ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმაღლესი დონის ტურნირზე - ჩემპიონთა თასზე, ოთხი ქართველი მსაჯი იმუშავებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა თასი 1995 წლიდან ტარდება. 2021 წლის 12 დეკემბერს, ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი ქართველი რეფერი, რომელმაც ამ ტურნირზე იმსაჯა. მას შემდეგ ნიკას არაერთხელ მოუწია ჩემპიონთა თასის შეხვედრების განსჯა. მოგვიანებით მას საბა აბულაშვილიც შეუერთდა, ახლა კი, პირველად ქართული და ევროპული რაგბის ისტორიაში, საქართველო ჩემპიონთა თასზე ერთბაშად 4 მსაჯით იქნება წარმოდგენილი და თანაც ზედიზედ ორ თამაშში.

პირველ ტურში, 6 დეკემბერს, ფრანგული ‘ბაიონი’ სამხრეთ აფრიკულ ‘შტორმერსს’ მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელია, რომელსაც კიდეებიდან საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერის დამხმარე კი იოსებ ჯაფარიძე იქნება. მახარაძისა და ჯაფარიძესთვის ეს სადებიუტო მატჩი იქნება ჩემპიონთა თასზე.

14 დეკემბერს, მეორე ტურში ფრანგული ‘ტულონი’ ინგლისურ ‘ბათს’ მასპინძლობს და საქართველო ამ თამაშზეც იგივე სამსაჯო გუნდით იქნება წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რაგბში ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, ეს თამაში მეორე ტურში ცენტრალურადაა მიჩნეული და სასიამოვნოა მისი განსჯა ქართველებს რომ ანდეს.

„ორი პრინციპული, მაღალ პროფილური თამაში გველის და ძალიან მიხარია EPCR-მა მათი განსჯა სრულად ქართულ სამსაჯო გუნდს რომ გვანდო. მე და საბა აბულაშვილს ჩემპიონთა თასზე ერთად ადრეც გვიმუშავია, საბა მახარაძე და იოსებ ჯაფარიძე კი დებიუტანტები არიან. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული რაგბისთვის. ორივე დებიუტანტი მუხლჩაუხრელად შრომობს, არ ერიდებიან წნეხს, ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი აქვთ და ძალიან გამიხარდა ეს შრომა რომ დაუფასდათ. ჯაფარიძე ვიდეო-რეფერის დამხმარეს ამპლუაში იქნება, გაეცნოს გარემოს და სპეციფიკას, რის შემდეგაც ახალ დანიშვნებს მიიღებს. ის და საბა (მახარაძე) დააგროვებენ გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან წაადგება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისი რაგბს“ - აღნიშნა ნიკა ამაშუკელმა.

„ჩემპიონთა თასი უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირია როგორც ევროპულ, ასევე მსოფლიო რაგბში და შესაბამისად, სასიხარულო და მნიშვნელოვანი მომენტია მასში მორიგ ჯერზე მონაწილეობა. ამ მოვლენას კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის ის, რომ ჩემთან და ნიკასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ახალი სახეები საბას და იოსების სახით. ამასთან, EPCR-მა მეტად საპასუხისმგებლო მისია დაგვაკისრა და ვემზადებით საინტერესო გამოწვევისთვის“ - დაამატა საბა აბულაშვილმა.

„ასეთ სცენაზე სამსაჯოდ პირველად წარვსდგები, რაც ჩემთვის საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტია. ამ დანიშვნას წინ უძღოდა მრავალი წლის მუშაობა, ახლა კი უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბში პირველ ნაბიჯებს გადავდგამ. მელოდება დიდი ემოციები და ისეთი გამოცდილება, რომლის მსგავსი აქამდე არ მქონია. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს რაგბის კავშირს და ჩვენს სამსაჯო სკოლას. ასევე ნიკა ამაშუკელს, რომელმაც გზა გაკვალა და ჩვენც გაგვხადა უმაღლესი დონის რაგბის ნაწილი. ჩემპიონთა თასზე გუნდურად პირველად წარვსდგებით და ვეცდებით მაქსიმალურად საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ როგორც ჩვენი თავი, ასევე საქართველოს სახელი“ - ამბობს საბა მახარაძე.

„მოხარული ვარ ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე რომ მიმიწვიეს. მომეცემა შესაძლებლობა ახლოდან ვნახო უმაღლესი დონის რაგბის შიდა სამზარეულო და ვნახო თუ როგორ მუშაბს ვიდეო-რეფერი. ვიდეო-რეფერის ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია დღევანდელ რაგბიში და შესაბამისად, ეს მიწვევა მაძლევს განვითარებისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას“.

„ეს დანიშვნა იმის წინა პირობაა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, საერთაშორისო თამაშებში მე მანდობენ ვიდეო-რეფერის საპასუხისმგებლო ფუნქციას და მომზადებული ვიქნები ამ გამოწვევისთვის. ჩემი, როგორც ვიდეო-რეფერის კარიერა ეტაპობრივად ვითარდება. ამ პოზიციაზე ვიმუშავე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალში, რაგბი ევროპის ხუთ თამაშზე და დიდი 10-ის ფინალში. ახლა კი, ნიკა ამაშუკელის კარგი მსაჯობის შედეგად, მთელი გუნდით მიგვიწვიეს უმაღლესი დონის საერთაშორისო შეხვედრებზე და ვეცდებით ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“ - განაცხადა იოსებ ჯაფარიძემ.

Rugby.ge

Dato
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართული რაგბისთვის, წარმატებები ჩვენს მსაჯებს, მსლე მსოფლიო თასზე ემსაჯოს ფინალი ქართულ ბრიგადას
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
10 მსაჯით ევროპაში
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
საბა მახარაძე ჩეხეთში იმსაჯებს
საბა მახარაძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმსაჯებს
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
საბა მახარაძის "ექვსი ერის" გამოცდილება
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე