საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, შვედეთის ქალაქ ინჩეპინგში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩი შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით - 2:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"თამაშის სცენარი, რომელიც წარმოგვედგინა მუშაობდა მეტოქის პირველ გოლამდე და ყველაზე დასანანია, რომ მთელი გეგმა აგვირია ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ, რომლის დაშვებასაც ასეთ დონეზე არავინ გაპატიებს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმის სტარტზევე მესამე გოლი გავუშვით, მაგრამ მეტოქის შეცდომით მალევე შევძელით თამაშში დაბრუნება. მცდელობები ბევრი გვქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვაჩვენეთ ის თამაშის ხარისხი, თუნდაც ისეთი, როგორიც გვქონდა ამ გუნდთან იგივე ბათუმში.

ბოლო მატჩებია პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები და პირველ რიგში მათი გამოცდილება. კონკრეტულად ის გამოცდილება, რომელიც საბა საზონოვს, ლუკა გაგნიძეს და გაბრიელ სიგუას აქვთ. ეს გამოცდილება ზუსტად ასეთი მატჩებისთვის არის საჭირო და დასანანია, რომ ეს მოთამაშეები არ გვყავდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მატჩი მხოლოდ მათი არყოფნით არის განპირობებული.

როდესაც ესეთი დონის გუნდთან უშვებ ამდენ ინდივიდუალურ შეცდომას, დგება ის რეალობა რაც დადგა. გარდა ამისა, გუნდურობის საკითხზეც ბევრი გვაქვს სამუშაო, როდესაც ანგარიშში ჩამოვრჩით, თამაშის განვითარების ინდივიდუალურმა ხასიათმა იმატა, რაც ასეთ დროს, ამ კონტექსტის გათვალისწინებით მიუღებელია. მაშინ როცა ეთამაშები შენზე მაღალი კლასის გუნდს, ამ მომენტში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ გუნდურობა შეიძლება გახდეს.

მთლიანობაში განვლილ გზას და შეკრებას ჯერ ვერ შევაფასებ, დარჩენილი გვაქვს ბოლო ტურის მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ასევე, უნდა დაველოდოთ შვედეთის თამაშს ნიდერლანდებში, რომელიც ერთი დღით ადრე გაიმართება და ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის წინ ჩვენ უკვე მათი შედეგი გვეცოდინება. საერთოდ, ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ მთელი შესარჩევი მეორე ადგილზე ვიყავით და ბოლო ტურის წინ, ჩვენ ჩვენ თავზე დამოკიდებული აღარ ვართ".

nakrebi.ge

bejo
ეჰ ხვადაგიანი რო გაგეზამენებინა იქნება არც წაგვეგო ... ისე რავი რაც მაგან თამაში აჩვენა ვარჯიშებზეც თუ მასე გამოიყურებოდა უნდა მიმხვდარიყავი რო სათადარიგოზე დაგეტოვებინა ...

სვანაძე არის მაგარი მშიშარა მწვრთნელი და დიდი შაშაკოლაც
ნაპოლეონი
არაფერი გეგმა არ გქონია ბიჭო ვის აბოლებ.მოედანზე 11 კურდღელი გაიყვანე.პირველი გოლი ყარაულის თოფივით გაუვარდა და . . . 3-1 ძეც იმას ფიქრობდი ემანდ 7-1 არ წავაგოო. . .შენ ვინც მწვრთნელად გთვლის იმას მოკითხვა გულითადი კახურად
Master
ათამაშე თავის კლუბში ღრმა რეზერვის მეკარე ძირითადში,უნიჭი ხვადაგიანი დაცვის ბურჯად და კაპიტნად დააყენე და კიდევ გული გწყდება.ამ ერთ თამაშში გამოჩნდა შენი მწვრთნელობა...ვის მოუგე?გიბრალტარს და მოლდოვას.იგივე ნოლდოვას გასვლა და მაკედონიას კი წვალებით.ასეთ ჯგუფში ვინც უნდა ყოფილიყო მწვრთნელი ასეთ შედეგს ისიც დადებდა.ნეპოტიზმი ღუპავდა ყოველთვუს ქართულ ფეხბურთელს და შენი დაყენებული შემადგენლობიდან აშკარად ჩანს რომ შენც ეგ სენი გჭირს.სხვანაირად უბრალოდ აუხსნელია,რატომ უნდა ათამაშო კლუბში სამი თვის უთამაშებელი მეკარე და ის ბიჭი კაპიტნად რომლის ბრალიც იყო სამივე გოლი შვედეთთან.
ეუსებიო
მჯერა შენ ისეთი გეგმა გექნებოდა როომ, პროსტო ბიჭებმა ვერ გაგიგეს, ანდა სულაც ესპანეთის ბიჭებივით ბიჭები არ გყავდა.
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა და უმოტივაციო ნიდერლანდების იმედად დარჩა [VIDEO]
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
ახალგაზრდულმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა
[VIDEO] ერთმანეთზე ლამაზი გოლებით - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა გაანადგურა
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა