"რომას"მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს დროგბა მოუნდა
"რომას" ერთ-ერთი ლიდერი დანიელე დე როსი მიიჩნევს, რომ იტალიურ კლუბებს შორის საუკეთესო მაინც "მილანია" და სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტიც სწორედ მასიმილიანო ალეგრის სამწყსო გახლავთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ძლიერ კონკურენტებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს:

"უნდა ვაღიარო, რომ "მილანი" საუკეთესო გუნდია იტალიაში და სეზონის მსვლელობისას სტაბილურად მაღალ დონეზე იოასპარეზა, სკუდეტოში ვერავინ შეეცილება. ზოგადად, მილანური გრანდები ძლიერები არიან და მათთან კონკურენციის გაწევა ურთულესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, წუნი ჯერ კიდევ ბევრია და აშკარაა, რომ ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ, თუმცა სამწვრთნელი პროცისიც იმისია, რომ ხარვეზები დაინახო და შემდეგ აღმოფხვრა. მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ხარვეზებ და სეზონის სტარტს მომზადებულნი შევხვდეთ. ლუის ენრიკემ იცის რასაც აკეთებს და ამას თითოეული ჩვენთანანი გრძნობს - როდესააც მწვრთნელისგან ასეთ სიმშვიდეს გრძნობ, შენც თავდაჯერებულობა გემატება".

დე როსიმ საამსეზონო მიზნებზე ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ზემოთ მილანურ გრანდებთან კონკურენციაზე ვისაუბრე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან გვინდა სკუდეტოსთვის ვიბრძოლოთ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ "რომას" ღირსებას ვიცავთ. თუმცა, თუ სამეულში მოვხვდით და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ვფიქრობ, რომ სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ასპარეზობა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ ზაფხულს მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოზიდვის პროცესი გაგრძელდეს. ასე რომ, პროგრამა მინიმუმი სწორედ ლიგის ზონაში მოხვედრაა".

ამასობაში, ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "კორიერე დელო სპორტი", რომლის თანახმადაც "რომას" მესვეურები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იაქტიურებენ და უპირველერს ყოვლისა დიდიე დროგბას გადაბირებას შეეცდებიან. თუ ავტორიტეწტულ გამოცემას ვენდობით, რომაეკლებმა უკვე გადადგეს ამ მიმართულებით ნაბიჯები და ლონდონის "ჩელსის" მესვეურებს ფორვარდის სანაცვლოდ თანხზის დასახელება სთხოვა.

გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, დროგბა 17 მილიონ ევროდ დაფასდა, რაც იტალიელებს ძალიან ეძვირათ, რადგან კოტდივუარელი უკვე 33 წლის გახლავთ და მაღალ დონეზე ორი-სამი წელი თუ ითამაშებს. "ჯალოროსის" სპორტულმა დირექტორმსა ვალტერ საბატინიმ ლონდონელებს ოფიციალური წინადადეწბიუთ მიმართა და ფორვარდის სანაცვლოდ, ათი მილიონი ევროს გადახდისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შაბატინმის კომენტარიდან ეს ცნობა პრაქტიკულად დასტურდება:

"დროგბას გადაბირებით ნამდვილად ვართ დაინტერესებული და გარკვეული ზომები მიღებულიც გვაქვს. მართალია, ჯერ ტრანსფერზე საუბარი ადრეა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მოკლე პერიოდში ყველაფერი შეიუცვალოს. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთეთ, დროა თავიანთი სიტყვა ლონდოინელებმა თქვან და დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს".

საინტერესოა, რომ კიდევ ერთმა აპენინურმა გამოცემამ, "კალჩომერკატომ" დროგბასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია გაავრცელა - საუბარია კოტ დივუარელით "ინტერის" მესვეურთა დაინტერესებაზე. ჟურნალისტის მტკიცებით, მასიმო მორატი ეტოოს ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ აფრიკელს მოიაზრებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულებაზეა საუბარი. გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ დროგბას მიმართ ორივე კლუბს ჰქონდეს ინტერესი - ამ შემთხვევაში კი არჩევანის გაკეთება თავად ფეხბურთელს მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს