ბოლო სამი ტურია, ბაქოს საერთაშორისო ფესტივალში ლიდერთა შორის შეხლა-შემოხლა არ გამართულა
მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ბოლო დროს აქტიური მოძრაობაა გაჩაღებული ერთობ მოხშირებული ყაიმების წინააღმდეგ. რაც დრო გადის, მართლაც, ბევრი ტურნირი უინტერესო ხდება, რადგან დიდოსტატთა უმეტესობა თითქმის უბრძოლველად უზავდება მეტოქეს.

დასტურად ბაქოს საერთაშორისო ფესტივალიც გამოდგება. ბოლო სამი ტურია, აზერბაიჯანის დედაქალაქში ლიდერთა შორის შეხლა-შემოხლა არ გამართულა. გუშინაც მეწინავეთა ათიდან შვიდი პარტია მშვიდობიანად დასრულდა. დაზავდნენ: ალექსეი დრეევი (რუსეთი)-სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი), ევგენი რომანოვი (რუსეთი)-ლაზარო ბატისტა ბრუზონი (კუბა), ემილ სუტოვსკი (ისრაელი)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი), ილია სმირინი (ისრაელი)-ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი), პერეს დომინგესი (კუბა)-მიხეილ მჭედლიშვილი, თორნიკე სანიკიძე-ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა), ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი)-აუაზ მამადოვი (აზერბაიჯანი). დანარჩენი სამი პარტია კი შედეგიანი გამოდგა: შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-ლოგმან გულიევი (აზერბაიჯანი) 1:0, ევგენი ნაჯერი (რუსეთი)-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) 1:0, ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი)-სარხან გულიევი (აზერბაიჯანი) 0:1.

ქართველ მოჭადრაკეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ორხან აბდულოვი (აზერბაიჯანი)-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, ბაჰრუზ რზაევი (აზერბაიჯანი)-დავით მაღალაშვილი 0:1, გაიოზ ნიგალიძე-მოშენ შარბაფი (ირანი) 0,5:0,5, ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი)-გიგა ყუფარაძე 0,5:0,5, სალომე მელია-შაჰინ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) 1:0, ბაჩანა მორჩიაშვილი-ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი) 0,5:0,5.

შვიდი ტურის შემდეგ 6 ქულით ისევ ჟიგალკო ლიდერობს. 5,5 ქულით მეორე ადგილზეა რომანოვი. 5-5 ქულა შვიდმა მოჭადრაკემ მოაგროვა. მათ შორის ჩვენებურები არ არიან. მჭედლიშვილს, სანიკიძესა და მაღალაშვილს 4,5-4,5 ქულა აქვთ, გაგუნაშვილს-4, ნიგალიძეს-3,5, ყუფარაძეს, მელიას-3-, მორჩიაშვილს-2,5 ქულა.

დღეს მე-8 ტურში ინტერესს იწვევს შემდეგი ორთაბრძოლები: ჟიგალკო (6)-მამედიაროვი (5), გულიევი (5)-რომანოვი (5,5), ანდრეიკინი (5)-დრეევი (5), ბრუზონი (5)-სუტოვსკი (5), იორდაჩესკუ (4,5)-ნაჯერი (5)... მჭედლიშვილი-სანიკიძე, გაგუნაშვილი-მაღალაშვილი, ალი მარანდი-ნიგალიძე, ყუფარაძე-მარი პოუია, მელია-ერდოღანი, ხადემალშარი-მორჩიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება