ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის.

ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ.

რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია", - თქვაა კაშიამ.

კახა
რამდენი წელია ვიძახი არ არის კაშია ნაკრების დონის(არაფერი პირადული) იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის ყველათავდამსხმელი აბითურებს ნელია პასის კულტურა საერთოდ სულ მეკარეს უკან ერთადერთი გაბარიტებით მხარის ჩადგმით რაღაცას ახერხებს და კიდე კაპიტანი რომ თანაგუნდელზე ამბობს ბევრს დარბისო მაგის მერე რა უნდა მოკითხო მოაშორეთ ნაკრებს გოლის მომენტში რა გააკეთა გაიშხლართა მინდორზე.
aburjga
ძალიან კვალიფიციუეი შენიშვნაა! ამ ადამიანს ესმის ფეხბურთი!
G.A.L.
ყველა თამაშის მოგებას არც არავინ გთხოვთ, მაგრამ მაგ უკრაინის ნაკრებთან რომელიც საშუალო ევროპულ დონეს ბევრად ჩამორჩება ფრე მაინც უნდა გეთამაშათ. შენ გამოცდილი ფეხბურთელი ხარ და ვერანაირად ვერ ამიხსნია გოლის ეპიზოდში რატომ დაუფარე მარცხნივ მუდრიკს და გაუშვი ცენტრისკენ? წესით უკვე სისხლში უნდა გქონდეს, თადამსხმელი გააგდე ცენტრიდან- ბროვკაზე! ან ბოლო-ბოლო არ დაარტყმევინო თავისუფლად, მოჩეხე! ხახოლები ხომ გამარჯვებისთვის ყველაფერს კადრულობდნენ. მოედანზე ბავშვობის დროინდელი "დაჭერობანა" იყო გაჩაღებული. ან "ექვსშიპა", თანაც გრძელი შიპებით, მაგ ყანაში რატომ არ ჩაიცვით? დაცვას და ნახევარდაცვას აუცილებლად უნდა გცმოდათ! ქოჩორაშვილს, საყრდენს მითუფრო! თქვენ მასეთ საღორეში თამაშის გამოცდილება თუ გქონდათ, ალბათ აღარც გახსოვთ, მგრამ ვიღაცა ჩვენი მხრიდან ხომ იყო მოედნის მისანახულებლად? რატომ არ გაცნობათ?! ერთი სიტყვით ხახოლებმა სათავისო პირობებში გამყოფეს. როგორც ყოველთვის იყო "ბეი-ბეგი":გათამაშეს, და კიდევ აქეთ ბლატაობენ. დროებით დაივიწყეთ ეგ კოშმარი. ორ დღეში თამაშია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო! რაც შეეხება ხახოლებს მაგათი დრო კიდევ მოვა!!! P.S.რატომღაც ასე მგონია ხახოლები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავლენ!!!
55555
ისე იყო თუ ასე იყო წავაგეთ.ბევრი შეიძლება ისაუბროს კაცმა მიზეზებზე.ქოჩორას ყველამ უნდა დავუდგეთ გვერდით და გავამხნევოთ. კაკაბაძის თამაში იყო ძალიან ცუდი, ჯერ მაგას კარის ჩარჩოში დაერტყას არ მახსოვს (ნაკრებს ვგულისხმობ რა თქნა უნდა) არადა ტიპი ჯიუტად მაინც ურტყამს, რა თქმა უნდა ტრიბუნებზე.
ლაშა
კაკაბაძემ საშინლად ითამაშა, შენგელიაც ცუდად შემოვიდა, მიქაუტაძე არაა კარგ პალასაზე და ალბათ ძირიტრადში ზურიკოს უნდა დაეწყო! ისე წიტაიშვილი რატო არ ათამაშა, მოტივირებულიც არის უკრების წინააღმდეგ და თან მაგარი სწრაფია, ამწვავებს შეტევებს! წინა დღეს აზროვს ვუყურე ახალგაზრდებში, დაფრინავს, ტიპი ლოჩოსაც და შენგელასაც ბევრად ჯობს!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია