ნიკა ამაშუკელი 2024 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩების ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებას მთავარი მსაჯის რანგში გაუძღვება, კიდევ სამ შემთხვევაში კი პირველი ასისტენტი იქნება.

ისე, როგორც 2023 წლის მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში, 16 ნოემბერს საფრანგეთი ახალ ზელანდიას „სენ დენიზე“ მასპინძლობს და მსოფლიო რაგბიმ ამ თამაშის გაძღოლა ქართველ რეფერის ანდო. გარდა ამისა: 9 ნოემბერს თვიქენჰემზე (ინგლისი - ავსტრალია); 23 ნოემბერს ტურინში (იტალია - ახალი ზელანდია); და 30 ნოემბერს დუბლინში (ირლანდია - ავსტრალია), ამაშუკელი გვერდითი მსაჯია.

„მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ ტოპ-მსაჯების სიაში შემიყვანა და ასეთი დანიშვნები სიახლეს აღარ წარმოადგენს. ისინი ითვალისწინებენ ასაკს, გამოცდილებაც საკმარისი დამიგროვდა, მოსწონთ ჩემი მსაჯობის სტილი, ის, რომ ყველანაირ წნეხს ვუძლებ და როგორი ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონდეს მოთამაშეს, ვიღებ გადაწყვეტილებას, რისი მიღებაც მევალება“.

„შესაბამისად, ყველა სანაკრებო ფანჯრის პერიოდში, იქნება ეს ექვსი ერი, ოთხი ერი თუ ტესტ-მატჩები, ველოდები ყველაზე რთულ თამაშებში დანიშვნას და ასეც ხდება. ჩემი სუბიექტური და ბევრის ობიექტური აზრით, მომავალ ნოემბერში საფრანგეთი - ახალი ზელანდია ყველაზე პრინციპული დაპირისპირება იქნება. საფრანგეთი „სენ დენიზე“ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს და ასე იქნება ახლაც. ეს არის უდიდესი მასშტაბის ღონისძიება, რომლის დროსაც მთელი პარიზი ინგრევა და ქალაქში ისეთი განწყობაა, მსაჯები თამაშზე ესკორტით მივყავართ“ - ამბობს ნიკა ამაშუკელი.

აბულაშვილის დებიუტზე

ამაშუკელის კვალდაკვალ, მუდმივად ვითარდებიან სხვა ქართველი მსაჯებიც და წელს პირველად, მსოფლიო რაგბის მსაჯის რანგში დებიუტი ექნება საბა აბულაშვილს, რომელიც 23 ნოემბერს ესპანეთისა და აშშ-ს შეხვედრას იმსაჯებს.

„ქართულმა სამსაჯო კორპუსმა, რომელსაც წამყვანი სარაგბო ქვეყნებისგან განსხვავებით მწირი რესურსი აქვს, თავისი იდენტობა იპოვა. ეს იმ შრომის შედეგია, რომელშიც უკანასკნელი წლების განმავლოვაში რაგბის კავშირმა ძალიან დიდი რესურსი ჩადო. საბა აბულაშვილიც ამ ძალიან ღირსეული თაობის წარმომადგენელია და აბსოლიტურად დამსახურებულად მიიღო ეს დანიშვნა. ძალიან მიხარია მისი წინსვლა და ვიმედოვნებ, უმოკლეს პერიოდში საკუთარ თავზე გამოცდის იმ წნეხს, რასაც ტიერ1 ქვეყნების გუნდების მსაჯობა ქვია“ - აღნიშნავს ამაშუკელი.

"ბორჯღალოსნების" ტესტებზე

ტრადიციულად, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში შეხვედრებს ჩაატარებს "ბორჯღალოსნები", რომელიც 10 ნოემბერს საფრანგეთში, მონპელიეში „ოლ ბლექსი XV“-ს შეხვდება; 17 ნოემბერს გენუაში იტალიას ერკინება; ხოლო 24 ნოემბერს თბილისში ტონგას დაუხვდება.

„ოლ ბლექსი XV“-თან მატჩის რეფერი ავსტრალიელი ჯორდან ვეი იქნება, იტალიასთან მოედნის მსაჯი ახალ ზელანდიელი ბენ ო,კიფია, ხოლო ტონგასთან ფრანგი ლუკ რამოსი. ამაშუკელისთვის სამივე მსაჯი კარგადაა ნაცნობი და დინამიური თამაშების მოლოდინშია:

„ავსტრალიელი ჯორდან ვეი ტრადიციული, სამხრეთელი მსაჯია. ის დიდი ხნის განმავლობაში 7-კაცა რაგბის მსაჯობდა, 2023 წლის მსოფლიო თასზე გვერდით მსაჯად იყო და როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ახლა ცენტრში შემოწიეს. სამხრეთელი და თანაც 7-კაცა რაგბის ყოფილი მსაჯი აუცილებლად დინამიური რაგბის მოყვარული იქნება, მით უმეტეს რომ ჩვენი გუნდი „ოლ ბლექსი XV“-ს ეთამაშება. მეტოქე ეცდება მოედანზე ქაოსის შექმნას, რადგან ამას კარგად იყენებს და საინტერესო იქნება მათ სტილს რას დავუპირისპირებთ“.

„ბენ ო’კიფი საკმაოდ ცნობილი, მაღალი რანგის მსაჯი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო მსოფლიო თასზე. ისიც სამხრეთელი და ღია თამაშის მოყვარულია, საკმაოდ კარგად ფლობს ვიდეო-მსაჯთან ურთიერთობას და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არანაირი დეტალი არ გამოეპარება“.

„ლუკ რამოსი შედარებით ახალბედაა. ის ფრანგია და როგორც ფრანგებს ჩვევიათ, ვფიქრობ ნაკლები კომუნიკაციით გამოირჩევა. რადგან ჩვენს გუნდში საფრანგეთიდან ლეგიონერები მრავლად არიან, მათთვის ნაცნობი იქნება რამოსის მსაჯობის ხისტი სტილი. წინა ორი თამაშის შემდეგ, სადაც სამხრეთელი მსაჯები გვყავს, დროის მცირე მონაკვეთში დიდი კონტრასტი იქნება და საინტერესოა ამ ცვლილებას გუნდი როგორ მოერგება“.

Rugby.ge

ასეა ეს
კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ და ჩვენი ადგილი დასავლეთშია.
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე