მოსკოვის ცსკ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩარიცხულმა 34 წლის ცნობილმა ბოსნიელმა ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა რუსულ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა მას პირველ რიგში 2022 წელს რუსეთთან ამხანაგური შეხვედრის შესაძლო ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ ჰკითხა.

"წარმოვიდგენდი თუ არა იმ განცხადების დროს, რომ ცსკ-ში ვითამაშებდი? - არა, მაგრამ რაღაც უნდა განვმარტო... მაშინ მე იმ ინტერვიუში მხოლოდ პირად უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდი. უკრაინაში მოვლენები ახალი დაწყებული და საერთოდ არ ვიცოდით, თუ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში.

ახლა რუსეთში ვიმყოფები და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დასრულებულა, ვხედავ, რომ აქ უსაფრთხოდ ვარ. დიახ, სამწუხაროდ, რაღაც ხდება, მაგრამ მე ჩამოვედი იმ ქვეყნიდან, სადაც მსგავსი რამ ადრეც ყოფილა და დავინახე, ეს ყოველივე რამდენმა ადამიანმა განიცადა.

ჩემი კომენტარი მხოლოდ იმას ეხებოდა, რომ არ ვიცოდით რამდენად უსაფრთხო იყო მატჩის რუსეთში ჩატარება. ეს იყო იმ დროს მთელი გუნდის პოზიცია. ახლა აქ ვარ და არაფრის მრცხვენია, სანერვიულო არაფერი მაქვს. ყველა ჩემი სიტყვა უსაფრთხოებაზე იყო. მეტი არაფერი.

მე კარგად ვიცნობ ქვეყანას, პატივს ვცემ რუსებს, ისევე როგორც სხვა ეროვნების ნებისმიერ ადამიანს. ამ მხრივ პრობლემა არცერთ გუნდთან და არც ერთ ფეხბურთელთან არ მქონია.

ვნანობ თუ არა ადრე გაკეთებული ჩემი განცხადების გამო? - არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ... რა უნდა ვინანო, პირად უსაფრთხოებაზე, რომ ვზრუნავდი?!

ცუდი არაფერი მითქვამს - რუსეთზე, ბრაზილიაზე, საფრანგეთზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. იცით, იმედი მაქვს, რომ ფიფა ხვალ რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. იმიტომ რომ მე ვხედავ რა ხდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი ქვეყანა მსგავს მდგომარეობაშია, მაგრამ მათ მიმართ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება. არ მინდა, რომ მსოფლიოში ვინმემ იტანჯოს. ეს ჩემი სურვილია, რომელიც იმედია მალე ახდება", - თქვა პიანიჩმა.

იბერიელ-ს
უკრაინას რას გადაწვდი??საქართველოში,სამაჩაბლოში და აფხაზეთში არ არის სოფლები და ქალაქები განადგურებული რუსეთის მიერ??!!

ფული, ფული, ფული, ბევრი ფული გვიყვარს სპორტსმენებს!!

ერთი კაცის ნაბოდიალების გამო მთელ ქვეყანას შეურაწყობ? არასწორეა, ჩვენც უამრავი სამარცხვინო გვყავს …
ქართველი ვაჟკაცი
ეს სპორტსმენები როგორ სინდის ნამუს გარეცხილები არიან,ფულის გამო შეუძლიათ თავისი პოზიციები ისე ცვალონ როგორც უნდათ,კაცის სიტყვას ფასი აღარ აქვს?!
დავით 67
ახლა ამას სხვაგან არსად მიიღებენ და რა ქნას ფულის შოვნაზეა ორიენტირებული. ისე მისი გვარი და თვით რუსეთის ხსენება ასოცირდებიან რაღაცნაირად "პიანი"(მთვრალი). ))
კორბენა
ამინ !!! ზურა222-ის თამადობით )))

ყველაფრის ღირსები ყოფილხართ ბოსნიელები!!
გიორგი
ბოსნიელებს,რომ ხოცავდნენ სერბები ღირსები იყვნენ??სერბების მოძმე რუსეთში როგორ წახვედი??
YNWA
ვირთხა
იბერიელი
რა გეფერადებატ უკრაინაში განადგურებულია რუსეთის მიერ ქალაქები და რეგიონები
სოსო
მაინც არ შეგერგებათ რუსეთში ნაშოვი ფული!!
გიგი
როგორ უყვართ სპორტსმენებს ფული,სინდისის ფასადაც კი!!!
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
წარმატებები
ვაჟა
რუსების და რუსეთუმეების ჯიში, ჯილაგი და ნაცია მო...ან
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა