ასოციაციის კომისარი მიიჩნევს, რომ ლიგის ხელმძღვანელობა და მოთამაშეთა პროფკავშირი ყველა საკამათო საკითხზე შეთანხმებას მოასწრებენ და 2011-12 წლების სეზონს გადაარჩენენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი მიიჩნევს, რომ ლიგის ხელმძღვანელობა და მოთამაშეთა პროფკავშირი ყველა საკამათო საკითხზე შეთანხმებას მოასწრებენ და 2011-12 წლების სეზონს გადაარჩენენ.

გუშინ, სტერნმა მიმდინარე ლოკაუტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა.

"შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მოთამაშეები ძალიან გონიერი ადამიანები არიან. კარგად ესმით, რომ ლიგის სისტემა მათ მიმართ კეთილგანწყობილია. გუნდის განაცხადში 13 კალათბურთელია. ისინი საშუალოდ 5 მილიონ დოლარს იღებენ, რაც ჯამში 65 მილიონს შეადგენს. და კლუბების მფლობელები ორიენტირად სწორედ ამ თანხას ასახელებენ.

როცა ეს გაუგებრობა და რიტორიკა დასრულდება, მოთამაშეები მიხვდებიან, რომ კლუბების მფლობელები ყველაფერს სწორად აკეთებენ.

მჯერა, რომ შევძლებთ მოლაპარაკებას, რადგან სხვა შემთხვევაში ნეგატიურ შედგებამდე მივალთ. დავკარგავთ 2 მილიარდს, რომელიც მოთამაშეების ხელფასებისთვის უნდა დახარჯულიყო. ნეგატიური იქნება ეს ყველაფერი გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც უყვართ კალათბურთი. მოკლედ, თუ მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ, ყველა მხარე დაზარალებული იქნება.

მაგრამ ყველაზე მეტად კალათბურთელებზე ვნერვიულობ, განსაკუთრებით იმათზე, ვისაც სულ მალე კარიერის დასრულება მოუწევთ. სწორედ ისინი კარგავენ ყველაზე მეტს. ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოვნახოთ", - კონსტრუქციულად ლაპარაკობს სტერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა