ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

"მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით.

ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ", - თქვა კიტეიშვილმა.

მალხაზ ჯობავა
აზერები მალე გაუშვებენ თავის მწბრთნელს სანტუშს. აი ეგ კაცი, ჩვენთვის დახატული იქნებოდა.
G.LA
თავიდან და საერთოდაც გიჭირდათ მძიმე მოედანზე თამაში. მინდორი სპეციალურად იყო წინა დღეებში დაჭაობებული რომ თამაში გაგჭირვებოდათ. ბუცები უკრაინელებს შერჩეული ქონდათ წინასწარ და მძიმე მოედანზე სირბილისათვის მომზადებულებიც იყვნენ. ასეთ “ ეშმაკობას” უკარაინელები ადრეც მიმართავდნენ დინამოელების მიმართ. ქოჩორამ ბურთი ზუსტად ფეხის წაბორძიკებით მინდვრის გამო დაკარგა. არა უშავს, საერთო ჯამში არაფერი დაუთმეთ უკრაინელებს და არც წაგებას ვიმსახურებდით. მოგებებს ხან წაგებაც მოყვება, ეს ფეხბურთია და მთავარია წინ სვლა განვაგრძოთ. მადლობა ბიჭებო და წარმატებას გისურვებთ.
ვაჟა მასწავლებელი
ჩვენი ნაკრების დღევანდელი ნაკლია "დაცვიდან, ანუ მე-2 ნომრად" თამაშის სურვილი და ჩვევა და პირველ ნომრად თამაშის უცოდინარობა! ყოველთვის ვერ "შემოიტყუებ და გამოიტყუებ" მოწინააღმდეგეს. კვარას, ჟორჟმიკას, ჩაკვეს და ზურიკოს შესაძლებლობებს რაღაც სხვანაირი გამოყენება უნდა. ქოჩორა მეჩვენება, რომ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს - უნდა "დაღვინდეს"! მახსენდება ყიფიანის შეძახილი შენგელიასკენ: - "რამაზ! ერთი წამი მაინც გაჩერდი ადგილზე - პასი სად მოგცე ვერ გავიგე რამაზ!"
ვაჟა მასწავლებელი
ჩვენი ნაკრების დღევანდელი ნაკლია "დაცვიდან, ანუ მე-2 ნომრად" თამაშის სურვილი და ჩვევა და პირველ ნომრად თამაშის უცოდინარობა! ყოველთვის ვერ "შემოიტყუებ და გამოიტყუებ" მოწინააღმდეგეს. კვარას, ჟორჟმიკას, ჩაკვეს და ზურიკოს შესაძლებლობებს რაღაც სხვანაირი გამოყენება უნდა. ქოჩორა მეჩვენება, რომ ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს - უნდა "დაღვინდეს"! მახსენდება ყიფიანის შეძახილი შენგელიასკენ: - "რამაზ! ერთი წამი მაინც გაჩერდი ადგილზე - პასი სად მოგცე ვერ გავიგე რამაზ!"
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა