუბს თუ ქართველია წარმოშობით და უნდა გადაყვეს ვიღაც ჯუღელს?რაღაცა ხო უნდა მოზომონ ქართველებმა.ისე ერევით ამ კაცის ბიზნესში თითქოს კვარას ნათლია იყოს.ჩვენ მიგვეცა კვარასთვის ბათუმში 8 მლნ და გაეყვანა ლიგაზე ბათუმი.არა?!სხვის ფულზე დიდი გული გვაქვს
ქუთაისელი
აქ მთავარი პრობლემა ხელფასი კი არა, გამოსასყიდი და შემდგომ ნორმალურ ფასად უკეთეს გუნდში გადასვლის საშუალებაა. თუ საშუალო ხელფასი მისცა და არარეალური გამოსასყიდი დაუწესა, ეს არანაირად არ აწყობს კვარას, იმიტომ რომ ყველა გრანდი გაცილებით მეტს გადაუხდიდა დღესვე.
zura222
სხვის სახელებით შენ და მეორე შენნაირი ვირთხა GLA წერთ თქვე მართლა არაკაცებო
კახა
კვარას რა უნდა მგონი თვითონაც ვერ ხვდება, გავიგეთ რომ ხელფასს არ თანხმდება, მაგრამ ხომ შეუძლი ეს პერეგავორა ჯუღელი მოიშოროს და სხვ აიყვანოს, ის კაბალური პირობები რაშიც აქვს თავი გაყოფილი სრულად ჯუღელის კისერზეა და რას ელოლიავება… ყველა შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ კვარას ჯუღელთან ერთადაც და მის გარეშეც
რატი
არ გავაღიზიანოთ, არა? )))) ,,დაბალი ღობის" აზროვნებით საქმე უფრო დაზიანდება.
ჟორა
ხვიჩა კონტრაქტის გაგრძელებას არ უნდა დათანხმდეს 8 მილიონადაც. უნდა მიაღწიოს თავისუფალ აგენტობას და ევროთასების მომგები გუნდიც აიყვანს და ისეთ ხელფასს დაუნიშნავენ ამ დაკარგულ ხელფასებს ერთ სეზონზე აინაზღაურებს. ხომ ნახეთ მბაპე, როგორ ჭკვიანად მოიქცა?
555
სურიკ222 სხვისი სახელით კიდევ წერ სტატუსებს შე არაკაცო?
Დათო
ქართული, ბიზნეს ყოყლოჩინობა არ გამოგვივიდეს, ისინი, ღლაპები არ არიან და რას, რატომ ვებაზრებით, ხვდებიან. თუ არ გადავამლაშებთ, ამ გაჭიანურებულ მოთხოვნებში, კარგია. მადა, მაშინ უნდა გამოგვეჩინა, როცა თავიდან ვიწყებდით. ეხლა კი, მოზომილი საქმე ჯობია.
555
სურიკ222 შე ნაგავო რატომ ერჩი წარმატებულ ქართველებს?
zura222
შე მართლა უჯიშო და გადაგვარებულო სურიკები ხაჩიკები და პეპოები შენი "პარტიის"ლიდერებში მოიკითხე DD
zura222
ვინისიუსზე მაგარიცაა კვარა ! 2 წლის წინ შენნაირები იძახდნენ--დიდი არაფერი ფეხბურთელი არაა კვარაცხელიაო მაგას ნაპოლიში ვინ წაიყვანსო ! და ეხლაც იძახით ვინისიუსიო @ რეალში ან ბარსაში ან ინგლისურ გრანდში მოხვდეს კვარა და მერე ნახავთ ვინისიუსი უფრო ძლიერია თუ კვარა !
euph
რაღაც ძაან ეთამაშებით ამ 100 მილიონს, აი... თვენ გგონიათ დღეს ხვიჩას აურელიო 100 მილიონად ყიდდეს, რიგი დაუდგება?! ასე, ოსიმენსაც ყიდდა, მარა რა? ცოტა მიწაზე დაშვება არ გაწყვენდათ ამ "ხვიჩათი აღფრთოვანების საზოგადოებას", კვარა თქვენ ვინიციუსის დონის გგონიათ ალბათ, მარა დანარჩენი საფეხბურთო სამყარო არ უყურებს მას ასე: შეიძლება პსჟ-სნაირმა მფლანგველმა გუნდმა გადაიხადოს ეგ 100 მილიონი, მარა სხვა გუნდები/გრანდები ეგრე არ ისვრიან 100 მილიონებს, მითუმეტეს, არა-ევროკავშირის პასპორტის მქონე (ანუ, ლეგიონერად რომ ითვლება, მასეთ) ფეხბურთელში.
555
ე.ი.უნდა დაუჯეროს კვარამ უჯიშო სურიკა222-ს არა?
მწვრთნელი
გაქსუებული ლავრენტა თავისას არ იშლის!
zura222
6 მილიონზე უნდა დათანხმდნენ იმ შემთხვევაში თუ გამოსასყიდს მაქსიმუმ 100 მილიონს ჩაუწერენ და ისინი თუ არ დათანხმდებიან სამ ასოზე გაუშვას და ითამაშოს ისე რა ხელფასსაც უხდიან და მერე მოვლენ ჭკუაზე ! ბევრი ამბობს ამ შემთხვევაში სკამზე დასვამენო.ჯერ ერთი არ დასვამენ იმიტომ რომ მერე ნაპოლის ფანკლუბთან მოუწევთ პასუხის გაცემა და თუ დასვამენ ეგეც არაა პრობლემა-ამ შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს სხვა გუნდში გაუშვან არენდით ასე რომ ფორმის დაკარგვა არ დაემუქრება 2 წელი ითამაშებს სხვა გუნდში და მერე სულ უფასოდ წავა გრანდში და ერთბაშად აინაზღაურებს დაკარგულ ფულს ! მაგათ თავი თუ დაუხარეს და დაუთმეს მერე უფრო შეაჯდებიან თავზე @ არცერთი ნაბიჯი უკან !!!
ვაჟა მასწავლებელი
ამ ბოლო დროს ნელა-ნელა ხვიჩას საწინააღმდეგო ინფორმაციებმა იმატა. რატომ? რა დააშავა? ვერ გავიგე - მასზე შურისა და ბოღმის გარდა მიზეზს ვერ ვხედავ.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს