რბილად რომ ვთქვათ, მთლად თვალსასეიროდ ვერ თამაშობს ანტონიო კონტეს „ნაპოლი“, მაგრამ ჯერჯერობით წინ მიიწევს - დაწყებული 25 აგვისტოდან 8 მატჩიდან 7 საერთო ანგარიშით 20:2 მოიგო და ერთადერთი მარცხი სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ განიცადა (0:3). როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.

ნეაპოლური გუნდი „ემპოლისთან“ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას ოსტატურად შესრულებული პენალტით 1:0 გაიმარჯვა. იმ მომენტში რომელუ ლუკაკუ კონტეს უკვე შეცვლილი ჰყავდა, თორემ, ალბათ, თავის საყვარელ ფეხბურთელს დაარტყმევინებდა თერთმეტმეტრიანს. „ნაპოლის“ მეკარემ, ელია კაპრილემ თქვა, რომ ხვიჩა თამაშისასაც ისეთივე ფენომენალურია, როგორც ვარჯიშებზე და პენალტებსაც დიდებულად ურტყამს.

Areanapoli წერს, რომ ქართველმა ორიგინალურად აღნიშნა გოლი - კუთხურის ალამთან მიირბინა და ორივე ხელი თვალებთან მიიფარა, რითაც იმათ მიუგო ნიშნი, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აკრიტიკებდა. ამ დროს გასაკრიტიკებელი რა სჭირდა ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელს? Opta-ს მონაცემებით ის წელს კრისტიან პულიშიჩთან (მილანი) ერთად საგოლე მოქმედებებით იტალიის პირველობაზე საუკეთესოა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რიგი ნეაპოლური მედიასაშუალებები და მათი ჟურნალისტები კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერაა კონტროლირებადი, რომელსაც წახალისების ნაცვლად სურს ხვიჩას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემა.

აი, რა განუცხადა მან დღეს SKY-ს: „კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან არიან, აქ დარჩებიან. ქართველს წასვლა უნდა? ასეთი შემთხვევები ადრეც იყო და ამას გავაკეთებთ. მოთამაშების სურვილს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია კლუბის ინტერესები“.

ხვიჩას შესახებ Tele A-სთან „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, არგენტინელმა რობერტო სოსამ ისაუბრა: „ის იმ ფულს იმსახურებს, რომელსაც ხელშეკრულების განახლებისთვის ითხოვს. ფინანსური საკითხი ნაკლებად მაინტერესებს. იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუ საუკეთესო არა. ვიცი, ზოგიერთი გულშემატკივარი მასზე რაღაცებს რატომ ლაპარაკობს, თითქოს ამდენი არ ღირს, უბრალოდ უნდათ დარჩეს და არავინ შეიძინოს. ასე რომ, ეს ორმაგი თამაშია. ჩემი აზრით, მეტს იმსახურებს, ვინაიდან სულ სხვაა, განსაკუთრებულია. შეუძლია პსჟ-ში ან პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, ხელშეკრულებას გააგრძელებს და კიდევ მრავალი წელი ითამაშებს „ნაპოლიში“.

კვარაცხელიამ თავის „ინსტაგრამზე“ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: „დაე შოუ გაგრძელდეს. +3 ქულა“.

რუსლან
უნდა წავიდეს მაგ უმადური ხალხისგან,ნებისმიერი გუნდი მიიღებს ხვიჩას დიდი სიამოვნებით..,.

ჩამოლაბორანტდა და თვის საუკეთესო ფეხბურთელია.შენ კი აკვანში იქნებოდი გიორგი,ბავშვობაში ჩამოხვედი ჟორამდე და ახლა უკვე ჟორიკამდეც ვეღარ ქაჩავ.
ჯუჯი
ჯერ ნაპოლის რვიდან 7 თამაში არ მოუგია. მოიგო 6 ,ფრე1 და წაგება 1 მეორეც “ დატკა”არ გამიგია,მესამეც რაც არ უნდა თქვას ვინმემ ხვიჩა საუკეთესოა ნაპოლიში.
გოჩა
მთელი ქართველი ხალხისთვის ის იქნება და დარჩება როგორც დიდი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი და არავითარი დათკა.რაც შეეხება ვაჟას დანარჩენ საკითხში ვეთანხმები,რომ ქართველებს ყოველთვის გვყავდა და გვეყოლება ფინტების მოყვარული ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები რის გამოც გვიყვარს ქართველებს ფეხბურთის ყურება.
Jora-giorgi
აღნიშვნა თუ არა, მაგანაც დახურა რა თამაში და შტანგებიც დახღუნა, საკამათო პენალტი დაარტყმევინეს,თამაშში, რომელშიც რაც მინდორზე იყო ვეტერანივით დადიოდა და კაპიკის არაფერი გაუკეთებია-გაუვარდა, გაიტანა და დაიწყო მაკაკასავით კუნტრუში .... და თქვენ ამას ორიგინალურ აღნიშვნას ეძახით....ვერ ხვდეით,რომ ამ დიშირბაშებით, ქება- დიდებით და ფლეშსკორეს ფეიკ შეფასებებით ეს ბიჭი თითქმის,რომ ჩამოლაბარანტდააა.....ეს ყველაზე კარგად ნაკრებში გამოჩნდა,ბოლო სამ თამაშზე, ის სტრატეგიული წაგებაც ალბანელებთან სრულიად კვარას ბრალი იყო. მას ახლა გოლის აღნიშვნის ახალი რიტუალი კი არა თავისი თამაშის გადატვირთვა სჭირდება,რომ მეტოქეებისათვის ,როგორმე ისევ არაპროგნოზირებადი გახდეს, თორემ უკვე საფეხბურთო სამყაროში, ბავშმაც კი იცის, ბურთს რომ მიიღებს, რის გაკეთებას აპირებს......პელნებს კი კიდევ დაარტყმევინებენ, რამდენსაც მოიპოვებს ნაპოლი, როგორც ეტყობა მათმა მაფიოზა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კვარას არ გაუზარდოს ხელფასი და გაასხვისოს სარფიანად, ამიტომაც არც სკამზე დასვამს და ამასთან შეეცდება კარგი სტატისტიკაც ჰქონდეს, თორემ პენლების შესრულება მისი ძლიერი მხარე რომ არ არის ფაქტია. მართალია აღნიშნულმა ტაქტიკამ ოსიმენას შემთხვევაში არ გაამართლა და ვერავის შეტენა ის 130 მლ-ნად, მაგრამ ეხლა იმედი აქვს, როგორმე კვარას გაყიდვით,რომელიმე ბობოლა კლუბში, გვარიანად მოითბოს ხელი და შავი დედალივით გაკეთდეს.
zura222
პირველად მესმის დათკა ყიფიანი
"ობიექტური შემფასებელი"
ვაჟა მასწავლებელო, დიდ გულზე,რომ ხარ მარტო "დათკა" დაიმახსოვრეთო, არა მარტო "დათკაა" მიუღებელი, არამედ ისიც, რომ თურმე მხოლოდ გუცაევს სცოდნია მისი პასების "დაშვების ადგილი" ეს უკვე მტკნარი სიცრუეა,რადგან რამაზ შენგელია იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც ყიფიანის პასების შედეგად ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა და ამით ქართულ ფეხბურთში დაამკვიდრა "ყიფიანი-შენგელიას" განუმეორებელი "ტანდემი"-ს ცნება.
მამიას цолшвилс миваде
ვიცი გესიამოვნება კიდეც
ვაჟა მასწავლებელი -ს
ვაჟა მასწ აბა რა ქენით დაცალეთ ის ერთი ვაგონი?
შოთა
სირცხვილია ხვიჩას ზოგიერთი ტიპი,ტიპს რომ უწოდებს,გამოიჩინე ხვიჩას მიმართ მეტი პატივისცემა ზოგიერთმა ტიპების. ტიპი.
დათკა ყიფიანი
Re: "დათკა ყიფიანი" ბორკა პაიჭაძე, ავთოშკა ღოღობერიძე, გაიოზკა ჯეჯელავა, მიშკა მესხი, სლავკა მეტრეველი, ილიუშკა დათუნაშვილი, ჟორკა სიჭინავა, სერიოჟკა კოტრიკაძე, ვოვკა გუცაევ, საშკა ჩივაძე...
ვაჟა მასწავლებელი
მალხაზ ჯობავას: ბატონო ჩემო თუ ჩემი კომენტარიდან მარტო ის დაიმახსოვრეთ, რომ დათოს დატკასაც ვეძახოდით (ყველა არა), მეტი აღარ წაიკითხოთ ჩემი კომენტარები.
მირო
ხვიჩა განსკუთრებულია და ყველაზე მეტ ხელფასს იმსახურებს გუნდში.უბრალოდ მასზე უკეთესი არავინ ჰყავთ.გუნდის თამაში კი ჯერ შორსაა დაჟე ოპტიმალურისგან.შემდეგი თამაში ლეჩესთანაა,იმის შემდეგ კი იწყება თამაშები ევროთასების ზონაში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებთან,სადაც გამოჩნდება ნაპოლის რეალური ძალა.ჯერჯერობით ბევრჯერ გაუმართლათ დ იუვენტუსის გარდა ძლიერი მეტოქე არ ჰყოლიათ.სერიოზულ მეტოქეებთან ნახავენ თუ რამდენს ნიშნავს კვარა.
მალხაზ ჯობავა
ეს დათკა რა სახელია ვაჟა მასწავლებელო? დათკა, დათო ყიფიანისთვის არასდროს არავის არ დაუძახია.
ვაჟა მასწავლებელი
არც ერთი იყო ნაპოლელი და არც მეორე ემპოლელი! ორივე დიდებული ქართული ფეხბურთის შთამომავალნი არიან! ჰო, ჰო, არ შემშლია = "დიდებულია ქართული ფეხბურთი" აბა რა არის? როცა გაიხსენებ (მაპატიოს ახალგაზრდა თაობამ): -მიშა მესხის თამაშს ბრაზილიის ბაიას მცველებს რომ "ცხვირით ახვნევინა" ბურევესტნიკის (ლოკომოტივის) სტადიონის გაზონი; - კახი ასათიანის "ნესპორტივნოე პოვედენიე" მოსკოვში ლუჟნიკში, როცა ტორპედოსთან 4 მცველს და პლიუს მეკარეს 68 თუ 69 წლის აგვისტოში ორ-ორჯერ რომ "ე.წ. პოდ სებია სლალომოთ" ჩამოუარა = 10 კაცი მოატყუა; - სიომა ბარქაიას "სლალომით" (ბოროდინო) გასვლა 6 ძირს "მოსმულ" სპარტაკელს შორის (ფოტო შემონახულია); - დათკა ყიფიანის გრძელი "დაკიდებული" პასები, რომლის დაშვების ადგილი და დაბოლოება მარტო ვოვა გუცაევმა იცოდა: - ლივერპულის 0:3 და ვესტ-ჰემის 1:4 და "მიშველეეთ" თბილისიდან და ლონდონიდან; - ესპანეთში "კარაველას" ტურნირზე მოედნიდან გაქცეული გუნდები; - ქინქი "ჰუდის დიაგონალური რეიდები ინგლისში და ა.შ.
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა