დღეს, 26 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი შეხვედრები მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია ტიტულს პირველად დაიცავს. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთს, "რეალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!.. აქვე შეგახსენებთ, 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა.

8 მატჩში 19 ქულა ამ საუკუნეში "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ანტონიო კონტემ აშკარად გარდასახა ის გუნდი, რომელსაც გასულ სეზონი ძალიან წარუმატებელი ჰქონდა და ჩემპიონობაზე კვლავ ფიქრობენ.

ნეაპოლელები დაცვაში საიმედოდ თამაშობენ, სერია "ა"-ს ბოლო 5 მატჩში (ერთი თასზეც) ოთხში კარი მშრალად შეინახეს, ბურთები კი 10:1-ზე. რაც შეეხება ბურთის ფლობას, ევროპის ტოპლიგებში ლიდერებს შორის მყოფ გუნდებში მათ ამაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ და იტალიის ჩემპიონატში ამ მხრივ მე-11 ადგილზე არიან - მხოლოდ 47%.

"ნაპოლის" შაბათის საშინაო მეტოქე

"ლეჩეა"(თბილისის დროით 17:00 საათზე), სადაც კონტე კარიერას 16 წლის ასაკში იწყებდა, პირველი გოლი კი სამი წლის შემდეგ სწორედ "ნაპოლის" გაუტანა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ამ გუნდებს შორის 2 ფრე დაფიქსირდა. ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი მათთან ვიქტორ ოსიმენისთვის შესრულებული საგოლე პასია. "ლეჩე" გასულ ტურში "ფიორენტინასთან" (0:6) განადგურდა, ყველაზე ცოტა აქვს გატანილი, ყველაზე ბევრი გაშვებული და მთავარ მწვრთნელ გოტისთვის იქნებ ეს ბოლო შანსიც იყოს. მათ შემადგენლობაშია ალბანელი რამადანი(ბერიშა ტრავმირებულია), რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში 90 წუთი ითამაშა. აქაა ხორვატი ანტე რებიჩი, "მილანიდან" თურქეთში რომ წავიდა და ისევ იტალიას დაუბრუნდა.

ლობოტკას კვლავ გილმორი ჩაანაცვლებს, მეკარე მერეტი კი სასტარტოში დაბრუნდება.

რომელუ ლუკაკუს სერია "ა"-ში 73 გოლი და 26 საგოლე პასი აქვს, ასამდე კი მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აკლია. ამისთვის მას ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა და ორჯერ პარტნიორებს გაატანინა. "კვარა" საჯარიმოს გარედან (12) დარტყმებით მეორე ადგილზეა, პირველზე კი (15) "ლეჩეს" მონტონეგროელი ფორვარდი კრსტოვიჩია.

შეხვედრის მთავარი არბიტრი პარიდე ტრემოლადა იქნება, რომელიც ნეაპოლელებს მესამე ტურში, "პარმასთან" მოემსახურა, სადაც პენალტიც იყო, გაძევებაც და საკმაოდ ბევრი გაფრთხილებაც.

ამ მატჩის შემდეგ, 19:00 საათზე, საფრანგეთში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ანჟეს" ესტუმრება, მანამდე, 15:30 საათზე, ინგლისის ჩემპიონშიპში, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ბლექბერნს" დაუხვდება; უფრო ადრე, 15:00 საათზე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" "ჰერტას" უმასპინძლებს.

დღის მთავარი საფეხბურთო აფიშა მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზეა". 23:00 საათზე "რეალი" იმ "ბარსელონას" უმასპინძლებს, რომელიც ჰანსი ფლიკთან ერთად ბრწყინვალე ფორმაშია და მიუნხენის "ბაიერნი" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა. კატალონიელები მთავარ მოწინააღმდეგეს სამი ქულით აღემატებიან...

26 ოქტომბრის საღამოს UFC-ის ქამრის დაცვას ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან ეცდება. აბუ-დაბიში ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება, ქართველის ანუ დღის მთავარ ორთაბრძოლას ყველაზე გვიან, ჩვენი დროით, სავარაუდოდ 01:00 სთ-ისთვის ველით.

ირმა
აზროვნებაში მოიკოჭლებთ..
გგგფფ-ს
კაი კაცო! და სერია ცეში როგორ მოხვდა ეგ ქართველი ბავშვი? შემთხვევით კვარამ ხომ არ გააცნო იტალიელებს ჩვენი თავი? კვარას მაქსიმუმს რატომ უნდა ითვლიდე ქართველი, თუ ქომაგობა არ იცი და შენს თანამემამულეზე გული არ შეგტკივა, რაღას უყურებ სპორტს? სპორტი სწორედ წარმატებულ სპორტსმენების ქომაგობისთვისაა და არა ახალგაზრდებზე სასაუბროდ. რამდენი ახალგაზრდაც გახდება წარმატებული, იმდენზე ისაუბრებენ
საქართველო
ტიპიური უმადური ადამიანი.კვარა რომ არა კიდევ ბევრი წელი ვერავინ გაიგებდა ქართველების საფეხბურთო ნიჭზე და პრემიერლიგის გუნდი არ დაინტერესდებოდა ქართველი ნიჭიერი 17-18 წლის ახალგაზრდებით
გიორგი
სიგარეტი შენი ფულით ბოლოს როდის იყიდე? ტახტიდან წამოდექი ჯიგარო, თორემ დაკუტდები.
ჯანო
მაგას ყველაფერს ჯუღელი აფინანსებს, გადაიხადე შენც და ვისაც გინდა გააპიარებენ
ვახო
ვეთანხმები.. თოფურია და კლასიკო სხვა დონეა საერთოდ როგორც სპორტული მოვლენა.. ამასთან შედარებით კვარაცხელია იქნება თუ ნერეში ყველას კიდია სექტანტების გარდა..
გგგფფ
რა წაიღეთ ტვინი ამ კვარათი...ნერეშმა ამოგდო ძირითადიდან და ეგ არის მაგის მაქსიმუმი....ადმინსტრაციას მივმართავ...კვარას გარდა სხვა სპორტიშიც მაგრები ვართ და იმათზე ისაუბრეთ.ან მომავალ ახალგაზრდებზე ისაუბრეთ. 16 წლის ბავში თამაშობს სერია C ლიგაში იცით ვინმემ არა..ასეთი ბავშვი ბევრია და იმათზე ისაუბრეთ...კვარა გავიცანით უკვე და ნუ წაგვაჭამთ თავს...გსიხედეთ გვეტდზე
მალხაზ ჯობავა
რაფინია სად? ტაშკენტის პახტაკორში? კვა მე მამარდასთან ერთად მინდა ლივერპულში. დამთავრდა!
d
კვარას ვისურვებდი ბარსაში ო რას დახატავდა ბარსას მარცხენა ფლანგს?! :) აქეთ კვარა. იქით ლამინე იამალი :) იფ. იფ
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
[VIDEO] თოფურია VS პიმბლეტი არ შედგება - გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ბოლო თვეებში მე გავხდი მძიმე და სრულიად მიუღებელი ზეწოლის ობიექტი" - ილია თოფურიამ განცხადება გააკეთა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო